ქობერი (ქობაირი)- სომხეთში მდებარე ქართული ტაძარი
ქობერი (ქობაირი)- სომხეთში მდებარე ქართული ტაძარი
ვისაც კი უნახავს ჩვენი ისტორიული ნაწილი - ლორე, დამეთანხმება, რომ სრულებით არ განსხვავდება საქრთველოს მიწა-წყლისგან. საზღვრის იქით ხარ, მაგრამ ვერც კი გრძნობ, იმდენად შენიანია იქაურობა. ტურისტების დანახვა ახარებთ, ქართველის გაგონება კი ცოტა უხერხულობას უქმნით. ისტორიული ძეგლების არსებობა ქართულ კვალს ტოვებს, თუმცა ეს სომხეთის მხარეს დიდად არ ახარებს... "ალილო ტურის" დახმარებით მოვილოცე ქობერის ტაძარიც. დღეს ამ უნიკალურ ტაძარში სომხეთის მხარე სარესტავრაციო სამუშაოებს აწარმოებს.

KARIBCHE

KARIBCHE

სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქალაქ თუმანიანის მახლობლად, დებედას ხეობაში, მთის წვერზე. იგი თავდაპირველად დააარსა 1071 წელს, ტაშირ-ძორაგეტის მეფის, კვირიკე II-ს (1048 – 1089 წლები) ასულმა, მარიამმა, როგორც სომხურ-მონიფიზიტური მცირე ეკლესია. ორი საუკუნის შემდეგ, ძლიერი მიწისძვრის შედეგად იგი განადგურდა, მის ადგილზე საქართველოს ამირსაპასალარ შანშე ზაქარიას ძე მხარგრძელის (გ. 1261 წ.) მიერ აიგო დიდი ქართული სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია.

KARIBCHE

ქობაირის მთავრი ტაძარი ცნობილია თავისი უნიკალური ქართული ფრესკებით. კომპლექსში შემორჩენილია XIII საუკუნის მრავალი ქართული ასომთავრული წარწერა და შანშე მხარგრძელის შთამომავალთა საფლავები ქართული წარწერებითვე. ამ ბოლო წლებში სომხური მხარის მიერ მიმდინარეობს სარესტავრაციო სამუშაოები.

KARIBCHE

KARIBCHE

ავტორის ფოტოები



ბეჭდვა
1კ1