ხაშურში, ზემო სერზე ისტორიული ბანას ტიპის აღდგომის სახელობის ტაძარი აშენდება
ხაშურში, ზემო სერზე ისტორიული ბანას ტიპის აღდგომის სახელობის ტაძარი აშენდება
სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსის, მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით, ხაშურში, ზემო სერზე ისტორიული ბანას ტიპის აღდგომის სახელობის ტაძარი აშენდება. აღნიშნულ კომპლექსში განთავსდება ბიბლიოთეკა, რომელიც ყველა მსურველისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ასევე საკონფერენციო დარბაზი. გამოყოფილი იქნება სოციალური მსახურებისთვის განკუთვნილი სივრცე. ბანას ულამაზესი ტაძარი 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომმა საგრძნობლად დააზიანა. როდესაც ეკლესია წმინდა ექვთიმე თაყაიშვილმა მოინახულა, იგი თითქმის სრულიად დანგრეული იყო. დღეს თითოეულ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, შეიტანოს საკუთარი წვლილი ქვეყნის სულიერ და სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში. მეუფე სვიმეონის ლოცვა-კურთხევით,ზემო სერზე სულ მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. უკვე გროვდება მასალები და ადგილზე ეწყობა მშენებლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ფინანსურად თუ სხვა ფორმით მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ღვთივსათნო საქმეში.

KARIBCHE

შექმნილია სპეციალური ანგარიში ,,საქართველოს ბანკში" . ანგარიშის ნომერია: GE56BG0000000781425400.
ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, ვინც ხელს შეუწყობს ჩვენი სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას.
ბეჭდვა
1კ1