წმინდა ილარიონ ქართველის ნალოცი ტაძრის ნაფუძარი კვლავ აღსდგა და გაისმის ბერების ხმატკბილი გალობა...
წმინდა ილარიონ ქართველის ნალოცი ტაძრის ნაფუძარი კვლავ აღსდგა და გაისმის ბერების ხმატკბილი გალობა...
ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრიდან ცოტა მოშორებით ტაბაკინის უდაბნოდ წოდებულ გზას მივუყვებით... "კარიბჭელებმა" ეს მადლიანი გზა ფეხით გავიარეთ. რას ვიფიქრებდით, რომ ეს გზა წმინდა ილარიონ ქართველის ტაძრამდე მიგვიყვანდა. ადგილზე მისულებს მცირე ზომის ტაძარი და მცირე ზომის სატრაპეზოს შენობა დაგვხვდა. ახლო მომავალში, ღვთის შეწევნით და კეთილი ადამაინების დამხარებით მონასტრის წევრებისთვის სენაკების მშენებლობაც დაიწყება. ტაბაკინში მოღვაწე მამებისგან გავიგე, რომ ამ უდაბნოდ წოდებულ ადგილას რამდენიმე საუკუნის წინ სამონასტრო ცხოვრება მიმდინარეობდა. აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ განდეგილი ბერები, რომლებიც ლოცულობდნენ პატარა საყდარში. საყდარი დანგრეული იყო და ღვთის მადლით დღეს უკვე აშენდა. ამ ტერიტორიის, უდაბნოს შესახებ ცნობებს წარსულის ფურცლებიდან, კერძოდ კი ანტონ კათალიკოსის ცხოვრებიდან ვგებულობთ. როცა რუსეთში გაიწვიეს მან დაარიგა მოწყალებები სხვადასხვა მონასტრებში, ტაბაკინის უდაბნო მოხსენიებულია ერთ-ერთ ადრესატად, რომელსაც ანტონ კათალიკოსმა მცირედი მოწყალება შესწირა. ამ ისტორიის მანძილზე რაც მონასტერი დაარსდა, VII-VIII საუკუნეების შემდეგ და განსაკუთრებით XVII-XVIII საუკუნეში, აქ ცხოვრობდა დაახლოებით 80-მდე ბერი, რომლებიც ლოცულობდნენ და პატარა ხის სენაკებში, ტყეში გაბნეულები ცხოვრობდნენ, ასევე მოღვაწეობდა ოდესიანთ ხევიდან ბერი სტეფანე, რომლის ძმის შვილიც იესე ყანჩაველი გახლდათ. ოდესიანთ ხევი, ტაბაკინის მეზობელი სოფელია. იესე ყანჩაველი თავის ბიძასთან ცხოვრობდა და იზრდებოდა, შემდეგ იესე ყანჩაველი დიდი ბერი, ილარიონ ქართველის სახელით გახდა ცნობილი. ათონის წმინდა მთაზე მოღვაწე მამა დიდ სასწაულებს აღავლენდა.

KARIBCHE KARIBCHE

ღვთის მადლით და მრავალი ადამიანების დიდი მონდომებით, ასევე ნუნისის მამათა მონასტრის წინამძღვრის, მამა პავლეს, საგურამოს მონასტრის მღვდელ -მონაზონის ბასილის და სამების მონასტრის ბერის გრიგოლის დიდი სიყვარულით და შრომით დაიწყო ტაძრის მშენებლობა.უდაბნოს ასაღორძინებლად საკუთარი ზურგით ზიდავდნენ საამშენებლო მასალას. ღმერთმა ისმინა იქაური ბერების ლოცვა და გამოჩნდნენ ქველმოქედი ადამიანები- თემურ გიგაშვილი და ჩიტო ქაცარიძე, რომლის დაფინანსებით დაიწყეს მონასტრის უდაბნოს აღორძინება. ქველმოქმედის ვალერი ნიკაჭაძის დახმარებით გაიყვანეს მონასტრამდე მისასვლელი გზა. გზის გაყვანის ბოლომდე დასრულება ითავა ილარიონ ყანჩაველის სოფლის მკვიდრმა, ბადრი ნაკაშიძემ და მისმა მეგობრებმა.

VII-VIII საუკუნით თარიღდება ტაძრის მშენებლობა და მას შემდეგ არის დაფიქსირებული ბერების ცხოვრება. დაახლოებით, XVII-XVIII საუკუნეში აქ ბევრი ბერი ცხოვრობდა. XIX საუკუნის ბოლოს გაუქმდა აქ სამონასტრო ცხოვრება და ბერები გარეჯის მონასტერში გადავიდნენ.

KARIBCHE KARIBCHE

ბერი ილარიონი (კიკნაველიძე):

წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის ტაძარი 2016 წლის 28 თებერვალს, ამავე წმინდანის ხსენების დღეს იკურთხა. ეს არის ტაბაკინის მონასტრის უდაბნოდ წოდებული ადგილი, სადაც იყო ტაძრის ძველი ფრაგმენტი შემორჩენილი, სადაც სავარაუდოდ მოღვაწეობდა წმინდა ილარიონ ქართველი თავის ბიძასთან ერთად. ამ პატარა ტაძარში მოდიოდნენ და ლოცულობდნენ ხოლმე. ამის შესახებ ცნობებს წმინდა ილარიონ ქართველის ცხოვრებაშიც ვკითხულობთ. ეს ტაძარი ავაშენეთ ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე მეუფე დიმიტრი (კაპანაძე)ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარი ბრძანდებოდა. მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით დაიწყო ამ ტაძრის აშენება. მშენებლობა დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო. მასალის მოტანა უფრო დიდხანს დაგვჭრდა, ვიდრე ტაძრის აგება. ტაძრის აშენებადეც იშვიათად მოდიოდნენ მომლოცველები. როცა ავაშენეთ, უფრო მეტად დაიწყო ხალხმა მოსვლა. ეს ტაძარი ტაბაკინის მამათა მოანსტრის შემადგენლობაშია და ამასაც მონასტრის იღუმენი იაკობი (ჭოხონელიძე) წინამძღვრობს. ტაძარი მოხატა ხატმწერმა შაქრო ტყემალაძემ. კომპოზიციები ამ ფრესკებზე ემზარ გოგოლაძემ გაანაწილა. ტაძარში კედელთან მიდგმული მცირე ტრაპეზია მოწყობილი. ვიდრე ტაძარს ვაკურთებდით მანამდეც გვქონდა ლოცვა-კურთხევა წირვის ჩატარების. კურთხევის შემდეგ, ალბათ კვირაში ერთხელ ჩავატარებთ წირვას. ტაძრის გვერდით ავაშენეთ სატრაპეზო, უფლის შეწევნით სენაკების აშენებასაც ვფიქრობთ. უფალი შეგვეწიოთ, თქვენ და სრულიად საქართველოს.

KARIBCHE

ტაბაკინის მონასტრის უდაბნოს ტერიტორიაზე, იმ ადგილას, სადაც წმინდა ილარიონ ქართველმა ბავშვობის წლები გაატარა და ათონზე წასვლამდე ცხოვრობდა, აშენდა წმინდა ილარიონ ქართველის (ყანჩაველის) სახელობის ტაძარი. აქ უნდა დაარსდეს მონასტერი, რისთვისაც საჭიროა კელიების აშენებაც. ტაბაკინის მონასტერს ამის შესაძლებლობა არ აქვს. მამებს გვერდში დგომა სჭირდებათ. მოდით, მეგობრებო, შევეწიოთ ამ მადლიან საქმეს და ერთად ავაშენოთ მონასტერი! დარეკეთ 0901 500 501 (ნებისმიერი ქსელიდან)
მიღების ბანკი: "საქართველოს ბანკი". ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღების დასახელება: ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE85BG0000000781155800
ტელ: 599504861 მამა იაკობი
ბეჭდვა
1კ1