12 დეკემბერს წმინდა აბიბოს ნეკრესელის ხსენებაა
12 დეკემბერს წმინდა აბიბოს ნეკრესელის ხსენებაა

ნეკრესის მამათა მონასტერში 40 წმინდანის წმინდა ნაწილია დაბრძანებული.


უწმინდესისი ლოცვა-კურთხევითა და ნეკრესელი მიტროპოლიოტი სერგის ძალისხმევით 2000 წელს აღდგა წმინდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელის სახელობის მამათა მონასტრის სულიერი ცხოვრება. 2004 წელს ნეკრესელი მიტროპოლიტის სერგის კურთხევითა და შეწევნით, ნეკრესის ქვედა მონასტერთან აშენდა წმინდა აბიბოს ნეკრესელის სახელობის ტაძარი. აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარდა მონასტერში არსებულ ისტორიულ შენობა-ნაგებობებს. კეთილმოეწყო მონასტერთან მისასვლელი გზა. აშენდა ბერების საცხოვრებელი სახლი.

KARIBCHE

მონასტერში ყოველდღიურად აღესრულება წირვა-ლოცვა, პარაკლისი და დაუჯდომელი წმ.აბიბოს ნეკრესელისა, პანაშვიდი მიცვალებულთათვის.
მონასტერში წერენ კანონიკურ ხატებს. აკეთებენ ფიჭისგან სანთლებს და ნახშირებს ლიტურგიისათვის. მონასტერს აქვს საკუთარი მეურნეობა, სადაც მოყავთ ხილი და ბოსტნეული.


KARIBCHE KARIBCHE

2010 წლის 12 დეკემბერს წმ. აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეს საზეიმო წირვის შემდეგ მონასტერში მოაბრძანეს 40 წმინდანის ნაწილი, რომელიც რუსეთიდან ჩამოაბრძანეს. წმინდა ნაწილები დაბრძანებულია ნეკრესის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, რომელთანაც ადამიანებს შეუძლიათ მიბრძანდნენ, მოილოცონ და თაყვანი სცენ ამ წმინდა ნაწილებს. შეგვესიოწ წმინდა აბიბოს ნეკრესელის მადლი.

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1