შემოქმედის ჯვარ-ხატები და სხვა საეკლესიო ნივთები მრავლად იყო წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადატანილ ქართულ საგანძურში
შემოქმედის ჯვარ-ხატები და სხვა საეკლესიო ნივთები მრავლად იყო წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადატანილ ქართულ საგანძურში
შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი - შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი გურიის მხარეში, შემოქმედის ეპარქიის ცენტრი მდინარე ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე, დაბალ მთაზე, სოფელ შემოქმედში მდებარეობს.

იყო დრო, როცა ეკლესია წარმოადგენდა გურია–სამეგრელოს ეპარქიას, ერთი პერიოდი კი, ქუთაისთანაც იყო შეერთებული.შემოქმედის ეკლესია–მონასტერი ელენე დედოფლისა და მამია გურიელის ინიციატივით აიგო.

შემოქმედის მონასტერი შედგება სამი ტაძრისგან. მათგან ორი ერთმანეთზე მიდგმული ტაძარია: XII საუკუნის ღვთაების ტაძარი (ბაზილიკა) და გუმბათოვანი ეკლესია "ზარზმა", რომელიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო 1572 წელს, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერისცვალების ხატი. იგი დღემდე შემორჩენილ ქართულ ხატებს შორის უძველესია და 886 წლით თარიღდება. მესამე ძეგლია XVI საუკუნის სამრეკლო, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი.

ზარზმის ფერისცვალების ღვთისმშობლის ეკლესიაში იყო დაბრძანებული ღვთისმშობლის ძვირფასი ხატი, რომელიც ახალციხიდან ხარზე დაუკრავთ და თურმე ხატი იქ უნდა დაებრძანებინათ, სადაც ხარი გაჩერდებოდა. აი, ასე მოხდა ეს ხატი ამ მონასტერში, XVI-XVII საუკუნეებში შემოქმედში თავი მოიყარა მესხეთის ზარზმის ძვირფასმა ნივთებმა. შემოქმედის ჯვარ-ხატები და სხვა საეკლესიო ნივთები მრავლად იყო წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადატანილ ქართულ საგანძურში. შემოქმედის მაცხოვრის ეკლესია შიგნით და გარეთ ნაგებია თლილი ქვით, აქვს მარმალილოს იატაკი. ეკლესია სამნავიან უგუმბათო ნაგებობას წარმოადგენს. ვახტანგ ბერიძის მოსაზრებით ეკლესია თავდაპირველად ერთნავიანი უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, მას სიგრძივი კედლები მოარღვიეს და ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავები მიუშენეს. ამდენად შუა ნავიდან მხოლოდ ერთი-ორი ფრანგმეტიღა გადარჩა. ნავების მიშენების შემდგომ ეკლესია ახალი პერანგით შემოსეს და ჭადრაკულად განლაგებული სხვადასხვა ფერის ქვებით მოაპირკეთეს.

KARIBCHE

შემოქმედის მონასტერი, უმდიდრეს მონასტრად ითვლებოდა და გააჩნდა მდიდარი წიგნთსაცავი. აქ დაცული იყო ორი შესანიშნავი ხელნაწერი: "გულანი" ანუ ლოცვანი და "ფუტკარი" ანუ ბერძნული ეკლესიის ზოგი წმიდანის ცხოვრების კრებული, მასში ასევე მოთხრობილია ქართული და სომხური ეკლესიების განხეთქილების ამბავი, VI და VII საუკუნეების ქალკედონიის კრების შემდეგ. შემოქმედის მონასტერი მდიდარ მამულებს ფლობდა. შემოქმედის მონასტერი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსებისა და გურიელების საგვარეულო საძვალე.

1990 წლამდე აქ იყო დუმბაძეების სახლ-კარი, სადაც ცხოვრობდა ცნობილი პიროვნება დიმიტრი დუმბაძე. ამ ადგილს ხშირად ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი სტუმრობდნენ. შემოქმედელი მიტროპოლიტის, იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით შემოქმედის ტაძარში უკვე წლებია მამათა მონასტერია დაფუძნებული. მონასტრის წინამძღვარია, არქიმანდრიტი ელიზბარი (ბაბუხადია).
შეგვეწიოს ამ წმინდა ტაძრის მადლი.

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1