მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით სოფელ წვირმს ივერიის ღთისმშობლის სახელობის ტაძარი შეემატება
მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით სოფელ წვირმს ივერიის ღთისმშობლის სახელობის ტაძარი შეემატება
მესტიის რაიონში მდებარე სოფელი წვირმი მთლის პლატოზეა შეფენილი. წვირმიდან სვანეთის ორი დიდებული მწვერვალი - თეთნულდი და მის მოპირდაპირე მხარეს კლდოვანი უშბა მოჩანს. სოფელ წვირმში ხუთი ეკლესიაა, მაცხოვრის, წმინდა გიორგის, წმინდა ბარბარესი და ორი წმინდა მთავარანგელოზთა სახელობისა. მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით სოფელ წვირმს ივერიის ღთისმშობლის სახელობის ტაძარი შეემატება. - მშენებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის გუმბათიანი ტაძარი მოცულობით საკმაოდ დიდია,-მიამბობს წვირმის მაცხოვრის ფერისცვალების და ნაკრაში მდებარე წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრების წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი პეტრე (ქურდაძე). მამა პეტრეს თქმით, ტაძარს ფინანსური დახმარებით ბატონი იაკობ გიგლემიანი აშენებს. მომავალში აქვე დაფუძნება მამათა მონასტერი. ტაძრის გუმბათის გადახურვასთან ერთად გუმბათზე ჯვარი დავადგით. წელს ამით დასრულდება მშენებლობა. მომავალ წელს ტაძარი გარედან შეიმოსება. ღვთის მადლით თუ უფალმა ინება მომავალ წელს ტაძარს სრული სახე მიეცემა და იკურთხება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1