აჭის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ჯვარი დაუბრუნდა
აჭის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ჯვარი დაუბრუნდა
ღვთის მადლითა და წყალობით, ღვთისნიერი ადამიანების კეთილი ნებით აჭის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს დაუბრუნდა წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ჯვარი, რომლის დაკარგვის შესახებაც გულისტკივილით მოგვითხრობდა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი). მადლობა უფალს, რომ ინება და უწმინდესისა და უნეტრესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხელით ამ წმინდა ჯვრით, რომელშიც ჩაბრძანებულია იმ ჯვრის ნაწილი, რომელზედაც გააკრეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, დაილოცა ქართველი ერი და ქართული ჯარი.

ღმერთმა ამ ჯვრის მადლითა და ძალით დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო და ყველა ქართველი. ამინ.

იოსები, შემოქმედელი მიტროპოლიტი.

KARIBCHE

გადმოცემის თანახმად, წმინდა თამარ მეფეს გამარჯვების შემდეგ უხვი საბოძვარი გაუღია აჭის ეკლესიისთვის (VIII-IX ს.ს). უხვ საბოძვართა შორის განსაკუთრებულია ვერცხლის, მოოქროვილი "თამარ მეფის ჯვარი", რომელიც მას აჭის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისთვის შეუწირავს. ჯვარზე წარწერაა:

"ჰოი ძელო ცხოვრებისაო მეოხ ეყავ შენთა მაკურთხეველთა დღესა მას განკითხვისასა. შეიქმნა ჯვარი ესე ბეთანიას-ღმრთისმშობლისა. ოქროისა და ვერცხლის წმიდისა. უფლებასა დედოფლისა თამარისა. ადიდენ ღმერთმან".
ჯვარში ჩაბრძანებულია ძელი ცხოველის ნაწილი. ღთის შეწევნით და მეუფე იოსების ლოცვა-კურთხევით, "კარიბჭის" რედაქციამ მოილოცა ეს უდიდესი სიწმინდე. შეგვეწიოს წმინდა მეფე თამარის ჯვარი ჩვენ და სრულიად საქართველოს.

KARIBCHE

KARIBCHE

ავტორის ფოტოები


ბეჭდვა
1კ1