საყდრიონის წმინდა გიორგის ეკლესია
საყდრიონის წმინდა გიორგის ეკლესია
საყდრიონის წმინდა გიორგის ეკლესია შუაგულ სოფელშია აგებული. თიანეთში, ამ ულამაზეს მხარეში მრავალი წმინდა სალოცავია. უმეტესობა კი წმინდა გიორგის სახელობისაა. ჩანს, მთის ხალხი გამორჩეულად წმინდა გიორგისადმი გამოხატავდა პატივისცემას. საყდრიონის წმინდა გიორგი წლების განმავლობაში ელოდა ამოქმედებას. ღვთის შეწევნითა და კეთილი ადამიანების დახმარებით ტაძარი რამდენიმე წელია მოქმედია და იქ წირვა-ლოცვა აღევლინება. ეკლესიის აღდგენა-განახლების ამბავს ამ სოფლის მკვიდრი, ქალბატონი ევა ოთარაშვილი გვიამბობს: "ქართლის ცხოვრებაში" მაქვს წაკითხული, რომ ეს ეკლესია VI საუკუნისაა. მას შემდეგ მუდამ მოქედი იყო. კომუნისტურ-ათეისტურ ხანაში ჩვენს ტაძარსაც არ დაადგა კარგი დღე. მაშინდელმა კოლმეურნეობის თავმჯდომარემ მიიღო დავალება, რომ ჩამოეგდო ეკლესიის ზარი, რომლის ხმა ერწოს სოფლებში ისმოდა.

KARIBCHE

ეკლესიას სიმინდის საწყობადაც იყენებდნენ, რომლის გაუქმების შემდეგ უპატრონოდ მიტოვებული ტაძარი დაბინძურდა. 80-იან წლებში დავიწყეთ ტაძრის აღდგენისთვის ზრუნვა. ამ კეთილშობილურ საქმეს სათავეში ჩაუდგა ყოფილი კოლმეურნეობის თავმჯდომარე, რაიკომის მდივანი, არტემ ტუშური. ჩვენ მოქმედი ეკლესია და მოძღვარი გვჭრდებოდა. ეს სურვილიც შეგვისრულდა.

KARIBCHE


ბეჭდვა
1კ1