გურიის უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი
გურიის უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი
უდაბნოს მონასტერი ჩოხატაურში, ნიგოით-საჯავახოს ქედის სამხრეთ კალთაზე, სოფელ შუაგანახლებაში მდებარეობს. უდაბნოს მონასტერი იოანე ნათლისმცემლის სახელობისაა და ორ ეკლესიას აერთიანებს: პირველი, რომელიც კლდეში ნახევრად არის გამოკვეთილი, ძველია. მეორე კი ქვით ნაშენი უგუმბათო ეკლესიაა, რომელიც 1858 წელს აუგიათ და მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. მეცნიერთა მოსაზრებით, უდაბნოს მონასტერი მე-6 მე-9 საუკუნეების უნდა იყოს. მე-18 საუკუნის შუა ხანებში მონასტერი იოსებ ტუსკიას განუახლებია, რომელიც ისტორიულ საბუთებში "გურიელის კარის მოძღვრად", აგრეთვე "საჯუმათლოს მოწესედ, ქორეპისკოპოსად და მეომოფორედ" იხსენიება. მონასტერს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონდა. მათ შორის ყოფილა ადიშის ცნობილი ოთხთავი - მე-9 საუკუნის, ხელნაწერის ენა მე-9 მე-10 საუკუნეებს განეკუთვნება. აქვე ინახებოდა "უდაბნოს მრავალთავის სახელით ცნობილი ხელნაწერი, რომელმაც ჩვენამდე არასრული სახით მოაღწია. ღვთისმსახურება უდაბნოს მონასტერში 1991 წლის 11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღდგა.
ბეჭდვა
1კ1