დმანისის სიონი
დმანისის სიონი
დმანისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი დმანისის (ნაქალაქარის) ცენტრში, შიდა ციხის მახლობლად მებარეობს. ტაძრის ერთ კუთხეში ჩასმულია წითელი ქვა, რომლის ცალ პირზე გამოქანდაკებულია ბოლნური ჯვარი კვარცხლბეკიან მედალიონში. სამხრეთიდან ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭე და სანათლავი, ჩრდილოეთის მხრიდან – სამკვეთლო. ტაძარი შიგნიდან მოხატული ყოფილა – საკურთხეველში შემორჩენილია XIII-XIV სს-ის მოხატულობა: წმინდანთა გამოსახულებანი და წარწერები. მათ შორის მოთავსებულია კვარცხლბეკიანი ჯვარი, რომელიც თითქმის კაცის სიმაღლისაა. ყველაფერი ჩასმულია სადა ჩუქურთმიან ჩარჩოში. ორივე მამაკაცს ერთნაირი ქუდი ახურავს, მოყვანილობით ჰგავს საფარის ფრესკებიდან ცნობილი ათაბაგების თავსაბურავს (XIII-XIV სს).

მოგვიანებით, 1213-1222 წლებში, ლაშა-გიორგის მეფობაში, დასავლეთიდან ტაძრისთვის მდიდრულად მორთული კ ა რ ი ბ ჭ ე. კარიბჭეს სამი წარწერა აქვს: ერთი გარედან, შესასვლელის ზემოთ, (7 სტრიქონი), მეორე – შიგნით, სამხრეთ-აღმოსავლეთის სვეტის აღმოსავლეთ განის თავზე (2 სტრიქონი), მესამე – დასავლეთ ფასადის მარცხენა თახჩის ზემოთ (13 სტრიქონი). ამ უკანასკნელში მოხსენიებულია ლაშა-გიორგი.

KARIBCHEXVII საუკუნიდან ცნობილია ორი ეპისკოპოსი დმანისის კათედრიდან: იოსებ თარხნიშვილი, 1662 წლიდან თბილელი და ქრისტეფორე ბარათაშვილი, რომელმაც 1665 წელს ვენახები იყიდა ბოლნისში. XVII საუკუნის დამლევს დმანელად იხსენიება ეპისკოპოსი პავლე. იგი გარდაიცვალა 1706 წელს. დაკრძალულია დმანისის სიონის კარიბჭეში. 1689 წლის ერთ-ერთი საბუთის მიხედვით დმანისში მონასტერიც ყოფილა, რომელიც მოხსენიებულია პაპუნა ორბელიანის წერილობით დოკუმენტში: `მონასტრისა და საეპისკოპოსოსა და თავსა სასაფლაოსა ჩვენსა, დმანისისა ღვთისმშობელსა~. დმანისის სიონის გვერდით მდებარე წმინდა მარინეს სახელობის ტაძარს აქვს 1702 წლით დათარიღებული ლაპიდარული წარწერა: `ქ. შეწევნითა ღმრთისაითა მე ფრიად ცოდვილმან ბატონიშვილის მარიამის გამდელმან ისახარ განვაახლე დაქცეული საყდარი ესე წმინდა მარინესი ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად და ბატონთა ჩუენთა მოსახსენებლად~. ბოლო მღვდელმთავრად იხსენიება ელისე, XVIII საუკუნის შუა წლებამდე. იგი მოიხსენიება, როგორც დმანელ-მტბევარი მიტროპოლიტი, რომელიც 50-იანი წლების მიწურულს გადავიდა თბილისში. დმანელ ელისეს განუახლების 1586 წლის `ქართლის მეფის სვიმონ პირველის სიგელი დმანისის ღმრთისმშობლისადმი~. სადაც, როგორც აღვნიშნეთ, სიგელის თავში გამოსახულია დმანისის ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. სიგელს აქვს თანდართული ელისე მიტროპოლიტის დროინდელი ხუცური წარწერა: `ღმერთო შეიწყალე დმანელ-მტბევარ მიტროპოლიტი ელისე, რომელიცა ფრიად დაშურა, ვიდრე აღსასრულადმდე შემატებად ეკლესიასა თუისსა. შეწირული წმიდის ღმრთისმშობლისა სოფელი ჩინჩხორი, ვარდისუბანი, მუტაგისი დამღა ნახევარი, გუდარეხისა ღუთისმშობელი. წმიდაო ღვთისმშობელო მეოხ ექმენ დმანელს-მტბევარ მიტროპოლიტს ელისეს, რომელმან კვალად განაახლებინა სიგელი ესე და დაუტევა ეკლესიასა თუისსა. ამინ. VI საუკუნიდან XVIII საუკუნის შუა წლებამდე ცნობილია დმანელი მღვდელმთავრები შემდეგი თანმიმდევრობით: სამუელ დმანელი, თევდოსი კალნაპეტისძე, ელისე დმანელი, იოსებ სააკაძე, იოსებ სააკაძე, იოსებ თარხნიშვილი, შემდგომ ტფილელი, ქრისტეფორე ბარათაშვილი, ფილიპე ბარათაშვილი, ქრისტეფორე ბეგაშვილი, პავლე დმანელი, ელისე დმანელ-მტბევარი, მგალობლიშვილი.

ბეჭდვა
1კ1