საფარა ისტორიულ წყაროებში X საუკუნიდან მოიხსენიება
საფარა ისტორიულ წყაროებში X საუკუნიდან მოიხსენიება
აქ მოღვაწეობდნენ: ივანე საფარელი, ქართლის კათალიკოსი გაბრიელ საფარელი, იოანე მთავარსაფარელი. მცხეთელი კათოლიკოსი არსენი.

საფარა ახალციხის მახლობლადაა. ტყეში ჩაფლული მონასტერი გადაჰყურებს მშრალ ხეობას. მისი თვალწარმტაცი ხედი მხოლოდ მასთან მიახლოების დროს, მოულოდნელად იშლება ჩვენს თვალწინ. ალბათ ამიტომ ეწოდა კიდეც `საფარა~.
მონასტერში ცხრა დიდი და პატარა ეკლესიაა: წმინდა საბა განწმენდილის მთავარი ტაძარი, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია და მცირე სამლოცველოები. აქვეა სამრეკლო, ჯაყელების სასახლე და ციხე-გალავანი, რუსი ბერების დროინდელი სენაკები და სხვა ნაგებობები. ამათგან ყველაზე ძველი ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია.

მონასტრის ხელმეორე აღორძინება XII საუკუნიდან იწყება, როცა მეჭურჭლეთუხუცესი სარგის ჯაყელი საბას სახელით აქ ბერად შედგა. ჟამთააღმწერლის ცნობით, ვიდრე ბექა ჯაყელი (სარგისის ვაჟი) და დემეტრე თავდადებული მონღოლებთან ერთად ეგვიპტეში გაილაშქრებდნენ, მაშინ უნდა აღკვეცილიყო ბერად სარგისი და ბექასაც ამ პერიოდში უნდა აეგო წმინდა საბა განწმენდილის ტაძარი. მას შემდეგ საფარა ჯაყელების რეზიდენციად იქცა. ქტიტორები ტაძრის კედელზე წმინდა საბას წინაშე არიან გამოსახულნი. საბა ათაბაგი (სარგის ჯაყელი), ბექა მანდატურთუხუცესი (სარგისის ვაჟი), სარგის სამცხის ათაბაგი და ყვარყვარე (ბექას ვაჟები). აქვეა ათი სავედრებელი ლოცვა წმინდა საბას მიმართ.

საფარა ისტორიულ წყაროებში X საუკუნიდან მოიხსენიება. აქ მოღვაწეობდნენ: ივანე საფარელი, ქართლის კათალიკოსი გაბრიელ საფარელი, იოანე მთავარსაფარელი. მცხეთელი კათოლიკოსი არსენი.

მას შემდეგ რაც სამცხეს თურქები დაეპატრონნენ და საფარა დაცარიელდა, მოსახლეობის ნაწილი იმერეთში, სოფელ ჩხარში გაიხიზნა. მათ თან წაუღიათ მთავარი ხატი წმინდა საბასი. ნაწილმა კი მონასტრის განძთან ერთად ქართლის სოფელ არადეთს შეაფარა თავი.


KARIBCHE

მე-18 საუკუნეში საფარის მონასტერში ერთადერთი მღვდელი, გიორგი ყოფილა. 1891-1892 წლებში აქ ზედაზნის მონასტრიდან გადმოსული მღვდელმონაზონი, მამა ათანასე მკვიდრობდა სამ მორჩილთან ერთად. მალე ქართველები მონასტრიდან დაითხოვეს და აქ რუსი არქიმანდრიტი პაისი განაწესეს რუსი მღვდელმონაზვნებითა და მორჩილებით. მათ მონასტრის შესასვლელში ორსართულიანი შენობა და სენაკები ააგეს, სამლოცველოები შეათეთრეს, წმინდა საბას ტაძარსა და სამრეკლოს რუსული გუმბათები დაადგეს.
მონასტერმა კომუნისტური რეჟიმის დამყარებამდე იარსება. საბჭოთა პერიოდში აქ პიონერთა ბანაკი ყოფილა. ტაძარი დაიკეტა. ახალციხის მღვდელმთავარს, მეუფე სერგის 1988 წელს საფარაში ერთი მოხუცი ცოლ-ქმარი, ვაჟა და თამარ სულაძეები დახვდნენ. იქვე, პატარა კოტეჯში ცხოვრობდნენ და ტაძარს ყარაულობდნენ. თურმე მათი პაპაც დარაჯობდა მონასტერს. მას შემდეგ სულაძეები უვლის საფარას.

KARIBCHE

საფარაში სამონასტრო ცხოვრება 1988 წლიდან განახლდა. 1996 წლიდან მოქმედებს მეუფე სერგის მიერ დაარსებული სასულიერო სემინარიაც. ის მონასტრის წიაღში ფუქციონირებს. აქ მხოლოდ ბერობის მოსურნენი მოდიან. ამ სემინარიაში სწავლობდნენ ახლა უკვე ეპისკოპოსები: მეუფე თეოდორე, მეუფე საბა, მეუფე სტეფანე. ერთხანს აქ მოღვაწეობდა მეუფე იოსებიც. სემინარიდამთავრებულები დღეს სხვადასხვა ეპარქიებში მოღვაწეობენ.

საღვთისმეტყველო საგნებს ბერები ასწავლიან. სხვა საგნებს კი ახალციხის უნივერსიტეტის ლექტორები. რექტორი _ მეუფე თეოდორე გახლავთ, პრორექტორი არქიმანდრიტი დავითი (გვიტიშვილი).

ავტორის ფოტოები


ბეჭდვა
1კ1