მონასტრის მთაზე მდებარე მღვიმეებში დოსიფეა ჩაკეტილი ლოცულობდა
მონასტრის მთაზე მდებარე მღვიმეებში დოსიფეა ჩაკეტილი ლოცულობდა
კიტაევოს მამათა მონასტერი კიევში მდებარეობს და XVIII-XIX საუკუნეებს მიეკუთვნება. მონასტრის სახელი "კიტაი" –"კრეპოსტ" ანუ ციხე-სიმაგრეს ნიშნავს. იქ ყოფნის დროს მოვილოცე ეს უდიდესი წმინდა სავანე, მასში დავანებული სიწმინდეები. სალომე ვაშალომიძემ, რომელც მუდამ თან მახლდა კიტაევოს მონასტრისა და Eღირსი დოსიფეას შესახებ უფრო ვრცელად მიამბო. მონასტრის შესახებ მცირედად გიამბობთ, წმინდა დოსიფეას ცხოვრებასა და მოღვაწეობას მომავალში შემოგთავაზებთ.
ადრე აქ ხის ტაძარი იდგა, მოგვიანებით ქვის წმინდა სამების სახლობის ტაძარი ააგეს. ტაძარში კიდევ ორი საკურთხეველია: სერგი რადონეჟელის და დიმიტრი როსტოველის. მონასტერში ვათოპედის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატია დაბრძანებული. ბერების თქმით, ის ხშირად ეხმარება საძმოს განსაცდელთა დათმენაში. ამ ხატთან ყოველდღე წირვის დაწყებამდე იკითხება დაუჯდომელი და სახარება.

კიტაევოში კიდევ ერთი ტაძარია, 12 მოციქულის სახელზე აგებული. მონასტრის ტერიტორიაზე მონასტრის საძმოს საცხოვრებელი, სამრეკლო, სატრაპეზო და მომლოცველთა სასტუმროა განთავსებული. აქვეა სახლი, სადაც ცხოვრობდა არქიეპისკოპოსი ანტონ აბაშიძე, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 22 აპრილს წმინდანად შერაცხა. Mმისი ხსენების დღე 1 ნოემბერია.

მონასტრის მთაზე მდებარე მღვიმეებში დოსიფეა ჩაკეტილი ლოცულობდა. მღვიმეში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია. მონასტრის ტერიტორიაზეა ორი ტბა, ტყეში კი განსაბანელი სამკურნალო წყარო. კიტაევოს მონასტერს ჰყავს კიდევ ერთი კანონიზირებული წმინდანი, ღირსი მამა ფეოფილე, რომლის ლუსკუმა 12 მოციქულის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. წმინდა ფეოფილეს ცხოვრებაზეა გადაღებული ყველასათვის საყვარელი რუსული ფილმი "ოსტროვ"-ი.

ავტორის ფოტოები

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1