დუმანის ტაძარი თანდათანობით ჯავახეთში კარგად დამკვიდრებული ტრადიციისამებრ სომხურ სალოცავდ გადაიქცევა
დუმანის ტაძარი თანდათანობით ჯავახეთში კარგად დამკვიდრებული ტრადიციისამებრ სომხურ სალოცავდ გადაიქცევა
დუმანის ტაძრის თავგადასავალს პუბლიცისტი კუკური მეტრეველი გადმოგვცემს:

-დუმანის(დუმას) ტაძარი, რომელიც XIII–XIV საუკუნეებითაა დათარიღებული მდებარეობს საღამოს ტბის მიდამოებში, დუმანის ნამოსახლარზე, რომლის ტერიტორიაზეც კომუნისტების პერიოდში ფერმები და საზაფხულო სადგომები იყო მოწყობილი. ძირითადად იმ პერიოდშია შემოძარცული კედლების პერანგებიც.

სწორედ ასე გამოიყურებოდა დუმანის დარბაზული ეკლესია XXI საუკუნის დასაწყისში. თავიდან, ინტერიერი ნახევარ მეტრამდე მიწით და ქვებით იყო ამოვსებული. მერე საკურთხეველში მეტრანახევრიანი ღრმული გაჩნდა, რომელსაც ყურადღება წლობით არავინ მიაქცია. მოგვიანებით გაურკვევლად ინტერიერიდან მიწის თანდათანობით გაზიდვა მოხდა და მავანმა ისე დაასუფთავა, თუ დაამუშავა, რომ არავინ გაუხდა ხელის შემშლელი. საკურთხეველის ღრმულიც ქვებით და მიწით ამოავსო და თითქოს წაშალა თვისი თუ სხვისი ნაცოდვილარის კვალი. კედლებზე გაჩნდა ხატები და სანთლები. ისეთი პირი უჩანს, დუმანის ტაძარი თანდათანობით ჯავახეთში კარგად დამკვიდრებული ტრადიციისამებრ სომხურ სალოცავდ გადაიქცევა.

მანამდე ტაძრის ირგვლივ მიმოფანტული მოზრდილი უმნიშვნელოდ დამუშავებული ლოდებისგან გაკეთებული საფლავის ქვები გახდა "მისახედი"...იმედია შესაბამისი სამსახურები ყურად იღებენ დუმანის ტაძრის თავგადასავალს და დახმარებას აღმოუჩენენ.

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1