შენ კი არ იქნები მონასტრის მმართველი, არამედ - მე, შენ ჩემი ხელით იწინამძღვრებ
შენ კი არ იქნები მონასტრის მმართველი, არამედ - მე, შენ ჩემი ხელით იწინამძღვრებ
"სვიატოგორის" ლავრა

"სვიატოგორის" ლავრა ერთ-ერთი უძველესი ადგილია უკრაინაში, რომელიც დონეცკის რაიონში, კიევიდან 900 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ლავრა გაშენებულია კლდეზე, მდინარის პირას. აქ რამდენიმე ტაძარი და მღვიმეა. აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა წმინდა იოანე ჩაკეტილი. ის 17 წელი არ გამოსულა მღვიმიდან. ლავრის შესასვლელთან დგას ღვთისმშობლის ძეგლი - იღუმენიად წოდებული, რადგანაც ამ მონასტრის წინამძღვრად თავად ღვთისმშობელი ითვლება.

KARIBCHE KARIBCHEKARIBCHE

რატომ იწოდება მონასტრის იღუმენიად თავად დედა ღვთისა? მონასტრის საძმოს გადაწყვეტილებით იღუმენად გერმანე (კლიცა) აირჩიეს. მან ჩაატარა თავისი პირველი მსახურება ლავრაში, მამა გერმანე ჩაფიქრდა, რომ ვერ წარუძღვებოდა მონასტერს, ამ დროს ხედავს მის წინ მდგარ ღვთისმშობელს და მის გვერდებზე წმინდანებს: ნიკოლოზ სასწაულთმოქმედს და წმინდა გერმანეს, კონსტანტინეპოლის პატრიარქს. ღვთისმშობელს ხელთ ეპყრა გრაგნილი, რომელიც გერმანეს აჩვენა, თან დასძინა: "რატომ გაიტეხე გული? შენ კი არ იქნები მონასტრის მმართველი, არამედ მე, შენ ჩემი ხელით იწინამძღვრებ, როგორც ამ ხელჯოხით". გამოღვიძებულმა წინამძღვარმა შეიგრძნო სულის სიმშვიდე და სიხარული. მთელი თავისი ცხოვრება ღვთისმშობელს მიანდო და იმსახურა წინამძღვრად 31 წელი. ამ დროისათვის მონასტერი ძალიან გაძლიერებული იყო.

ბეჭდვა
1კ1