წყლულეთში წმინდა ექვთიმე აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობა მიმდინარეობს
წყლულეთში წმინდა ექვთიმე აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობა მიმდინარეობს
თბილისიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კმ მანძილზე, მთის ფერდობზე შეფენილია თეთრიწყაროს რაიონის სააგარაკო დასახლება - ქვემო წყლულეთი, რომელსაც ძველი ნასოფლარის ადგილი უკავია. დასახლების ცენტრში, სააგარაკო სახლებს შორის დგას ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.

წყლულეთის შესახებ წარსულის ფურცლებიდან ცოტა რამ ვიცოდი: ის, რომ მეფე დავით აღმაშენებელს დიდგორიდან ბრძოლის ველზე დაჭრილი მეომრები წყლულეთში გადმოჰყავდა და აქაური სამკურნალო წლებით, რომელიც ვერცხლს შეიცავს მათ ნაიარევებს უშუშებდნენ. როცა თავად ვნახე ეს სოფელი, სულ სხვა გრძნობა დამეუფლა... ადგილობრივი მკვიდრი თითზე ჩამოსათვლი თუ შემორჩა... აქაურობა ნასოფლარად ქცეულა... ღვთის ანაბარად დარჩენილ სოფელს სანუგეშოდ თითქოს ივერიის ღვთისმშობელი მოევლინა და თავის სახელზე ტაძარი აღადგინა. ქვემო წყლულეთში რამდენიმე წელია ივერიის ღვთისმშობლის სხელობის ტაძარი მოქმედებს და წირვა-ლოცვა აღესრულება. სასიხარულოა ისიც, რომ ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე ანანიას ლოცვა-კურთხევით ტაძართან არსებული მამათა მონასტერი დაფუძნდა. მონასტერს სქემიღუმენი ნიკოლოზი (ცაბაძე) წინამძღვრობს.

KARIBCHE KARIBCHE

მეუფე ანანიას ლოცვა-კურთხევით ტყის პირას, ძალიან მყუდრო ადგილას წმინდა ექვთიმე აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობა მიმდინარეობს. -მეუფე ანანიასგან ავიღეთ ლოცვა-კურთხევა, შეგვეყვანა გზა და აგვეშენებინა სამ ნავიანი ბაზილიკა. ტაძრის მთავარი ნავი წმინდა ექვთიმე კერესელიძის, აღმსარებლის სახელობის იქნება, გვერდითა ნავებში ტრაპეზებს დავდგამთ. ძმები კარბელაშვილების და ფილიმონ ქორიძის სახელზე გვინდა ვაკურთხოთ, -მითხრა საუბრისას მამა ნიკოლოზმა. საკმაოდ დიდი მოცულობის ტაძრის მშენებლობა გვაქვს დაწყებული.. მანამდე გვინდა ბეთანიელი მამების სახელზე პატარა ტაძარი ავაშენოთ. წყლულეთში ცხოვრობდა 90 წლის ქალი, მარო ბებო. ის რომ ჩამოდიოდა, ჰყვებოდა ხოლმე ბეთანიელი მამები, იოანე და გიორგი როგორ ეხმარეობოდნენ ადგილბრივ მოსახლეობას მიწის დამუშავების დროს. ჩანს, აქაურ მოსახლეობასთან ხშირი კავშირი ჰქონდათ.

KARIBCHE


KARIBCHE KARIBCHE

ივერიის ღვთისმშობლის პერანგის აღმოჩენა.

2004 წლის აგვისტოს, ეკლესიის ინტერიერის გაწმენდის დროს, რომელსაც ადგილობრივი მკვიდრი გელა დიაკონიძე აწარმოებდა, შემთხვევით ვერცხლის მოოქროვილი დაკუჭული ხატის პერანგი აღმოაჩინეს. ხატის პერანგი ივერიის ღვთისმშობლის იყო.. ამიტომაც ტაძარი ივერიის ღვთისმშობლის სახელზე აკურთხეს, აქვე მონასტერი დააფუძნეს. შეგვეწიოს ივერიის ღვთისმშობლის მადლი.
გთხოვთ შეეწიოთ წყლულეთში მშენებარე მამათა მონასტერს:

0901 500 550 დარეკეთ მაგთიდან / ჯეოსელიდან და ერთად ავაშენოთ წმინდა ექვთიმე აღმსარებლის სახეოლობის მამათა მონასტერი.

KARIBCHE


ბეჭდვა
1კ1