სოფელ ლატალში მდებარე ერთ-ერთ თემში, მაცხვარიშში, შემაღლებულ ბორცვზე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი მდებარეობს
სოფელ ლატალში მდებარე ერთ-ერთ თემში, მაცხვარიშში, შემაღლებულ ბორცვზე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი მდებარეობს
მესტიისა და ზემო სვანეთის მადლიან ეპარქიაში მდებარეობს მაცხოვრის ამაღლების სახელობის უძველესი ტაძარი. იგი სოფელ ლატალში მდებარე ერთ-ერთ თემში მაცხვარიშში შემაღლებულ ბორცვზეა აგებული. მაცხოვრის ამაღლების სახელზე აშენებული ტაძარი X-XI საუკუნეებით თარიღდება. აქედან წარმოდგება სოფლის სახელიც - მაცხვარიში. ტაძარს შემორჩა ორნამენტებით შემკობილი ძველი ხის კარები. ფრესკული წარწერების საფუძველზე დადგენილია, რომ ეკლესია მოიხატა დემეტრე I-ის მეფობის მე-15 წელს, ესე იგი 1140 წელს, "ხელითა მიქაელ მაღლაკელისათა". მხატვრის გვარი თითქოსდა მის წარმოშობაზე უნდა მიანიშნებდეს, იმერეთის სოფელ მაღლაკიდან, მაგრამ თვით მოხატულობის ხასიათი, სვანეთის ფერწერული სკოლის გამოხატული თავისებურებანი სვანი ოსტატის მიერ შესრულებაზე მეტყველებს. სავარაუდოა, რომ მხატვრის წინაპრები მაღლაკიდან იყვნენ გადმოსულნი.

KARIBCHE

KARIBCHE

მაცხვარიშის მოხატულობა მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს გადმოგვცემს - დავით აღმაშენებლის ძის, დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის ცერემონიალს - მეფეს თავზე ანგელოზი გვირგვინს ადგამს, რაც სიმბოლურად გადმოგვცემს ცერემონიალის საეკლესიო ნაწილს, რომელსაც კათალიკოსი ასრულებდა, შემდეგ დიდებულები მეფეს წელზე ხმალს შემოარტყამდნენ, რაც მოხატულობაში რეალურადაა ასახული - აქ ერთ-ერთი დიდებული სვანთა ერისთავი ვარდანისძეა.

KARIBCHE KARIBCHE

მხატვარმა მიქაელ მაღლაკელმა შექმნა დიდებული და სადღესასწაული ხასიათის მოხატულობა. შემთხვევით არ არის მინაშენის კართან ბერის ტანსაცმელში გამოსახული კვირიკე მამასახლისი, რომელსაც დავალებული ჰქონდა მოხატვის ზედამხედველობა. სწორედ მინაშენიდან, სადაც სარიტუალო ცეცხლი ინთებოდა, შემოდიოდა კვამლი, რომლის ჭვარტლიც აშავებდა მხატვრობას. აქვე წარწერაში ვკითხულბთ კვირიკეს ანდერძს: "ვინცა ამას ეკლესიასა მამასახლისი იყოს, კვამლისგან შეიკრძალეთ ხატული, რათა ფერი არ დააკლოს". ეკლესიაში დაცულია XII-XIII საუკუნეების რამდენიმე ფერწეული ხატი, მათ შორის მაცხოვრის, ღვთისმშობლის და ჯვარცმის დიდი ზომის ხატები, ასევე წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატი ასომთავრული წარწერით, ტიხრული მინანქრებითა და სევადით შესრულებული მედალიონებით შემკული ბიზანტიური საწინამძღვრო ჯვარი.

მაცხოვრის ამაღლების ტაძარს არქიმანდრიტი ეგნატე (კურტანიძე) წინამძღვრობს.

შეგვეწიოს ამ დიდებული ტაძრის მადლი!

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1