ამ ტაძარშია პირველმოწამე რაჟდენის წამების ადგილი
ამ ტაძარშია პირველმოწამე რაჟდენის წამების ადგილი
წრომის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი შუაგულ ქართლში მდებარეობს. ისტორიული ძეგლებით ცნობილ ხაშურის რაიონში მდებარე ტაძრებიდან წრომის ტაძარი თავისი მნიშვნელობით გამორჩეულია. ისიც უნდა ითქვას, რომ ისტორიულად ეს სოფელი საციციანოს შემადგენლობაში შედიოდა.. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც პოლიტიკური ისე ეკონომიური და სულიერი თვალსაზრისით.. როგორც ჩანს, წრომში თავიდანვე იყო ეკლესია, რომელიც IV საუკუნის პირველი ნახევარით თარიღდებოდა. ამ ტაძრის საფუძველზე მდებარეობს დღევანდელი წრომის ამაღლების სახელობის ტაძარი. რომელიც აგებულია 626-634-35წწ. ერისმთავარ ჯუანშერ სტეფან II-ს დაკვეთით. მნიშვნელობა ამ ტაძარმა უფრო მეტად მიიღო მას შემდეგ, რაც ამ ტაძარში აწამეს პირველმოწამე რაჟდენი. საკურთხევლის მარჯვენა მხარეს გახლდათ წმინდა რაჟდენის საფლავი. დროთა განმავლობაში წმინდა ვახტანგ გორგასალმა წრომიდან გადაასვენა პირველმოწამე რაჟდენი და ნიქოზის ტაძარში დაკრძალა.

KARIBCHE

ტაძარი რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა XI-XII, XVI-XVII საუკუნეებში, 1731 წლის 24 სექტემბერს ლეკების შემოსევის დროს დაინგრა გალავანი. მიწისძვრის შედეგად 1940 წლის 8 მაისს დაზიანდა ტაძარი.. კეთილი ადამიანების მონდომებით ჯერ კიდევ კომუნისტური მმართველობის პერიოდში დაიწყო ამ ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები. 1949-1959 წლებში და 1974-1975 წლებში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. ამ დროს დაბრუნებია წრომს შედარებით პირვანდელი სახე. ყველაზე მნიშვნელოვანი სარესტავრაციო სამუშაოებიYყველაზე ბოლოს 1988 წელს ჩატარებულა. როდესაც წრომის ტაძარს გუმბათი დაადგეს ამის მერე ღვთის წყალობით მოხდა, რომ 1997 წლის შემდეგ მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით აღდგა ამაღლების ტაძარში დაიწყო სულიერი ცხოვრება.


ბეჭდვა
1კ1