საოცარ მადლს, უწყვეტ კავშირს ვგრძნობთ იმ წმინდა მამებთან, რომლებიც აქ გასულ საუკუნეებში მოღვაწეობდნენ
საოცარ მადლს, უწყვეტ კავშირს ვგრძნობთ იმ წმინდა მამებთან, რომლებიც აქ გასულ საუკუნეებში მოღვაწეობდნენ
უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა კურთხევით 2014 წლის 21 სექტემბერს თრუსოს ხეობაში, სოფელ აბანოში, ისტორიულ დვალეთში აღდგა და იკურთხა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი და დედათა მონასტერი. სულიერი ცხოვრების აღორძინებამ იქაურობას მადლი მოჰფინა...
ამ ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ წარსულის ფურცლებიდან ვგებულობთ, რომ ხეობა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და ხოხის ქედს შორის, უღელტეხილ თრუსოდან, სოფელ კობამდე მდებარეობს. ეს დვალეთია. ამ ადგილას საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთის მონაპირე მხარე იყო.

KARIBCHE

ივანე ჯავახიშვილი 1919 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ,,საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით" საგანგებოდ შეჩერდა დვალეთზე. იგი წერდა: ,,დვალეთის შესახებ საგანგებოდ უნდა იყოს აღნიშნული, რომ იგი კავკასიონის უღელტეხილის ორ, მთავარსა და პირიქითელს ქედებს შუა არის მოქცეული…" დვალეთი ძველთაგანვე საქართველოს ეკუთვნოდა, მაგრამ ამ სამზღვარს განსაკუთრებული ყურადღება XII საუკუნითგან მიექცა, როდესაც აქედან ხალხი ბარში ჩამოვიდა და დვალეთი მომთაბრე ტომებმა დაიკავეს. დვალელ მოღვაწეთაგან ცნობილნი არიან XI საუკუნის სასულიერო პირნი: მიქელ დვალი, იოანე დვალი და სიმონ დვალი.
სასიხარულოა, რომ ამ ისტორიულ ხეობაში დღეს დედათა მონასტერია დაფუძნებული და ღვთის სიტყვა იქადაგება.

KARIBCHE

გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი - მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):

-ირგვლივ ენით აღუწერელი სილამაზეა... საოცარ მადლს, უწყვეტ კავშირს ვგრძნობთ იმ წმინდა მამებთან, რომლებიც აქ გასულ საუკუნეებში მოღვაწეობდნენ. მათი მეოხება დღესაც იგრძნობა, თორემ ყველას უკვირს და ბევრს არ სჯეროდა თუ მეუფე დიმიტრი (შიოლაშვილი) ამ მიწასთან გასწორებულ და განადგურებულ ტაძარს ორ თვეში აღადგენდა და მონასტერს ააშენებდა. მშენებლობას ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კირიონი (ფერაძე) უძღვება. დღე და ღამე უწყვეტი შრომის ფასად აღდგა სოფელი, მონასტერი, ტაძარი.

თქვენ ალბათ იცით, რომ ტაძრის ნანგრევებთან აღმოაჩინეს უცნობი მღვდლის, იოსების საფლავი, რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა . საფლავის გახსნას ესწრებოდა მიტროპოლიტი დიმიტრი სამღვდელოებასთან ერთად და ნახეს სასწაული, ბერის უხრწნელი გვამი, რომელიც 100 წელს მაინც ითვლის. ბერი ტყვიით იყო მოკლული. აქ მცხოვრები სასულიერო პირები, გადმოცემით ბევრ სასწაულს სჩადიოდნენ. სანამ სოფელ აბანოში შემოხვალთ უნდა გაიაროთ სოფელი კეტრისი, რომელიც მომდინარეობს სახელი "კეთრი"-დან. აქ კეთროვნები ცხოვრობდნენ, სოფელ აბანოში ძალიან ბევრი მინერალური და გოგირდის წყლებია, სადაც იკურნებოდნენ კეთროვნები და უბრუნდებოდნენ ჩვეულ ცხოვრებას. დღესაც ჩვენი იქ ცხოვრების მანძილზე განიკურნა ადამიანი მძიმე სოკოვანი დაავადებიგან. ვინ მოთვლის, ან ვინ აღწერს კიდევ უამრავი კურნების მაგალითებია ცნობილი. მთაზე მთავარანგელოზის ტაძარია აღმართული. ალბათ, IX საუკუნემდე. მშრალი წყობითაა ნაშენები. გუმბათი ჩამონგრეულია, მაგრამ ღვთის წყალობით მალე აღდგება. ამ ტაძარში უშვილოები საოცარ მადლს იღებენ და შვილი ეძლევათ.

KARIBCHE KARIBCHE

ხშირად გვეკითხებიან გვიჭირს თუ არა დედებს ამ მკაცრ პირობებში ცხოვრება.

ნამდვილად არ გვიჭირს, იმიტომ, რომ პირველ რიგში ჩვენი მეუფე დიმიტრი და ჩვენი მოძღვარი, დეკანოზი კირიონი (ფერაძე) ჩვენთვის მაგალითია სამშობლისა და ეკლესიის ერთგულებისა, თავდადებისა, მათ შეძლეს მკვდარი, მიტოვებული წმინდა ადგილის აღდგენა, თითოეულ ქვას ეფერებოდნენ და ჩვენ გვიხარია, რომ ღმერთის ნებით მცირედით შეგვიძლია გვერდში ამოვუდგეთ მათ სადაც ეკლესიას ვჭირდებით, მორჩილებით ვემსახურებით და ვცდილობთ მათგან სამშობლოსა და ღმერთის სიყვარული ვისწავლოთ.

მეუფე დიმიტრის ძალიან დიდი გეგმები აქვს სოფელთან დაკავშირებით. აქ გაშენდება სოფელი, სადაც ოჯახებს ყველაფრით უზრუნველყოფილ ცხოვრების პირობებს შეუქმნიან. დანარჩენს ალბათ მომავალში მოგახსენებთ. მეუფე დიმიტრისთან და მამა კირიონთან სიტყვა და საქმე ერთია. ამაში ბევრი თვითონ დარწმუნდება.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, შეგეწიოთ დედა ღვთისა.

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1