ღია ცის ქვეშ აღუმართავთ ხის დიდი ჯვარი-სიმბოლო ახალმიღებული ქრისტიანული სარწმუნოებისა
ღია ცის ქვეშ აღუმართავთ ხის დიდი ჯვარი-სიმბოლო ახალმიღებული ქრისტიანული სარწმუნოებისა
მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე მდებარეობს ჯვრის მონასტერი. IV საუკუნის 30-იან წლებში ღია ცის ქვეშ, აღუმართავთ ხის დიდი ჯვარი-სიმბოლო ახალმიღებული ქრისტიანული სარწმუნოებისა. ამ ჯვარს თაყვანს სცემდნენ არა მარტო ქართველები, არამედ მთელი კავკასიის ქრისტიანები. ქართლის პირველმა ერისთავმა გუარამმა ხის ჯვრის მახლობლად "... იწყო ეკლესია ჯუარისა პატიოსანისა". ეს იყო ჯვრის მცირე ეკლესია. VI-VII საუკუნეების მიჯნაზე გუარამის ძის სტეფანოზ ერისთმთავრის, მისი ძმების დემეტრესა და ადარნერსეს ერისმთავართა სახლობის სხვა წევრებისა და შეძლებულ დიდებულთა თანამონაწილეობით. დიდმა ტაძარმა დღემდე თავდაპირველი სახე შეინარჩუნა. დღეს აქ მამათა მონასტერია დაფუძნებული. მამების მიერ აღვლენილი ლოცვები იქაურობას მეტ მადლს ჰფენს.
შეგვეწიოს ჯვრის მადლი!

ბეჭდვა
1კ1