მანავის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ერეკლე მეორის დასტურით 1794 წელს აუგია დავითგარეჯის უდაბნოს ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს - ექვთიმე მჭედლიშვილს
მანავის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ერეკლე მეორის დასტურით 1794 წელს აუგია დავითგარეჯის უდაბნოს ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს - ექვთიმე მჭედლიშვილს
როგორც კი სოფელ მანავს მიუახლოვდებით, ბორცვზე წამომართულ ციხე-კოშკს დაინახავთ. ციხიდან ხელისგულივით ჩანს ივრის ხეობა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ციხის ძველი ფენა X-XI საუკუნეებს განეკუთვნება, ახალი კი XVI-XVIII საუკუნეებს. ციხის აშენებას კახეთის ერისმთავრის კვირიკე III-ის სახელს უკავშირებენ.

სიმწვანეშია ჩაფლული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის უძველესი ეკლესია, რომელიც სოფელს მადლს ჰფენს. ტაძარი ჯერ რიყის ქვით, შემდეგ აგურითაა ნაგები. ეკლესიას ორი კარი აქვს. დასავლეთით გამოყვანილია აგურის ჯვარი პორტალის მსგავსი ბჭით. სამხრეთის კარს ძველად ზემოდან მხედრულით შესრულებული წარწერა ჰქონია ჩაშენებული. ეკლესიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლებში - თითო, ხოლო სამხრეთის კედელში ორი სარკმელი აქვს დატანებული. ნაგებობა შემკულია აგურით ნაშენი ჯვრებით. განსაკუთრებით ლამაზია ჯვარი დასავლეთ კარიბჭის თავზე. საკურთხეველსა და კამარებს შორის ოთხ იალქანზე მდგარი გუმბათია აღმართული.

KARIBCHE

ტაძრიდან ამოგლეჯილია და დაკარგულია მარმარილოს წარწერიანი ფილა. 1920 წელს წარწერა მელექსეთ-ბეგს გადაუწერია. იგი გვაუწყებს, რომ ეკლესია ერეკლე მეორის დასტურით 1794 წელს აუგია დავითგარეჯის უდაბნოს ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარს ექვთიმე მჭედლიშვილს. იმ დროს დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი საქართველოში სულიერი კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ცენტრს წარმოადგენდა. 1774 წლიდან XIX საუკუნის დასაწყისამდე მას სათავეში ედგა ენერგიული, იმ დროისთვის საკმაოდ განათლებული, სამეფო კართან დაახლოებული პირი - არქიმანდრიტი ექვთიმე. იგი ერეკლე მეორის მემკვიდრის, გიორგი ბატონიშვილის აღმზრდელი იყო. აღმოსავლეთ საქართველოში ის დიდი მამულის პატრონი ყოფილა. მანავში ნათლისმცემლის მონასტერს ჰქონია მამული, სადაც ექვთიმე ტყვეთა ბაზარზე ნაყიდ, ლეკების მიერ გატაცებულ გლეხებს ასახლებდა. მას მხარში ედგნენ ერეკლე მეორე და მისი ძე - გიორგი. მათი დახმარებით ექვთიმემ ნასოფლარი მანავი სოფლად აქცია.

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1