ხარობს მელექედურის მოსახლეობა... 70 წლის შემდეგ ისევ ირეკება ჩვენს სოფელში ზარები, რომელიც ყველას წმინდა ნინოს ტაძრისკენ მოგვიხმობს
ხარობს მელექედურის მოსახლეობა... 70 წლის შემდეგ ისევ ირეკება ჩვენს სოფელში ზარები, რომელიც ყველას წმინდა ნინოს ტაძრისკენ მოგვიხმობს
შემოქმედის ეპარქიაში, ოზურგეთის რაიონში, სოფელ მელექედურში მდებარეობს წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი. შემოქმედელი მიტროპოლიტის, იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით ეს მადლიანი ტაძარი 2009 წლის 15 სექტემბერს ეკურთხა. ტაძარს დეკანოზი ერმოლაოს ჭელიძე წინამძღვრობს. ტაძრის დღესასწაულს აქაური მრევლი განსაკუთრებით აღნიშნავს. ამავე ტაძრის მგალობლის ნინო ცეცხლაძის თქმით, სოფელ მელექედურში წინათ ორი ტაძარი იყო: წმინდა გიორგის და წმინდა იოანე ნათლისმცემლის .სახელობის ტაძარები. ორივე ტაძარი უნიკალური ხატებით იყო შემკული, მაგრამ კომუნიზმის მსახვრალი ხელი ჩვენს ტაძრებსაც შეეხო და ორივე ტაძარი მიწასთან გაასწორეს.

KARIBCHEხატები დაიტაცეს, ზარი კი სამრეკლოდან ზარ-ზეიმით ჩამოაგდეს. უფლის შეწევნით, კეთილი ადამიანების ინიციატივითა და ძალისხმევით წმინდა გიორგის ნასაყდრალთან ახლოს ისევ დაირეკა სადღესასწაულო ზარები და კვლავ აღევლინა ღვთისმსახურება. წმინდა გიორგის ტაძრიდან ჩამოგდებული დაზიანებული ზარი კი სათუთად დევს წმინდა ნინოს ტაძარში. სასოებით მოძიებული ტაძრის ჩუქურთმიანი ნანგრევების ქვები ახალი ეკლესიის ეზოშია დაბრძანებული.ეს ქვები მრევლს აგონებს იმ საშინელ დროს და იმ დიდ ცოდვას, რაც ტაძრების დანგრევით მოხდა. წმინდა ნინოს ეკლესიაში ყოველ შაბათს - ლოცვა, კვირას კი წირვა ტარდება. აღინიშნება ასევე სხვა საეკლესიო დღესასწაულიც. სოფლის მაცხოვრებლები ტაძარში მგალობლებად, მედავითნეებად და სტიქაროსნებად მსახურობენ. ტაძრის სტიქაროსნები აქვე ამზადებენ ტრაპეზის სანთლებს და წირვის დროს გამოსაყენებელ ნახშირს. ჩვენს ტაძარში ინახება წმინდა ექვთიმე ათონელის მიერ ათონის მთაზე დარგული ხის ნაჭერი, რომლის ყველა გადანაჭერზე ღვთისმშობელია გამოსახული. რამდენ ნაწილადაც არ უნდა გაჭრა ყველა ნაწილიდან ხის გულში დედაღვთისმშობლის სახე ისახება. ჩვენი ტაძრის მრევლმა შემოწირა 150 წლის მაცხოვრის ხატი. ჩვენს ეპარქიაში წმინდა ნინოს ტაძრებია: მეუფე იოსების რეზიდენციაში, სოფელ ბახვში და ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში.

KARIBCHE

ხარობს მელექედურის მოსახლეობა... 70 წლის შემდეგ ისევ ირეკება ჩვენს სოფელში ზარები, რომელიც ყველას წმინდა ნინოს ტაძრისკენ მოგვიხმობს.


ბეჭდვა
1კ1