მეტეორაზე ბერული ცხოვრება XIV საუკუნეში დაიწყო
მეტეორაზე ბერული ცხოვრება XIV საუკუნეში დაიწყო
საბერძნეთის ცენტრალურ ტერიტორიაზე, პინდუს და ხასიას შორის, თესალონიკის ახლოს აღმართულია დიდებული მთები, სადაც მეტეორა მდებარეობს.
მუქი ფერის გიგანტური კლდეების მნახველს შიშნარევი აღფრთოვანება ეუფლება. ეს გეოლოგიური მოვლენა ერთადერთია მსოფლიოში და მისი ახსნა ჯეროვნად ვერავინ შეძლო. მეტეორა ციურს, ცისას, ცის ქვეშეთს ნიშნავს.

მეტეორას ყურადღება მიაქციეს ბერებმა და დაიდეს ბინა მწვერვალზე, რადგან ეგონათ, რომ უფალთან უფრო ახლოს იქნებოდნენ. ეს მოხდა XI საუკუნის დასასრულს და XII საუკუნის დასაწყისში. უფლის სადიდებლად ბერები მოდიოდნენ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში, რომელიც აიგო 1162 წელს. აღადგინეს და განაახლეს 1867 წელს. XIII საუკუნის დასასრულს თესალიის ხელში ჩაგდება ბევრს უნდოდა. ბიზანტიელები იპირუდან მოვიდნენ, ალბანელები - ჩრდილოეთიდან, სერბები და თურქები - აღმოსავლეთიდან. ასეთი ურწმუნოებით, დაუცველობით და შიშით მოსახლეობის უმეტესობა ითხოვდა ბერულ ცხოვრებას მეტეორაზე. როდესაც ბერების სათაყვანო გმირმა სტეფანო დუსანმა XIV საუკუნეში აიღო თესალია და დასავლეთი საბერძნეთი, შეწყდა რომაელების და ალბანელების მბრძანებლობა და სიმშვიდემ დაისადგურა.

იმ პერიოდში მეტეორაზე პირველ განმანათლებლად და ბერული ცხოვრების დამაარსებლად ითვლება ბერი ნილე. 1367 წელს მან შეიერთა იპაპანტის უძველესი მონასტერი. მეტეორაზე სულ ოცი სავანეა.

KARIBCHE

1475-1476 წლებში დაფუძნდა სამების ტაძარი, რომელიც 1483 წელს მოიხატა.

1393 წელს თესალია აიღეს ოთომანებმა. ისინი ძარცვავდნენ და ავიწროებდნენ მონასტრებს, ამიტომ ბერები იძულებული გახდნენ, თვითონ დაეცვათ მონასტრები. XVIII საუკუნეში კი თურქ-ალბანელებმა დაიწყეს იქაურობის აოხრება. გაუდაბურდა თესალია, მაშინდელმა ბატონმა ალი პასამ დიდი გადასახადები დააკისრა მეტეორას მონასტრებს.

პროტესტის ნიშნად თურქების წინააღმდეგ აღსდგა მამა თიმიუ ვლახავა აბჯროსანი. მის მამასაც აბჯროსანად მოიხსენიებენ. მამა თიმიუ 1808 წელს აუჯანყდა ალი პასას ლარისაში და ტრიკალაში. თანამებრძოლებთან ერთად ის წმინდა დიმიტრის ეკლესიაში იდგა. შეტაკება მოხდა კასტრაკში 1809 წელს. აჯანყებულები დამარცხდნენ. მამა თიმიოს ვლახავა დააპატიმრეს და იოანინაში სიკვდილიოთ დასაჯეს. აჯანყებულთა დასაშინებლად ოთხად გაჭრეს. ალიმ მეტეორა დაადანაშაულა აჯანყებულების თანადგომაში და წმინდა დიმიტრის ეკლესია დაანგრია.
მეტეორას სახელგანთქმულ ბიბლიოთეკაში ინახებოდა ძვირფასი პერგამენტები და დოკუმენტური მასალა, წიგნები საეკლესიო ცხოვრებაზე.

KARIBCHE

მეტეორაზე სხვადასხვა ეპოქაში მოქმედებდა შემდეგი მონასტრები: პანტოკრატორის - ყოვლადძლიერი, იფსილრტერა (სამყარო), კონსტანტინეს კელია, ღვთისმშობლის მონასტერი, წმინდა პავლეს, მოდიონი, კალისტრატეს მონასტერი, წმინდა გიორგის და წმინდა მანდილას, წმინდა ალისეს მონასტერი, იპაპანტი, სტილუს მონასტერი, წმინდა დიმიტრის, წმინდა მიკანი.
დღეს კი მხოლოდ ექვსი მოქმედი მონასტერი ელოდება მომლოცველებს.

უფლის ფერისცვალების სახელობის ეკლესია

მეტეორაზე ბერული ცხოვრება XIV საუკუნეში დაიწყო. ათონელი სიტყვის დიდოსტატი ბერი ათანასიო წარმოშობით პატრიდან გახლდათ. სწავლა-განათლების მიღების შემდეგ იმოგზაურა თესალონიკში, კრიტზე, კონსტანტინოპოლში. ისეთ ბერულ სიმშვიდეს ეძებდა, როგორიც სუფევდა ათონის წმინდა მთაზე. შემდეგ წმინდა მთიდან სულიერ მოძღვართან, მამა გრიგოლთან ერთად წამოვიდა და ერთ კლდეზე, დღევანდელ კალამბაკასთან დაიდო ბინა. მამა ათანასიომ კლდეზე ათი წელი ლოცვებში გაატარა. საარსებოდ კალათებს წნავდა. მამა გრიგოლის მეტეორადან წასვლის შემდგომ ათანასიომ ეპისკოპოსს სთხოვა, სრული მარტოობის მოსაპოვებლად კლდის წვერზე ასვლის ნება დაერთო. ღირსი ათანასიოს თხოვნა დაკმაყოფილდა.
დასაწყისში მამა ათანასიოსი უარზე იყო, სხვა სკიტელებიც გაჰყოლოდნენ, მაგრამ მოგვიანებით დათანხმდა, 14 ბერი დაბინავებულიყო მის გვერდით. ასე შეიქმნა საძმო.

თავიდან ცალ-ცალკე სკიტებში ცხოვრობდნენ და თითოეული თვითონ ზრუნავდა საკუთარ თავზე. ღირსი ათანასიო აკვირდებოდა და ეხმარებოდა სკიტელ ბერებს სულიერ ცხოვრებაში, რათა ისინი დაეცვა სიზარმაცისაგან და ამავდროულად გაეძლიერებინა მათი თანასაზოგადოებრივი ცხოვრება. აჩვევდა ფიზიკურ შრომას. ასაკოვნებს უფრო მსუბუქი საქმე ევალებოდათ, ახალგაზრდები წერაქვით ამუშავებდნენ მიწას, რათა ოფლით მოეპოვებინათ საზრდო.

ღირსმა მამამ ყველას გაუნაწილა კლდის ძირში არსებული მიწები, ერთი წილი დაიტოვა თავისთვის. გააშენა ვენახები და გასცა ბრძანება, რომ რომელიმე ბერის სიკვდილის შემდეგ მისი წილი გადასცემოდა საძმოს, ხოლო მისი სულის მოსახსენიებლად პარაკლისი გადაეხადათ. ასე ჩამოყალიბდა მეტეორაზე თავისებური ცხოვრების წესი.

მონასტერმა ამ ცხოვრების წესით იარსება ღირსი ათანასიო მეტეორელის სიცოცხლის ბოლომდე. ის 1380 წელს 78 წლისა მიიცვალა.

უფლის ფერისცვალების სახელობის ეკლესია დიდ მეტეორაზე დღევანდელ ექვს მოქმედ მონასტერს შორის არის უდიდესი, უძველესი და წარჩინებული.
საბერძნეთის ტერიოტორიაზე სულ 30 000 ეკლესია-მონასტერია, მათგან 6000 - ღვთისმშობლის სახელობისაა.

KARIBCHE KARIBCHE

წმინდა ვარლაამის მონასტერი

იოანინაში მახარებლის სახელობის ეკლესიაში მოღვაწეობდნენ ძმები თეოფანე და ნექტარიოსი, რომლებიც გამოჩენილი ოჯახებიდან იყვნენ. ისინი 1511 წელს მოვიდნენ მეტეორაზე და დააფუძნეს მახარებლის ეკლესია. რამდენიმე წლის შემდეგ გადაწყვიტეს ასულიყვნენ უფრო ფართო კლდეზე 373 მ სიმაღლეზე, რომელსაც ერქვა ვარლაამი, ბერის სახელი. ეს მონასტერი დიდი მეტეორას პირდაპირ მდებარეობს. ძმებმა ბერ ბენედიქტიოსა და პახომიოსთან ერთად 1518 წელს აღადგინეს ძველი მონასტერი და დაიწყეს ახლის შენება. წლები დასჭირდა სამშენებლო მასალის კლდეზე ატანას. ასე შეიქმნა ერთი მნიშვნელოვანი სამონასტრო ანსამბლი.

თეოფანემ მიიძინა 1544 წელს, ნექტარიოსმა - 1550 წელს. მათი ანდერძით, მონასტერში ბერებს სიყვარულით უნდა ეცხოვრათ. მონასტრის ცხოვრება XVI საუკუნეში დაიწყო.Aარსებობა შეწყდა XVIII საუკუნის შუა ხანებში, რუსეთ-თურქეთის ომისას. ამას დაერთო თურქეთ-ალბანეთის ომი.
რუსენას მონასტერი

კასტრაკიდან მეტეორასკენ მიმავალ გზაზე, ერთი მაღალი კლდის მწვერვალზე აღმართულია რუსენას მონასტერი. მონასტრის კარამდე მიდის ერთი პატარა ხიდი, რომელიც 1930 წელს შესწირა დაფნოს მბუკამ. მონასტერი სამსართულიანია. შიგ განთავსებულია კელიები, დამხმარე ოთახები. მონასტრის სახელწოდების ისტორია ნაკლებადაა ცნობილია. სავარაუდოდ, ამ კლდეზე პირველად დასახლდა მარტოსული ადამიანი, რომელსაც რუსანო ერქვა. არის სხვა მოასაზრებაც, რომ შესაძლებელია აქ რუსი ბერები სახლობდნენ.

KARIBCHE

წმინდა ნიკოლოზი ანაპავსა

კასტრაკიდან მეტეორისკენ მიმავალს პირველი წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერი შემოგვხვდა. მონასტერის ჩრდილოეთით ორსართულიანი, ხის აივნებიანი სენაკები, საიდანაც ლამაზი ხედი იშლება. მონასტრული ცხოვრება აქ დაახლოებით XIV საუკუნეში დაწყებულა. გარკვეული დროის შემდეგ შეწყვეტილა და XVI საუკუნეში აღმდგარა.

წმინდა ნიკოლოზის მონასტერში 1888 წელს თითზე ჩამოსათვლელი ბერები ცხოვრობდნენ. მონასტერი მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბვისგან დაზიანდა. 1960 წელს კი მოხდა მისი რესტავრაცია.

შეგვეწიოს საბერძნეთის წმინდა სალოცავების მადლი.

KARIBCHE

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler