ნიკორწმინდის სავანე იმთავითვე იქცა რაჭაში ქრისტიანული რელიგიის ცენტრად
ნიკორწმინდის სავანე იმთავითვე იქცა რაჭაში ქრისტიანული რელიგიის ცენტრად
ერთადერთი მონასტერი რაჭაში, რომლის დაარსების თარიღიც ზუსტადაა ცნობილი, ნიკორწმინდის მონასტერია. გაერთიანებული საქართველოს მეფის - ბაგრატ III-ის დროს აგებული მონასტერი წმინდა ნიკოლოზის სახელზე აშენებული უბრწყინვალესი ტაძრით ღვთისმოსავი ბერების მყუდრო სავანედ 1014 წელს იქცა. ამ დიდებული სავანის აღმშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რაჭის პირველმა ერისთავმა - რატი ლიპარიტისძემაც - ვკითხულობთ ვაჟა გობეჯიშვილის წიგნში "რაჭის მონასტრები". ცნობილია, რომ შემდგომში რატის შთამომავლები - კახაბერისძენი XI საუკუნის პირველ ნახევარშივე ტაძარს უგებენ სამხრეთის და დასავლეთის კარიბჭეებს, ამკობენ ძვირფასი საეკლესიო ინვენტარით, სწირავენ უძრავ და მოძრავ ქონებას. მათი სახელები მოხსენიებულია კარიბჭის ლაპიდარულ წარწერებში.

KARIBCHE

ნიკორწმინდის მონასტრის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს XI საუუნის საბუთი - ანგარიშგება, რომელიც შედგენილია მონასტრის წინამძღვრის მიერ და სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია როგორც ნიკორწმინდელის "დაწერილი". მისი ორიგინალი დღეს აღარ არსებობს (დაიწვა ქუთაისის მუზეუმში). სარგის კაკაბაძის ცნობით, სიგელი დაწერილი ყოფილა ტყავზედ და აკლდა თავი და ბოლო. ამიტომაც ცნობილი არ არის დამწერის ვინაობა.

"დაწერილი" პირველად, 1897 წელს, გამოაქვეყნა თავის ქრონიკებში თედო ჟორდანიამ, რომელიც აღნიშნავს: "მისი პალეოგრაფიული ნიშნები გვიჩვენებს, რომ სიგელი დაწერილია XI საუკუნის ხელით. ამას ეთანხმება თვით შინაარსი სიგელისა".

"დაწერილის" შედგენას მკვლევარები 1071-1080 წლებს მიაკუთვნებენ და ვარაუდობენ, რომ მანამდე მონასტერს რამდენიმე წინამძღვარი მაინც უნდა ჰყოლოდა.
დაწერილის მიხედვით, ნიკორწმინდელს მამულები (შეწირული და ნასყიდი) ჰქონდა 31 გეოგრაფიულ პუნქტში. აქედან 18 რაჭის და იმერეთის დღესაც არსებული სოფელია, 9 რაჭაში (ნიკორწმინდა, ხოტევი, ჩიხა, ფუთი, ბაჯითი და ოკრიბა).

KARIBCHE KARIBCHE

1534 წელს ბაგრატ იმერთა მეფემ ნიკორწმინდის მონასტერი საეპისკოპოსოდ აქცია. ეს კარგადაა ცნობილი და იმდროინდელი საბუთით: "ჩვენ მეფეთ-მეფემან ბაგრატ და თანამეცხედრემან ჩემმან დედოფალთ-დედოფალმან ელენე... ხელვყავით აღშენებად დაკნინებულისა მონასტრისა ნიკოლოზ წმიდისა და შევქმენ საყდრად და საეპისკოპოსოდ და დავადგინე... მეუფე მანუელ..."
მანუელ ეპისკოპოსს ეკლესიურად დაუმორჩილა: "ოკრიბის მთას აქეთი, ნაკალოებს აქეთ, მუხურის მთას აქეთ, მთა დვალეთისა, ღები, გლოლა, ფისონ გამომდინარე რიონი, სრულიად რაჭა ასკის წყალს გამოღმა"

ნიკორწმინდის სავანე იმთავითვე იქცა რაჭაში ქრისტიანული რელიგიის ცენტრად. აგერ უკვე ათი საუკუნეა, რაც მისი მადლი და ნათელი მთლიან რაჭას ათბობს.
ეპარქიას ამ მხარეში არსებული დიდი მონასტრის - წმინდა ნიკოლოზის (ნიკოლაოზწმიდის - ნიკორწმიდის) სახელი ეწოდა. ახალდაარსებული ნიკორწმინდის კათედრაზე 1534 წელს პირველ ეპისკოპოსად მანოელ ჩხეტიძე იქნა გამწესებული. მანამდე, 1529 წელს, ის ხონელ ეპისკოპოსად დაადგინეს. როცა ბაგრატ III-ს უკვე არსებული, თუმცაღა იმხანად დაკნინებული ნიკორწმინდის მონასტერი განუახლებია და მის ბაზაზე მონასტრის ნაცვლად საკათედრო, სამრევლო საყდარი დაუარსებია, პირველ ეპისკოპოსად მანოელი დაუდგენია. ნიკორწმინდის ეპარქია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამდე (დასავლეთ საქართველოში - 1821 წლამდე) არსებობდა. 1996 წლიდან ნიკორწმინდის ეპარქიას მეუფე ელისე (ჯოხაძე) წინამძღვრობს.

შეგვეწიოს ნიკორწმინდის ტაძრის მადლი!


ბეჭდვაელფოსტა
19.12. 2014
ქებათა ქება ნიკორწმინდას
მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა. ჩემთვის დიდებული სხივი გამობრწყინდა. მკვიდრად ააშენა, ვინაც ააშენა და ცით დაამშვენა დიდი ნიკორწმინდა. გზნებით დამკარგავი გრძნეულ ჩუქურთმებით, ქარგით დამქარგავი ნაზი შუქურთმებით, ნეტა ვინ აზიდა, ან როგორ აზიდა, რა ხელმა აზიდა მაღლა ნიკორწმინდა! რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი, ჟღერს ქვის ჰარმონია – დარობს რამდი დარი. კარგად გამოჰკვეთა, ვინაც გამოჰკვეთა, სიბრძნით გამოჰკვეთა მძლავრი ნიკორწმინდა. აქ რომ თაღებია, სვეტთა შეკონება, ისე ნაგებია, სიზმრის გეგონება. ნეტა ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო, რა მადლმა ააგო სვეტი – ნიკორწმინდა! ვგრძნობ, ვით დიადია თორმეტი სარკმელი, ხაზებში ანთია ცეცხლი მისარქმელი: ნეტა ვინ აანთო, რომ გრძნობით აანთო და წლებს გადაანდო ნათლად ნიკორწმინდა! ხვეულთ დიადება ვხედავ – რა უხვია, დრომ მას დიადემა კრძალვით შეუხვია. ნეტა ვინ მოჰქარგა, და როცა მოჰქარგა, შიგ მიჰკარგ-მოჰკარგა გზნება – ნიკორწმინდა! მკვეთრი და მოქნილი ხაზთა დასრულება არის ამოდქმნილი ნატვრის ასრულება. ეს ის სიმკვეთრეა, ეს ის სიმდიდრეა, რაითაც მკვიდრია ძეგლი – ნიკორწმინდა! შენის სულმნათისად ასვლა ეროვანი: ყელი გუმბათისა მაღალღეროვანი, ცამდის აღერილი, ნებით აღერილი, სათნოდ აღერილი, გშვენის, ნიკორწმინდა! მზერა ქართულია სივრცის დაუნჯებით, თვალი გართულია ფრთიან ფასკუნჯებით: ფრთები, ფრთები გინდა, კიდევ ფრთები გვინდა, გინდა დაეუფლო სივრცეს ნიკორწმინდა! შენ ფრთამოღუღუნეს ჟამთა სიმაღლეზე, ჩვენი საუკუნე გიცავს, უახლესი. მძლავრი ხელოვნება, ხალხის ხელოვნება – ბრწყინავს საქართველოს ქებად ნიკორწმინდა! გალაქტიონი
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat