ტეხისის წმინდა გიორგი
ტეხისის წმინდა გიორგი
სრულიად საქართველის კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II თავის ქადაგებაში ხშირად ბრძანებს, დადგა ჟამი ნგრევისა და შენებისაო. ეს რომ მართლაც ასეა, თანამედროვე ეპოქამ ნათლად გვიჩვენა. ღვთის სადიდებლად მრავალი ახალი ეკლესია-მონასტერი აშენდა, ბევრიც ძველის ნაფუძარზე განახლდა. კეთილი ადამიანების და მრევლის შემოწირულობებით აშენებულ საყდრებში კი მადლმა დაისადგურა. ეს ყველაფერი გულგასახარია, მაგრამ ხალხში რწმენის გასაღვიძებლად სოფლად თუ ქალაქად ალბათ კიდევ მეტი ტაძრის განახლება და აშენებაა საჭირო... ჩვენი მიზანია, მკითხველს გავაცნოთ ამა თუ იმ ტაძრისა თუ მონასტრის ბედ-იღბალი. იქნებ ვინმეს გულზე მოხვდეს და შეეწიოს.

ამჯერად ტეხისის წმინდა გიორგის სახელობის უძველეს ტაძარზე გიამბობთ. ეს ტაძარი რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ თლუღში, მაღლობზე დგას. აქედან ხელისგულივით მოჩანს ნიკორწმინდისა და ხოტევის მთავარანგელოზის ტაძრები. ეს სამი საყდარი თითქოს სამკუთხედს ქმნის. დრომ ტაძართან ერთად გზაც გვარიანად შელახა - მხოლოდ ამ წმინდა სალოცავის საძირკველი შემორჩა მეხსიერებას. წარსულის ნაკვალევის მიხედვით ჩანს, რომ ტეხისის წმინდა გიორგი არც ისე მცირე ზომის ტაძარი ყოფილა. ადგილობრივი მოსახლეობის, ახალგაზრდების თაოსნობით, საძირკველი გასუფთავდა. საუკუნეების წინანდელი სამღვდელმსახურო რკინის ჯვრები თუ სასანთლეები ნიშის მსგავსად მოწყობილ თაროზე განალაგეს...

ტეხისის სალოცავის დიდი შიში და მოწიწება ჰქონიათ აქაურებს. ერთი გლეხისთვის ურემი მოუპარავთ. ქურდი ვერ უპოვიათ. გლეხი წასულა ეკლესიაში და ხატისთვის უთხოვია, დამეხმარე და ჩემი ურემი გამატანეო. შეშინებულმა ქურდმა ურემი მიუყვანა პატრონს. ამის მერე დამნაშავეებს აქ ტეხდნენო. ამიტომაც დარქმევია ტაძარს ტეხისის წმინდა გიორგი. "ტაძარი მოქმედი მახსოვს. ოვალური სახურავი ჰქონდა, ზოგან - შეკუთხული, დაქანებული. მახსოვს ჩუქურთმები და მოხატულობაც. ტაძრის სამრეკლოდან ზარების ხმა ქვემო თლუღამდე აღწევდა. მახსოვს ღვთისმსახური, მღვდელი სერაფიონ გურგენიძე, შუა ტანის, ქერათმიანი კაცი, - მიამბობს სოფლის უხუცესი დავით მესხი. ტეხისის წმინდა გიორგის ტაძრის უკანასკნელი მოძღვარი, მამა სერაფიონი სასულიერო პირთა დევნის დროს დაუჭერიათ და გაუპარსავთ. წვერგაპარსულს მორიდებია ხალხისა და შინ ჩაკეტილა.

ტაძრის დახურვისას მამა სერაფიონს მოუხერხებია და საეკლესიო სიწმინდენი განადგურებისგან რომ ეხსნა, შინ ჩამოუტანია. მისი შთამომავლები ტაძრის აღდგენის შემდეგ სიწმინდეების ტაძრისთვის დაბრუნებას აპირებენ. ღვთის მადლით და კეთილი ადამიანების დახმარებით, ეს ყველაფერი მალე რეალობად იქცევა.

შარშან, ღვთის მადლით, ტეხისის წმინდა გიორგის ტაძრის აღდგენა დაიწყო. რაჭის ეპისკოპოსის მეუფე ელისეს (ჯოხაძე) ლოცვა-კურთხევით, ეს მისია იკისრა დავით გურგენიძემ. 23 ნოემბერს, გიორგობას, შესაძლოა, ტეხისის წმინდა გიორგის განახლებულ ტაძარში საუკუნეების შემდეგ პირველად გაისმას გალობა და ზარის ხმაც დაირხეს.

ტეხისის წმინდა გიორგის ტაძარს იმერელი ხელოსნები აშენებენ. ტაძრის მოსალოცად მისულს იქ კახა გიორგაძე და ალეკო ბუხრაშვილი დამხვდნენ. მათი ხელმძღვანელი, ბატონი რობინზონ ავალიანი საქმეზე იყო გასული. ეს ჯგუფი ძირითადად წმინდა გიორგის ტაძრებს აშენებს. ამიტომ სოფელ საზანოში წმინდა გიორგის ტაძრის აგების შემდეგ რაჭაში მოუწვევიათ.

- ტაძარს ძველი სტილი შეუნარჩუნდა, მის საძირკველზე ახალს ვაშენებთ, - მითხრეს მშენებლებმა, - ბაზილიკური ტიპის იქნება და გუმბათიც დაამშვენებს. ტაძარი გარედან რაჭის ქვით მოპირკეთდება. შიგნიდან კირით, კვერცხის ცილით და ნამჯით შეილესება. სამი წელი სჭირდება მის გამოშრობას და მერე შეიძლება მოიხატოს.

- ტეხისის ტაძარი ღვთის სადიდებლად შენდება და ეს ყველას გვიხარია, თუმცა სოფელში ხალხი აღარ დარჩა და ეს გვიკლავს გულს. ზამთარში ზემო თლუღში 27 კაცი ვრჩებით... ისე, რწმენა დაბრუნდა ხალხში და ვეღარავინ ბედავს ღვთის აუგად ხსენებას. ტაძრის დამანგრეველი ოჯახის წევრებს ყველას საქმე ცუდად წაუვიდა. ტაძრის ქვები თითქმის ყველა ოჯახში იყო გაბნეული. მათ შორის ჩვენს ოჯახშიც, - მიამბეს ნიკო და დავით გურგენიძეებმა, - მერე ავიტანეთ ტაძარში. ერთს თურმე სახლში ზარიც ჰქონია და როცა რწმენას დაუბრუნდა ხალხი, უჩუმრად დაუტოვებია ტაძარში.

- ტეხისის წმინდა გიორგი კარგად მახსოვს, - ამბობს ბატონი ნიკო, - გუმბათი დანგრეული ჰქონდა, იატაკი კი ხისა. ძლიერი სალოცავია ჩვენი ტეხისა და ყველა გულმხურვალედ მლოცველს შეეწევა. წინაპრებისგან ასეთი დალოცვა მახსოვს: "დაგლოცოს წმინდა გიორგის ტეხისამ, სახელად გელათისამო". გელათთან ტეხისის მოხსენიება მის სიძლიერეზე უნდა მეტყველებდეს.
ბეჭდვაელფოსტა
07.05. 2015
მირანდა
თლუღი დედულეთია ჩემი. ტეხისის სალოცავზეც არაერთხელ ვარ ნამყოფი. მახსოვს როდესაც მიწისძვრა იყო სკოლა პირწმინდად დაინგრა და საძირკველსა და შენობის კედლებში ჩატანებული ტაძრის ქვები სრულიად მოაგროვეს და კვლავ სალოცავზე აიტანეს. სრულიად საქართველოს შეეწიოს ტეხისის წმინდა გიორგი. მადლობა ავტორს საინტერესო ინფორმაციისათვის.
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat