ჩანს, ჩვენს წინაპრებს მადლიანად უცხოვრიათ ამ მიწა-წყალზე, რომელიც დღეს უკვე ნასოფლარად არის ქცეული
ჩანს, ჩვენს წინაპრებს მადლიანად უცხოვრიათ ამ მიწა-წყალზე, რომელიც დღეს უკვე ნასოფლარად არის ქცეული
სოფელ ხვედურეთის გავლის შემდეგ აღმართიანი გზა სოფელ თრეხვისკენ მიდის და მამათა მონასტრამდე მივყავართ. ეს ულამაზესი სოფლები რუის-ურბნისის ეპარქიაში მდებარეობს. სოფელ ლეთეთში მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის და მოციქულთა თავთა - პეტრეს და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა - იღუმენმა ექვთიმემ (ბერიძე) მასპინძლობა გაგვიწია და ეს მადლიანი ადგილები მოვილოცეთ.

თრეხვი ძველი სოფელია, რასაც მოწმობს აქ არსებული მატერიალური კულტურის ძეგლები. სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით, სასაფლაოზე დგას ეკლესია -მარიამწმინდა, რომელიც ფეოდალური ხანის გარდამავალ პერიოდს მიეკუთვნება. დასავლეთ მხარეს მდებარეობს ღვთისმშობლის სახელობის საყდარი.

KARIBCHE

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო ძეგლია თრეხვის გამოქვაბულები. მდინარე ხვედრულას ხეობაში, ციცაბო კლდეში გამოკვეთილია ოთხი მღვიმე. ძეგლი იმდენად მიუვალია, რომ მასში შესაღწევად საჭირო გახდა ალპინისტური ტექნიკის გამოყენება. პირველი სამი ქვაბი, რომლებიც სოროთხევში მდებარეობს, XI საუკუნით თარიღდება. მეოთხე კი მდებარეობს სოფელ მეხეთის მახლობლად. იგი ბევრად უფრო ძველია და მიეკუთვნება V-VI საუკუნეებს. ქვაბების გამოკვლევის დროს ერთ-ერთ მათგანში აღმოჩნდა ქვის სტელა წარწერით, რომელიც მკვლევართა აზრით ეკუთვნის რუისის ეპისკოპოსს, XI საუკუნის ცნობილ მოღვაწეს - ლეონტი მროველს. წარწერა 1066 წლით არის დათარიღებული. მასში კერძოდ ნათქვამია: "მე, ლეონტი მროველმან დიდითა მოჭირვებითა აღვაშენე ესე ქუაბი ხატისათვის ღმერთებისა და დღესა ჭირისასა ნავთსაყუდლად რუისისა საყდრისა შვილთათვის ჟამსა შინა ალფ-არსლან სულთნისაგან ოხრობისათა". აღნიშნული კომპლექსები ხელოვნურად გადაკეთებული ბუნებრივი მღვიმეებია, რომელსაც მტრის შემოსევების დროს ხალხი თავს აფარებდა. 

KARIBCHE

***
მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით თრეხვის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი 2010 წლის 28 დეკემბერს იკურთხა, - გვიამბობს მამა ექვთიმე. მამაომ საუბარში აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ თრეხვის მონასტრის წინამძღვარი იყო.

-მამაო, როგორ მიაკვლიეთ ამ ადგილს?

-ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა, რომ წინათ ამ ადგილას ტაძარი იყო. პოლიციის ყოფილი უფროსის - გიორგი მამესწარაშვილმა მოინდომა ამ ტაძრის აღდგენა. მისი დედა წარმოშობით ამ სოფლიდან გახლავთ და დედულეთში ტაძრის აღდგენა დაიწყო. მეუფე იობისგან ლოცვა-კურთხევა აიღო და სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყო, მაგრამ ტაძრის დასრულება ბოლომდე ვერ შეძლო, მშენებლობა შეწყდა და ერთ წელზე მეტი ხანი გაჩერებული იყო. თავიდან აქ რომ მოვედით, მარტო ტაძრის კედლები დაგვხვდა. ღვთის წყალობით ტაძრის მშენებლობა დასრულდა და ამოქმედდა კიდეც. სოფელი თრეხვი ნასოფლარია. ქართული საფლავებიც და წარწერებიც არის შემორჩენილი. ბოლო პერიოდში სოფელი ოსური მოსახლეობით დასახლებულა. მერე მიატოვეს ეს სოფელი და აქურობა თავისთავად გატყიურდა.

KARIBCHE

-როგორ დაიწყეთ თავიდან აქ სამონასტრო ცხოვრება?

-თავიდან ორი ბერი ვიყავით. თავად, რომელიც მონასტერს ვწინამძღვრობდი და ბერი შიო (გურული), რომელიც ამჟამად მეუფე სვიმეონის ეპარქიაშია. ამჟამად თრეხვის მამათა მონასტრის წინამძღვარია იღუმენი ევაგრე.

KARIBCHE

რამდენიმე სოფელი, მონასტერი და ტაძარი მაქვს გამოცვლილი, მაგრამ არ ეწყინება არავის თუ ვიტყვი, რომ აქაური მოსახლეობა განსაკუთრებით მედგა გვერდით. პატივისცემა აქვთ ამ ადგილის, სადაც მონასტერია. ამ პატარა სოფელში ცხრა ნაეკლესიარია, ანალოგიურად ცხრა ნაეკლესიარია გვერდით სოფელში, ჭანდრებში და ხეობაში. რომ არა ადგილობრივ მკიდრთა შემწეობა, ალბათ მე ვერ გავაკეთებდი იმდენს, რაც გავაკეთე და რაც გაკეთდა ამ მონასტერში. ჩვენს დროს ტაძარი გაიხსნა, აღდგა, კედლები კი იყო აშენებული, მაგრამ შიდა და გარე სამუშაოები, რაც იყო გასაკეთებელი, შემდეგ მოეწყო. აშენდა კელიები, მეურნეობა გვქონდა. ორი ნაეკლესიარია: ერთი არის უშუალოდ სოფელში, რომელიც ამჟამად დანგრეულია, ხოლო მეორე სოფლის განაპირა სასაფლაოს მხარეს, რომელიც აღდგა. დანგრეულია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი და იმედია მოხერხდება მისი აღდგენაც.

KARIBCHE KARIBCHE

თრეხვის მონასტერი უნიკალურია თავისი ადგილმდებარეობითაც. გარშემო მთებზე გამოქვაბულებია. მტრის შემოსევის დროს აქ ხალხი თავს აფარებდა. რამდენიმე გამოქვაბული ჩამოინგრა კიდეც. ამ მთის მაღლა, რაც მთა ჩანს, დაახლოებით 100 ჰექტარი მიწაა - მინდორი, ნასოფლარი კლდის თავი. ამ ნასოფლარში სარკის მონასტრიდან მარტო ერთი გზა შედის. ნაეკლესიარიცაა ამ ადგილას. ტრიალ მინდორზე წყაროც ჩამოედინება, ჩანს ჩვენს წინაპრებს მადლიანად უცხოვრიათ ამ მიწა-წყალზე, რომელიც დღეს უკვე ნასოფლარად არის ქცეული.

KARIBCHE

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
24.02.2023
წმინდა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში
წმინდა მიწა - იერუსალიმი და მისი შემოგარენი - თავისკენ გვიზიდავს ისე, როგორც არც ერთი სხვა ადგილი მთელ პლანეტაზე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler