შეგვეწიოს კახათის წმინდა გიორგის ტაძრის მადლი!
შეგვეწიოს კახათის წმინდა გიორგის ტაძრის მადლი!
კახათის წმინდა გიორგის ტაძარი

კახათში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობას 2002 წელს ჩაეყარა საფუძველი. XX საუკუნეში  ამ სოფელში წმინდა გიორგისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიები მოქმედებდა.  გადმოცემით, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია ხისგან ყოფილა აგებული, ტაძარი დაუნგრევიათ, გადარჩენილი ეკლესიის ჯვარი კი დაუწვავთ.  იმ დროს ეკლესიის წინამძღვარი  მღვდელი ლუკა ხუნწარია ყოფილა.

რაც შეეხება წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, იგი 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გამხდარა. ეს ვანდალური საქმე სისრულეში მოუყვანია სოფლის საბჭოს თავმჯდომარეს, რომელსაც ეკლესიის დანგრევის დროს თვალი ამოვარდნია. ეკლესიაში პირველი მღვდელი ყოფილა ნესტორ ჩიხლაძე, რომელიც წარმოშობით ხონის რაიონის სოფელ გორდიდან ყოფილა  (იგი დადიანის ახლო ნათესავი ყოფილა). მისი გარდაცვალების შემდეგ ეკლესიაში მღვდლად აკურთხეს ყარამან ჩიხლაძე. მან სასულიერო სემინარია ოდესაში დაამთავრა. ყარამანის მამას კაცი ჰყავდა მოკლული, ამიტომ მას მტერი გამოუჩნდა, დააბეზღეს და შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლეს (იაკუტია), საიდანაც ცოცხალი ვერ დაბრუნდა. ამ დროისათვის ეკლესიის დიაკვნები ყოფილან ზოსიმე ტაბაღუა და ივანე ჯიქია.

KARIBCHE

1883 წლის დეკემბერში გამოცემულ გაზეთ "მწყემსში" (N3 ) ვკითხულობთ:

"სოფელ კახათისათვის დღევანდელი დღე დასამახსოვრებელი და დიდი დღეა. დღეს შეგვისრულდა ცოტად მაინც, უჩინარი მამულის მოყვარე პირთა წადილი, აქ გაიხსნა სამრევლო სკოლა. ზუგდიდის ოკრუგის ბლაღოჩინმა, დეკანოზმა მიხეილ მეუნარგიამ, თანდასწრებით ადგილობრივი მღვდლისა ჯგუშიასა და რამდენიმე გარეშე პირთა, გადაიხადა პარაკლისი ახალ გახსნილ სკოლაში, რომელიც ყოვლად სამღვდელო იმერეთის ეპისკოპოსის, მეუფე გაბრიელის ლოცვა-კურთხევით გაიხსნა. აქ პატივცემულმა მღვდლის შვილმან ვ.ჯგუშიამ, შემდეგ მოვლენებისა კახათის დეკანოზმა მ.მეუნარგიამ წარმოსტქვა რამდენიმე სიტყვა სწავლა-განათლების მნიშვნელობაზედ, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იქ მყოფ პირებზე. სასიხარულოა ეს საქმე მით უფრო ჩვენთვის, რომ აქ ვერ უშველეთ რა სასოფლო სკოლის გახსნას და როგორც ამ სოფელში, აგრეთვე გარშემო სოფლებშიც არ არსებობს არავითარი სამოსწავლო სკოლა"."

KARIBCHE

2004 წლის 7 ნოემბერს, ახლადაგებული ეკლესია მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ წმინდა გიორგის სახელზე აკურთხა. ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი გაბრიელ გულორდავა, ქტიტორი - სოლომონ კაკულია.
შეგვეწიოს კახათის წმინდა გიორგის ტაძრის მადლი!


ბეჭდვა
1კ1