ფიტარეთის მონასტერი ორბელიანების საგვარეულო საძვალეა
ფიტარეთის მონასტერი ორბელიანების საგვარეულო საძვალეა
წმინდა ნიკოლოზის სახელობის ოორბელიანების კარის ეკლესია ვახტანგ ორბელიანის - სულხან-საბა ორბელიანის მამის აშენებულია.

სოფელი ტანძია მჭიდროდ არის დაკავშირებული ფიტარეთის მონასტრის წარსულთან. ფიტარეთის სტოაში, ერთ-ერთი კედელის წარწერიდან ირკვევა, რომ მის განმაახლებელს - ქავთარ ქაჩიბაისძეს სოფელი ტანძია და სოფელი თეოდორეწმინდა მონასტრისთვის შეუწირავს. იქ მოხსენიებულია, რომ ქავთარ ქაჩიბაისძე იყო მხედარი. მან საკუთარი "ხმლით მონაგები საფასით" შეისყიდა ეს სოფელი და შესწირა ფიტარეთის მონასტერს. XVII-XVIII საუკუნეებში, როცა ორბელიანები აღზევდნენ, ვახტანგ ორბელიანის და - როდამი ხდება ვახტანგ V-ის მეუღლე და დედოფალი, რითაც, ფაქტობრივად, ორბელიანების სამეფო მმართველობაში წინა რიგში გადმოწევა ხდება. ფიტარეთის მონასტერი ორბელიანების საგვარეულო საძვალეა, აქ დაკრძალულნი არიან: ყაფლან ორბელიანი, ვახტანგი, პაპუნა, ქაიხოსრო, გიორგი, ასევე მათი მეუღლეები და თავად სულხან-საბას მეუღლეც.

KARIBCHE

ღვთის შეწევნით დღესაც ისე ხდება, რომ ტანძიელები კავშირს არ წყვეტენ ფიტარეთის მონასტერთან. 2010 წელს ტანძიაში ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი განახლდა. ძველი ტაძარი პაპუნა ორბელიანის, სულხან-საბა ორბელიანს ბიძის მიერ არის აშენებული. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ორბელიანების კარის ეკლესია კი ვახტანგ ორბელიანის, სულხან-საბს მამის აშენებულია.

შეგვეწიოს მათი მადლი!

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1