ბერ-მონაზონთა ლოცვას სხვა მადლი აქვს
ბერ-მონაზონთა ლოცვას სხვა მადლი აქვს
დედაქალაქიდან არც ისე შორს, ვეძისის დასახლებაში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და მასთან არსებული მამათა მონასტერი მდებარეობს. წინამძღვარი სქემიღუმენი სერგი (კურცხალიძე) გახლავთ.

მამა სერგიმ საუბრისას აღნიშნა: "წმინდა გიორგის ტაძრის აგება ვეძისელების დიდი სურვილი იყო. ტაძრის ქტიტორებმა: მამა სერაპიონმნათობიძემ, ბესო ჯოხაძემ, ჯარჯი დოლიძემ, ემზარ პაპავაძემ თავიდან გადაწყვიტეს, რომ იმ ადგილას, სადაც ახლა წმინდა გიორგის ტაძარია, პატარა ნიში აეგოთ. შემდეგ გადაწყვიტეს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის აშენება, საძირკველი ჩაასხეს და აკურთხეს კიდეც.

KARIBCHE KARIBCHE

ტაძარი დაახლოებით 18 წელიწადი შენდებოდა. 2010 წლის 10 აგვისტოს, წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეს, მოხდა ტაძარის კურთხევა და წინამძღვრად დამადგინეს. აქვე დაარსდა მამათა მონასტერი. მონასტერში შვიდი წევრი ვართ: მღვდელ-მონაზონი გაბრიელი, იეროდიაკვანი ეგნატე, ბერი პეტრე, მორჩილი ზურა და მღვდელი ბასილი კვანტალიანი.

KARIBCHE

მონასტრის ტიპიკონი ასეთია: დილით 5-ის ნახევარზე ვდგებით. 5 საათზე ცისკრის ჟამნია, ამას მოჰყვება პირველი ჟამნი, თუ საჭიროება იქნება, წირვას ვატარებთ (ეს ტიპიკონი შაბათ-კვირის გარდა დღეებში სრულდება, რადგან შაბათ-კვირას საერო ტიპიკონია), შემდეგ მოდის ტრაპეზი, პირადი კანონები, მორჩილებები, საღამოს 5-6 საათზე მწუხრის ლოცვა სრულდება. ამას ტრაპეზი მოსდევს. ტრაპეზის შემდეგ სერობა გვაქვს. მდუმარებისთვისაც გვაქვს დრო დათმობილი. წმინდა გიორგის სახელზე ჯანმრთელობის პარაკლისს დღეში ორჯერ ვიხდით. მიცვალებულთა სულების მოსახსენიებლად კი 3 საათზე პარაკლი სრულდება.

KARIBCHE

ქალაქთან ახლოს მონასტრის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია იყოს როგორც დედათა მონასტერი, ასევე მამათა მონასტერიც. ბერ-მონაზონთა ლოცვას სხვა მადლი აქვს. ერისკაცთა ურთიერთობა მონასტერთან აუცილებელია. როგორც ჩვენ ვერ ვიქნებით მრევლის გარეშე, ისინიც ვერ იქნებიან ჩვენ გარეშე".
ბეჭდვა
1კ1