საიდან საითკენ
საიდან საითკენ
ნიაბის წმინდა გიორგის ტაძარში ღვთისმსახურება აღდგა
"გსურს გაიგო "ვინა ხარ", უნდა შეიგნო "ვინ იყავ",
გინდა იქცე "რამედ", უნდა შეიტყო "რა განვლე",
"საითკენ?" - მიზანმხვედრია მაშინ, თუ ესეც იცი:

"საიდან". ისტორია არის არა მარტო ხსოვნა წარსულისა
- იგი თანვე ქმედითი მონაწილეა მომავლისა".

გრიგოლ რობაქიძის სიტყვებს დღემდე არ გასვლია ყავლი და გვახსენებს წარსულის ფურცლებს - მემკვიდრეობას, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მართლაც რომ სიცოცხლის ფასად შემოგვინახეს. რუბრიკა "მემკვიდრეობა" "კარიბჭის" მკითხველს ჟამთა სვლით ნანგრევებად ქცეულ ტაძრებს გააცნობს, თუ როგორ პატრონობს მათ სახელმწიფო და საპატრიარქო.

გიამბობთ კასპის რაიონის სოფელ ნიაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე, რომელიც წლების განმავლობაში მსახურების გარეშე იყო. 6 მაისს ერთი წელი შესრულდა, რაც სამთავისისა და გორის მღვდელმთავრის, მეუფე ანდრიას (გვაზავა) ლოცვა-კურთხევით და საპატრიარქოს არქიტექტურის, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის დახმარებით ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა და განახლდა მსახურება.

ტაძრის განახლების თაოსანი ნიაბელი რომან დავითაშვილის ოჯახი იყო. მოსახლეობა დიდად მადლიერია არქიტექტორ-რესტავრატორ რეზო ცხადაძის, ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძის და სხვა სპეციალისტებისა, რომლებმაც უსასყიდლოდ ჩაუტარეს ტაძარს აღდგენითი სამუშაოები.

ნიაბის წმინდა გიორგის ეკლესია X საუკუნეში არსენ კათოლიკოსის ხელდასხმით აუშენებია მის ძმისწულს გიორგის. ის დარბაზული ტიპისაა, თლილი ქვითაა ნაგები და სამხრეთით აქვს მინაშენი. ტაძარი XVII საუკუნეში განუახლებია ნიკოლოზ მაღალაძეს (მაღალაშვილს). ეს ცნობები ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძემ ეკლესიის კართან ხუცური წარწერიდან შეიტყო. აგურით ნაგები თაღები ნიკოლოზ მაღალაძის დროინდელია.

არქიტექტორ-რესტავრატორ რეზო ცხადაძის თქმით, მოცისფრო ქვიშაქვით ნაგები ტაძარი ტრადიციული ქართული აგურით განახლდა.

დასაწყისში მოგახსენეთ, რომ ტაძრის აღდგენა ბატონ რომან დავითაშვილის ოჯახის კეთილი ნებით მოხდა. ბატონ რომანს თავად გავესაუბრე:

- ბავშვობაში მახსოვს, აქაურები როგორ აღნიშნავდნენ გიორგობის დღესასწაულს. მხოლოდ ამ დღეს სრულდებოდა ტაძარში ღვთისმსახურება. ერთი მღვდელი მოდიოდა და პირჯვრის გამოსახვას გვასწავლიდა. წინათ ტაძარს გალავანი ჰქონია. კომუნისტების დროს ტაძრის დანგრევა და მის ადგილას სკოლის აშენება გადაუწყვეტიათ. ყველას უარი უთქვამს. მერე ერთ-ერთს დაუყვირია - რა უნდა მომივიდესო და გალავნის დანგრევა დაუწყია. იმ კაცის ნაფუძარიც კი აღარ დარჩენილა, - მიყვება ბატონი რომანი.

ტაძარი აღდგა, მსახურება განახლდა და მოსახლეობაც ნელ-ნელა მოდის. წირვა-ლოცვას კასპის ახალქალაქის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოძღვარი ილია ხომერიკი აღასრულებს.

- წმინდა გიორგის ტაძრის რესტავრაციისას ნაპოვნია წმინდა გიორგის ბარელიეფური გამოსახულება, რომელიც სპეციალისტებმა V-VII საუკუნეებით დაათარიღეს. მათი ვარაუდით, წმინდა გიორგის ტაძარიც იმავე პერიოდში აიგო და X საუკუნეში განახლდა, - ამბობს მამა ილია, - მცირე ზომის მთავარანგელოზის ტაძარი სამხრეთით მოგვიანებითაა მიშენებული. მისი აღდგენაც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით მოხდა.

რაც წმინდა გიორგის ტაძარი აღდგა, მას შემდეგ ინტენსიური მსახურება სრულდება. მრევლი მოდის როგორც სოფელ ნიაბიდან, ასევე ქვემო გომიდან. იქაც არის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი. მიმდინარეობს მისი რესტავრაცია და ალბათ მალე იკურთხება კიდეც.

ნიაბის წმინდა გიორგის ტაძარში, წმინდა გიორგის ბარელიეფის გარდა, კედლებზე გამოსახულია რამდენიმე ბოლნური ჯვარი და მაცხოვარი.

მთავარანგელოზის პატარა ტაძარს ცალკე აქვს საკურთხეველი და წმინდა ტრაპეზი. აქაც ვატარებთ პარაკლისებს, ძირითადად მთავარანგელოზთა - გაბრიელის, მიქაელის, მათი კრების ხსენების დღეს. უკვე ორ წყვილს დავწერეთ ჯვარი, ვაპირებთ ნათლობების შესრულებასაც. წირვა-ლოცვისთვის ბარძიმ-ფეშხუმი და ოთხთავი ახალქალაქის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან გადმოგვაქვს, აქ ემბაზიც შესაძენია. ამიტომ ვამჯობინებთ მოსანათლები ახალქალაქში დავიბაროთ. ალბათ ღმერთი გამოაჩენს იმის საშუალებას, რომ ნიაბის წმინდა გიორგის ტაძარსაც ჰქონდეს ყველა საეკლესიო დანიშნულების ნივთი.

ახალქალაქიდან ნიაბამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა მიწევს. ტრანსპორტით ბატონი რომან დავითაშვილი, ქვემო გომის მრევლი, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის იკონომოსი ილია აღაპიშვილი და რამაზ აღაპიშვილი მეხმარებიან. ნიაბში წირვა-ლოცვის დროს მეხმარება ასევე ახალქალაქის ტაძრის მედავითნე - 15 წლის გოჩა გოჩიტაშვილი, მგალობელთა გუნდი კი ჯერ ახალქალაქშიც არ გვყავს. ნიაბის წმინდა გიორგის ტაძარში უმეტესად ახალგაზრდები დადიან. ვთხოვ ღმერთს, უფრო მეტმა ხნიერმაც იაროს. ახალქალაქშიც იგივე მდგომარეობაა, ძველ თაობას უფრო უჭირს ძველი რეჟიმიდან გამოსვლა, შინაგანი რწმენა აქვთ, მაგრამ ეკლესიაში მოსვლა ერიდებათ.

თქვენი ნებართვით, ერთ ამბავს გიამბობთ: როსტომ მეფემ და დედოფალმა მარიამმა, როდესაც 1632-1636 წლებში დააარსეს თეძმის ხეობაში მეფის ქალაქი (დღევანდელი ახალქალაქი), ჩამოუსახლებიათ მართლმადიდებელი სომეხი ვაჭრებიც და აუშენებიათ ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია, სადაც ადგილობრივი მართლმადიდებლებიც ლოცულობდნენ და ჩამოსახლებულნიც. 1651 წელს როსტომმა მეფის ქალაქი თავად თარხნიშვილებს გადასცა და მას ახალქალაქი დაერქვა. როსტომ მეფის შემდეგ სომეხი ვაჭრები სომხეთში დაბრუნდნენ. XIX საუკუნის დასაწყისში ახალქალაქში ჩამოსახლდა სომეხი გრიგორიანი მღვდელი ანუ ტერტერა. მან აქ შეცვალა ქრისტიანული საეკლესიო მსახურება: მართლმადიდებლური ეკლესიაც სომხურ მონოფიზიტურ ეკლესიად გადააკეთა და ნათლობაც მონოფიზიტურად ხდებოდა. ქართულ გვარებს სომხურად უკეთებდა და გარკვეული შეღავათების საფასურად ქართველებს სომხებად წერდა. ბოლშევიკებმა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი საწყობად აქციეს. ამის შემდეგ მოეხსნათ შეღავათები და ქართველებიც დაუბრუნდნენ ქართველობას, ქართული გვარებიც დაიბრუნეს. ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში უკვე ღვთისმსახურება აღესრულება. ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ მეთქვა, რა რთულ პერიოდში ცხოვრობდნენ წინათ აქაურები და გასაკვირიც არ უნდა იყოს, ასეთი წარსულის მემკვიდრეებს ტაძარში სიარული უჭირდეთ.

ღვთის ნებით, იმედია, მალე ყველა დანგრეული ეკლესია-მონასტერი აღდგება, გამოჩნდებიან ღვთისნიერი ადამიანები და ჩვენს წარსულს გააცოცხლებენ, მომავალ თაობას მემკვიდრეობას შეუნარჩუნებენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat