დიდი კულტურული და სასულიერო ცენტრი იყო მთავარანგელოზთა მონასტერი და კონსტანტინოპოლის პატრიარქს ემორჩილებოდა
დიდი კულტურული და სასულიერო ცენტრი იყო მთავარანგელოზთა მონასტერი და კონსტანტინოპოლის პატრიარქს ემორჩილებოდა

მთავარანგელოზთა მონასტრის წინამძღვარი წმინდა მთაზე მდებარე ვათოპედის მამათა მონასტრის წინამძღვარი - მამა ეფრემია. მისი სულიერი მოძღვარი კი ბერი იოსებ ვათოპედელი გახლდათ.


ათენში ყოფნის დროს განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჩვენზე მთავარანგეოლოზთა სახელობის დედათა მონასტერში სტუმრობამ მოახდინა. ალბათ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საბერძნეთში, დედათა მონასტერში ერთი დღის სტუმარი ვიქნებოდი. უფრო მეტიც, ღირსი თუ გავხდებოდი ერთი ღამე მონასტერში მეცხოვრა და ღვთისმსახურებაში იქაური დედების გვერდით ვყოფილიყავი. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. 

ჩემს მასპინძელთან, ირინა მათურელთან ერთად გეზი ნეა ეპიდავროსკენ ავიღე, რომელიც ათენიდან საკმაოდ მოშორებული კუნძულია. ავტობუსები, ჩანს, ამ მიმართულებით ხშირად დადიან. ვიდრე გავემგზავრებოდით, მძღოლს შევეკითხეთ მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის მდებარეობის შესახებ, მანაც საფუძვლიანად აგვიხსნა... თავად მონასტერი ნეა ეპიდავროს კუნძულზე, სოფელ დიმენაში მდებარეობს. გზად საოცარი ადგილები გავიარეთ. ეგეოსის ზღვა და მასში მოცურავე გემები ულამაზეს სანახაობას ქმნის. საბაჟოს შემდეგ, დიდ გვირაბში მოგვიწია გავლა. მიმართულება გვიჩვენებს, რომ კორინთო უნდა გავიაროთ. მოგეხსენებათ, რომ კორინთოს არხი, ორ - ეგეოსის და იონიის ზღვას აერთიასნებს. კორინთო და პელოპონესი ზეთისხილის ხეების სიმრავლით ცნობილი ადგილებია. გზაში ზეთისხილის ბაღების დანახვა უკვე აღარ გვიკვირდა. სამაგიეროდ გაკვირვება დედათა მონასტერში სტუმრობამ გააღვივა. 

KARIBCHE

აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მთავარანგელოზთა მონასტრის წინამძღვარი ვათოპედის მამათა მონასტრის წინამძღვარი - მამა ეფრემია. მისი სულიერი მოძღვარი კი ბერი იოსებ ვათოპედელი გახლდათ. ასევე დავსძენ, რომ “კარიბჭეში” ბერ-მონაზვნური ცხოვრების შესახებ მასალებს ბერი იოსებ ისიხასტის წიგნის - "მონაზვნური გამოცდილების" მიხედვით ვწერდი. იმდენი ვწერე, რომ მამა იოსებმა თავისთან მიმიყვანა და თავად ცოცხლად მაჩვენა მის მიერ შექმნილი მონასტერი და მონაზვნური ცხოვრების წესი.

KARIBCHE

მონასტრის კარიბჭესთან ზარის დარეკვის შემდეგ ჩვენი, ქართველი სულიერი და შემოგვეგება. მონასტრის წევრებმა დიდი სიყვარულით მიგვიღეს, სასტუმრო ოთახში შეგვიპატიჟეს და შესაფერისად გვიმასპინძლეს კიდეც. მთავარანგელოზთა ტაძრის მოლოცვის შემდეგ ლოცვა-კურთხევა დედა მაკარიასგან ავიღეთ. დედებს ვუამბე ჩვენი ჟურნალის - “კარიბჭის” შესახებ და მოკრძალებით ვთხოვე ინტერვიუ. ჩემდა გასაოცრად თანხმობა მივიღე. ვიდრე დედა მაკარიასთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ გეტყვით, რომ მან რამდენჯერმე გვთხოვა დავრჩენილიყავით იმ დღეს მონასტერში და საუბარი ცოტა მოგვიანებით ჩაგვეწერა, რადგან უკვე საღამოხანი მოდიოდა და შესაძლოა ტრანსპორტიც არ ყოფილიყო. ჩემი თანამგზავრი მეორე დღეს სამსახურში უნდა წასულიყო, რის გამოც დარჩენაზე ფიქრიც წარმოუდგენელი იყო. არადა გულში ვნატრობდი, გადაეფიქრებინა და ერთი დღით მონასტერში დავრჩენილიყავით. ერთ-ერთ ქართველ დას ჩემი გულისწადილიც გავუმხილე. როცა უკან გამომგზავრების დრო დადგა, დედა მაკარიასგან ლოცვა-კურთხევა კიდევ ერთხელ მივიღეთ და დავემშვიდობეთ. ავტობუსის მოლოდინში რამდენიმე საათმა განვლო, თუმცა ათენისკენ მიმავალი არაფერი ჩანდა. არადა ისე დაღამდა, რომ უკვე წარმოუდგენელი იყო რაიმეს ჩამოევლო. როცა სადგურში დავრეკეთ, დისპეტჩერმა ასეთი პასუხი მოგვცა: სამწუხაროდ, ათენისკენ მიმავალი ავტობუსი სხვა გზით წავიდა და მაგ სოფელში აღარ გამოივლისო. ასეთი რამ ალბათ იშვიათად თუ ხდება ხოლმე. ამის გაგონებაზე გავოცდით და დედა მაკარიას სიტყვები გაგვახსენდა, როცა მონასტერში დარჩენას გვთავაზობდა. გული სიხარულით ამევსო და მთავარანგელოზთა მონასტერში დავბრუნდით. დედებმა გვითხრეს, მთავარანგელოზებს სურდათ თქვენი დაჩენა და უკან იმიტომ მობრუნდითო. მადლობა უფალს. ამას ხომ დედა მაკარიაც წინასწარ გრძნობდა, მაგრამ ადამიანური ბუნება ძნელად თუ ემორჩილება ხოლმე გამოცდილი წიანამძღვრის ნათქვამს. შუაღამიანის ლოცვის მადლი დედებთან ერთად მივიღეთ. მეორე დღეს კი დედა მაკარიას ლოცვა-კურთხევა და მადლიანი დალოცვა თან წამოგვყვა.

KARIBCHE KARIBCHE

დედა მაკარიასთან ერთად მონასტრის წარსულს მორჩილი მაგდალინეც გადმოგვცემს. ბერძნულიდან ქართულად თარგმნა კი მონასტრის ერთ-ერთი ქართველი წევრის დახმარებით მოხერხდა. 

***

ღვთისმშობლის მონასტრის დაარსება მამა ანტონის სახელს უკავშირდება, - საუბარს განაგრძობს მორჩილი მაგდალინე - თავიდან ამ მონასტერში მოვიდა მამა ანტონი. მასთან საკმაოდ ბევრი მომლოცველი მიდიოდა. მამა ანტონი ასკეტი იყო, ერიდებოდა ხალხმრავლობას. შემდგომ მამა ანტონი მონასტრიდან წამოვიდა და ზღვის პირას პოლიმარხოს ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ააშენა. იქ მივიდა მერე მორჩილად მამა ანტონთან მამა ნიფონტი. მამა ნიფონტი არის წმინდა მამა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი. წარმოშობით საბერძნეთიდან იყო. იგი ეპიდავროში აღიკვეცა მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ. ნეტარი ათონის მთაზე მოსაგრეობდა და წიგნების გადაწერით იყო დაკავებული. სხვადასხვა დროს იგი წინამძღვრობდა თესალონიკის მიტროპოლიტის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ვლახეთის მღვდელმთავრის საყდრებს. უსჯულოების მხილებისთვის ეპარქიიდან განდევნილმა წმინდა მამამ კვლავ ათონს მიაშურა. ჯერ ვათოპედის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ კი იოანე ნათლისმცემლის შობის სავანეში (დიონისეს მონასტერში). მან დამალა თავისი ხარისხი და ყოველთვის უმდაბლეს მორჩილების საქმეებს ასრულებდა. უფალმა გამოცხადებით ამცნო ბერებს მისი ვინაობა. ერთხელ როცა შეშის შესაგროვებლად ტყეში წასული წმინდანი მონასტერში ბრუნდებოდა, ძმები წინ გამოეგებნენ მას და ზეიმით შეხვდნენ როგორც პატრიარქს. მღვდელმთავარი ნიფონტი შემდგომშიც არაფრით განირჩეოდა სხვა ბერებისგან. თანასწორად იზიარებდა მათი შრომის სიმძიმეებს. წმინდა მამა 1460 წლის 11 აგვისტოს გარდაიცვალა, 90 წლის ასაკში. 

KARIBCHE

მამა ნიფონტმა მორჩილებიდან დაიწყო მამა ანტონთან მოღვაწეობა. პოლიმარხოს ღვთისმშობლის სახელობის მონასტერთან, მეზღვაურების ხმაური აწუხებდათ, მერე იქიდან წამოვიდნენ და მთაზე ააშენეს კალამის მონასტერი. იქ ახლა მოქმედი დედათა მონასტერია. მაგრამ იმის გამო, რომ ხალხს ძალიან უყვარდა მამები, შეუძინეს ტერიტორია და სთხოვეს ჩამოსულიყვნენ ხოლმე იმ ადგილას, სადაც ახლა მთავარანგელოზთა დედათა მონასტერია. ასე დააარსეს პელოპონესის ნახევარკუნძულზე მთავარანგელოზთა დედათა მონასტერი. მამა ანტონს უკავშირდება რამდენიმე მონასტრის დაარსება. ესენია: პელოპონესზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი, პოლიმარხოს ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი, კალამის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი და მთავარანგელოზთა მონასტერი. 

XIV-XV საუკუნეებში მონასტერში ფუძნდებიან მამები. იმდენად დიდ სათნოებებს ფლობდა მამა ნიფონტი, რომ იგი კონსტანტინეპოლში გამოიძახეს სამოღვაწეოდ. მოღვაწეობდა რუმინეთშიც. ვიდრე მამა ნიფონტი გახდებოდა კონსტანტინეპოლის პატრიარქი, ათონის მთაზე, დიონისოს მონასტერში მოღვაწეობდა. მამა ნიფონტი რომ გადადგა პატრიარქობიდან, ალბათ ღმერთისგან ჰქონდა მინიშნება და კვლავ დაუბრუნდა დიონისოს მონასტერს. იქ მივიდა როგორც ერთ-ერთი რიგითი მორჩილი. თავმდაბლობის ნიშნად თავისი ვინაობის შესახებ არავის უთხრა. თავიდან შედარებით რთულ მორჩილებებს აძლევდნენ ხოლმე. ეს იყო გამოცდის მიზნით და გაუშვეს ვირების მწყემსად. მოგეხსენებათ, რომ დიონისოს მონასტერი იოანე ნათლისმცემელის სახელზეა აგებული. რამდენიმე ხანში წმინდა იოანე ეცხადება მონასტრის ერთ-ერთ წევრს და ეუბნება: როგორ კადრულობ იმას, რომ ასეთ მორჩილებაში გყავს კონსტანტინეპოლის პატრიარქიო, ის ხომ სულ დიდებით უნდა გყავდეს შემკულიო. ვირებს კი არ უნდა მწყემსავდესო. როცა მამა ნიფონტის ნამდვილი ვინაობა გაიგეს, მთელი საძმო წმინდა ნიფონტს ლიტანიობით შეეგება. როცა მორჩილების შესრულების შემდეგ მონასტერში ბრუნდებოდა, მამა ნიფონტი გაოცდა მათ ამგვარ დამოკიდებულებაზე. მონასტრის ძმებმა ჰკითხეს: რატომ არ გვითხარი ასეთი ადამინი თუ იყავიო? ასეთი თავმდაბლობით დარჩა მამა ნიფონტი მონასტერში და მოღვაწეობდა როგორც რიგითი მონასტრის წევრი. რადგან აქ, მთავარანგელოზთა მონასტერში მოღვაწეობდა მამა ნიფონტი, დაახლოებით 1958 წელს დიონისოს მონასტრიდან გადმოგვცეს წმინდა ნიფონტის წმინდა ნაწილები. თურქების შემოსევის შემდეგ ტაძარი დაზიანდა. მერე მამა დამასკინომ აღადგინა ეს ეკლესია. ტაძრის ნაწილი ძველია, ნაწილი კიდევ ახალი აშენებულია. დედა მაკარიას წინ მონასტრის გერონდისა ქრისტონიფი (ქრისტეს რძალს ნიშნავს) გახლდათ.

KARIBCHE

ბევრი შემთხვევა იყო საბერძნეთში, როცა მამათა მონასტრები თანდათან იშლებოდა, მამების ნაკლებობა იყო და მათ მაგივრად დედათა მონასტრები ფუძნდებოდა. რამდენიმე წელი გაუდაბურებული იყო მთავარანგელოზთა მონასტერი. მთავარეპისკოპოსი დაბლადურაკი რომ მოვიდა აქ იმან მოიწვია გერონდისა ქრისტონიფი თავისი მონაზვნებით. ჩევნი დედაო. კუნძულ იდრადან. მორჩილების უმეტესობა ათენიდან იყო. მონასტერში 50 წევრზე მეტი ცხოვობდა. პირველი დედაო იყო იღუმენია ქრისტონიფი. ახალმა გერონდისამ დედების დახმარებით დაიწყო მონასტრის აღორძინება. სიცოცხლეშივე ზრუნავდა მონასტრისთვის შეეძინა სულიერი და ფიზიკური სიძლიერე.

დედა მაკარია ერთ ამბავს იხსენებს: ვიდრე დედა ქრისტონიფი მოვიდოდა, აქ მსახურობდა დედა თეოდიტი. მარტო ცხოვრობდა და ძალიან დიდ საქმეს აკეთებდა. კომუნისტებისგან დევნილ ხალხს მალავდა მონასტერში. ერთხელაც მონასტერში შეიარეღებული ხალხი მოვიდა იმ დამალული ხალხის მოსაძებნად. კარზე დააკაკუნეს. წარმოიდგინეთ შეიარაღებული ხალხი და ერთი საცოდავი მონაზონი, რომელიც მათ ეუბნება, შეიარაღებულები არიან აქო და მთავარანგელოზთა ხატზე უთითებს. თუ ცუდად მოიქცევით, ესენი დაგსჯიანო. შეეშინდათ და უკან გაბრუნდნენ. წარმოიდგინეთ ასეთ შეიარაღებულებს შეეშინდათ. მონასტერში დამალულთაგან ერთმა ვერ მოითმინა და თქვა, წავალ, ბავშვები მელოდებიანო. დედა თეოდიტმა სთხოვა არ წასულიყო. სამწუხაროდ, მან დედაოს არ მოუსმინა, წავიდა და გზაში მოკლეს. გადიოდა დედაო სეფაში და ქადაგებდა, აღსარება თქვით, მოინანიეთო. ძალიან ბევრი გდაარჩინა. დღემდე ახსოვთ მისი ქდაგება.

KARIBCHE

ამ მონასტერში მოღვაწეობდა ბერი გაბრიელი, რომლის წმინდა ნაწილი გვაქვს შენახული სხვა წმინდა ნაწილებთან ერთად. მან ისე გაიარა მდინარეში რომ არც დასველებულა. სულიერად მაღალ საფეხურზე იდგა ეს წმინდანი და როცა გათხარეს მისი საფლავი, იქიდან კეთილსურნელება გამოდიოდა. აქვე არის წმინდა გიორგის ეკლესია,სადაც საფლავებია და იქ რომ გათხარეს საფლავი, კეთილსურნელება გამოდიოდა. დედა მაკარიამ რამდენიმე სასწაულზეც მიამბო, რომელთა შესახებაც მომავალში მოგითხრობთ.

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat