რძენაკლული და უშვილო დედები დღესაც თითებით ფხეკენ ამ ადგილს
რძენაკლული და უშვილო დედები დღესაც თითებით ფხეკენ ამ ადგილს
XX საუკუნის დასაწყისისთვის ქართლ-კახეთში ცნობილი იყო სამი წმინდა ადგილი, რომლებიც იმ ჩვილბავშვიან დედებს მფარველობდა, რძე რომ არ ჰქონდათ. ერთი თბილისის ახლოს, უძოს მთაზე მდებარე ეკლესია გახლდათ, მეორე - წყარო მცხეთის ჯვრისაკენ მიმავალ გზაზე, მესამე კი - კახთუბნის მონასტერი. ეს მონასტერი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და გურჯაანის სამხრეთით, ქალაქიდან სამი კილომეტრის მოშორებით, კახთუბნის ხევის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. VIII-IX საუკუნეებში აგებული ტაძარი XVII საუკუნეში აღუდგენიათ. სწორედ ამ სახით მოაღწია მან ჩვენამდე. კახთუბნის ხევს, მონასტრის სახელის გავლენით, ყოვლადწმიდის ხევსაც ეძახიან.

ამბავი, რომელიც 1878 წელს ჩაუწერია სოფლის მცხოვრებთაგან ლეო-მელიქსეთ-ბეგს, იმ მიზეზზე გვიამბობს, რომლის გამოც რძენაკლული დედები დღემდე სასოებით მოდიან ტაძრის მოსალოცად და ღვთის დიდი მოწყალებით განკურნებულნი ბრუნდებიან.

ძველად, როცა კახთუბანში სამონასტრო ცხოვრება ჩქეფდა, აქ უწყვეტ ნაკადად მოედინებოდნენ მლოცველები, რათა თაყვანი ეცათ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისთვის. ერთხელ მაცნემ ამბავი მოიტანა, მტრის რაზმი გვიახლოვდებაო. ტაძარში მყოფმა მრევლმა და ბერებმა სამალავებს შეაფარეს თავი. შემთხვევით გარეთ დარჩა მხოლოდ ქალი, რომელიც ჩვილს ძუძუს აწოვებდა. მტერი მონასტერს უახლოვდებოდა. ბედკრულმა დედამ აქეთ-იქით დაიწყო სირბილი. უეცრად ტაძრის კედელი გაიხსნა და ქალი დამალა. მალე დედამ იგრძნო, რომ რძე ეღვრებოდა. რძემ კედელი დაასველა და გარეთ გამოჟონა. ტაძრის ჩრდილოეთის კედელზე დღემდე ჩანს თეთრი ლაქები.

მონასტრის თავდაპირველი მფლობელის ვინაობა ისტორიულ წყაროებს არ შემოუნახავს. ცნობილია, რომ XVII საუკუნის დასაწყისში იგი ანდრონიკაშვილებს ეკუთვნოდათ. ბრძოლაში, რომელსაც მეფე თეიმურაზ I დიდოელთა წინააღმდეგ აწარმოებდა, დაიღუპა უშვილო თავადი ჯანო ანდრონიკაშვილი. მისი კუთვნილი მამულები კახთუბნის მონასტრითურთ თეიმურაზმა ერთგულ თავადს, მართლმადიდებლობისთვის თავდადებული მებრძოლის ზაქარია ალავერდელის ძმას ნოდარ ჯორჯაძეს უწყალობა.

ამის შემდეგ მონასტერმა სახე იცვალა. ახალმა პატრონმა სავანე აღადგინა, მოახატვინა და ღვთისმშობლის ძვირფასი ხატი შესწირა.

თვითონ ნოდარ ჯორჯაძე შთამომავლობითურთ კახთუბნის ტაძარში განისვენებს. შემორჩენილია სამი საფლავის ქვა. ერთი თავად როსტომ ჯორჯაძეს (1832 წ.) ეკუთვნის. დანარჩენ ორზე წარწერები არ იკითხება.

ტაძარში, როგორც ზემოთაც ვთქვით, დავანებული ყოფილა ივერთა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომლის შესახებ გაზეთი "ივერია" 1889 წელს წერდა: "დახატულია კაკალზედა, მთლად მშვენივრად დაჩუქურთმულ ოქროში ზის. იმდენი ოქრო აქვს ამ ხატს, რომ სიმძიმით თითქმის ათ გირვანქაზე მეტი იქნება. ეს ხატი სიმაღლით ათი გოჯი იქნება, სიგანით - შვიდი".

ამ ხატის შესახებ საინტერესო ამბავს მოგვითხრობს დეკანოზი პოლიევქტოსი (კარბელაშვილი, 1937 წ.).

1615 წლის შემოდგომაზე ხმა გავარდა, შაჰ-აბასის ლაშქარი კახეთისკენ მოემართებაო. კახთუბნის მონასტრის წინამძღვარმა მამა იოანემ ბერები შეკრიბა. მამებმა გადაწყვიტეს, მონასტერი არ მიეტოვებინათ, ხოლო სიწმინდეები მიწისქვეშა საცავებში გადაემალათ. იმ ღამეს მამა იოანეს ღვთისმშობელი ეჩვენა და უბრძანა, სასწაულმოქმედი ხატი კახთუბნიდან ერთი კილომეტრის მოშორებით, წამებულის მონასტრის წმინდა გიორგის ტაძრის სვეტში დაემალათ. ბერებმა მეორე დილითვე აღასრულეს დედა ღვთისას ნება.

ცეცხლითა და მახვილით შემოიჭრა კახეთში შაჰ-აბასი. მრავალი მონასტერი სამუდამოდ დაცარიელდა და დაინგრა. დარბევას ვერც კახთუბნის მონასტერი გადაურჩა...

200 წლის შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისში, მონასტერში მცირერიცხოვანი საძმო მოღვაწეობდა იღუმენ გაბრიელის წინამძღვრობით. ბერები დიდხანს ეძებდნენ ხატს მონასტრის სამალავებში, მაგრამ უშედეგოდ. ერთ ღამეს იღუმენს ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უბრძანა, ამა და ამ ადგილას ვარ დატყვევებული და გამომიყვანეთო.

იღუმენმა მეორე დღესვე დაიბარა ვეჯინის ამაღლების მონასტრის წინამძღვარი იოსტოსი (ერისკაცობაში - თავადი ანდრონიკაშვილი, 1823 წ.), გურჯაანის მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი მამა აბრაამი (დემუროვი) და სამღვდელოებისა და მრავალრიცხოვანი მრევლის თანხლებით წამებულის მონასტრისკენ გაემართა. ტაძრის შიდა სვეტს ჩრდილოეთიდან მიადგეს კიბე, გამოიღეს აგურები, ამოაბრუნეს ღვთისმშობლის ხატი და საზეიმო სვლით გადააბრძანეს კახთუბნის მონასტერში.

მონასტერი დაცარიელდა 1845 წელს, როცა ბერები იქვე ახლოს მდებარე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. წელიწადში ორჯერ - ღვთისმშობლის მიძინების დღესა და ტაძრის დღესასწაულზე (ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს) - ღვთისმშობლის სახეს საზეიმოდ მიაბრძანებდნენ კახთუბანში, სადაც უამრავი მლოცველი მიდიოდა ხატის თაყვანსაცემად.

XXს-ის 20-იანი წლებიდან ამ ტაძრებში ღვთისმსახურება შეწყდა.

ჩვენ შევეცადეთ, მივყოლოდით ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის კვალს და მისი დღევანდელი ადგილსამყოფელი დაგვედგინა. როგორც ირკვევა, XX ს-ის 20-იან წლებში, როდესაც ბოლშევიკებმა ტაძრების ძარცვა-რბევა დაიწყეს, ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მახლობლად მცხოვრებმა ერთ-ერთმა ოჯახმა ტაძრის ხატებისა და სიწმინდეების ნაწილი შესანახად წაიღო. "მერე, როცა განსაცდელმა ჩაიარა, გადავწყვიტეთ, რომ უკვე შეიძლებოდა, სიწმინდეები ტაძარში დაგვებრუნებინა. ასე რომ, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები, დაფარნები და შანდლები ძველ ადგილას დავაბრძანეთ. შინ დავიტოვეთ მხოლოდ ერთი ხატი. იმ დროისთვის ტაძრის შემოგარენი ღრეობისა და გართობის ადგილად იყო ქცეული. ორიოდე წლის შემდეგ ერთ-ერთ ხატზე ნატყვიარი გაჩნდა, ხოლო რამდენიმე დღეში ხატები საერთოდ გაქრა".

როგორც აღვნიშნეთ, ამ ხატებიდან ერთ-ერთი ღვთისმშობლისა იყო. აღწერილობით, ის ძალზე წააგავს მონასტრის ცნობილ სასწაულმოქმედ ხატს და შესაძლებელია, სწორედ ის იყოს.

იმედს ვიტოვებთ, რომ ხატს დღემდე ინახავს რომელიმე მორწმუნე ოჯახი, რომ დედა ღვთისა კვლავ ინებებს გამოჩენას და ღვთის დიდი მოწყალებით კვლავაც მრავალ სასწაულსა და კურნებას აღასრულებს.

კახთუბნის მონასტრის ტაძარი წარმოადგენს ორგუმბათიან ბაზილიკას და მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. საინტერესოა, რომ სხვა ორგუმბათოვანი ტაძრებიც - მსოფლიო არქიტექტურის იშვიათი ნიმუშები - დაახლოებით ამავე პერიოდით თარიღდება, თუმცა ასეთი ტოლფასი გუმბათები სხვაგან არსად გვხვდება. ტაძრის სამხრეთით, შესასვლელის პირდაპირ, მიწის ქვეშ, ყოფილა კამაროვანი ოთახი, საიდანაც, მოსახლეობის გადმოცემით, ვეჯინის ამაღლების მონასტერში მიმავალი გვირაბი იწყებოდა. სხვა ვერსიით, გვირაბი ჩადიოდა ხევში, წყაროსთან.

1993 წლის ნოემბერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ტაძარში ღვთისმსახურება აღდგა. თანდათან დაიწყო სამონასტრო ცხოვრების აღორძინებაც. იმედი გვაქვს, მონასტერს დაუბრუნდება ძველი დიდება და ისევ იქცევა ქართული ბერ-მონაზვნობის ერთ-ერთ თვალსაჩინო სავანედ.

მოამზადა
ირინე იაკობიშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
18.06. 2019
დათორ
ამენ!
27.07. 2016
დიება უფალს!
ამენ! ამენ ! ამენ!
27.07. 2016
nino
es hemi soflis eklesiss da vamayob misit
26.07. 2016
sopo
zustad sad mdeebareobs daweret raa
06.05. 2016
ქეთი
დიდება უფალს! დიდება დედა ღვთისმშობელს!
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler