ხცისის მონასტერი მართლაც რომ საოცარი და სანატრელი ადგილია მონასტრული ცხოვრებისთვის
ხცისის მონასტერი მართლაც რომ საოცარი და სანატრელი ადგილია მონასტრული ცხოვრებისთვის
ხცისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი

მართლაც რომ საოცარი და სანატრელი ადგილია მონასტრული ცხოვრებისთვის, უფალთან მარტო ყოფნისთვის. მართლაც ქრისტეს მხედრები არიან აქ მოღვაწე მამები. უფლისადმი უსაზღვრო სიყვარული და თავგანწირვა რომ არა, აბა რა ძალა გააძლებინებდა აქ მყოფ მამებს. მამებს, რომლებიც ქვეყნისა და ერის კეთილდღეობისთვის, თითოეული ჩვენგანისათვის აღავლენენ ღვთისმსახურებას..  მონატრის წინამძღვარია, იღუმენი იობი (გეგეშიძე).

KARIBCHE KARIBCHE

საამშენებლო წარწერის მიხედვით, ხცისის წმინდა იოანე ნათლისმცემლის  ტაძრის მშენებლობა გურანდუხტ დედოფალთან დაახლოებულ პირს, ძლიერ ფეოდალს - ანანია მთავარეპისკოპოსს 1002 წელს დაუწყია. ეს წარწერა აღმოსავლეთ ფასადზე ასომთავრულითაა შესრულებული: "სახელითა ღმრთისაითა მე გლახაკმან ანანია ვირყე შენებად წმიდასა ამას ეკლესიასა ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისა და მეფისა ჩვენისა და სახსრად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის და მოსახსენებლად სულისა მშობელთა და მამათა ჩემთათვის ქორონიკონი იყო სკბ", (ქორონიკონით 222, ჩვ. წ. აღ_ით 1002წ). (საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5).

KARIBCHE

დასავლეთის ფასადზე სამი ასომთავრული წარწერაა: "წმინდაო ნათლისმცემელო შეიწყალე და ადიდე გურანდუხტი დედოფალი ორთავე შინა ცხოვრებათა. უფალო იესო ქრისტე შეიწყალე და ადიდე შენ მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა.. და ყოველი კურაპალატი, მოეც ძლევაი მტერთა ზედა ხილულთა და უხილავთა"; "ქრისტე შეიწყალე ანან.. მთავარ ეპისკოპოსი"; "უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისა ცხოველისაო და წმიდაო ნათლისმცემელო შეიწყალე იოვანე". მონასტერს თავისი საძვალე აქვს, რომელიც ჯერ კიდევ მოსაწყობია.

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1