ბერები ქვეყნის სამსახურში ვართ - სამშობლო გვიყვარს და ვლოცულობთ მისი კეთილდღეობისთვის
ბერები ქვეყნის სამსახურში ვართ - სამშობლო  გვიყვარს და   ვლოცულობთ მისი კეთილდღეობისთვის
ქოფიზას მამათა მონასტერი

ქოზიფას მამათა მონასტერი ძამის ხეობაში მართლაც რომ გამორჩეულია. მეუფე იობმა მას ქოზიფას დედო-მონასტერი უწოდა. ქოზიფას უძველესი მონასტერი VII-IX საუკუნეებშია დაარსებული. მოქმედი XVII საუკუნემდე ყოფილა. 1997 წლის 17 ივნისს მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით ქოზიფას მონასტერში  სამონასტრო ცხოვრება აღდგა. გასულ წელს, ქოზიფას მამათა  მონასტერში ხანძარი მოხდა.  ხანძარის შედეგად  დაიწვა სატრაპეზო, საწყობი, ორი კელია. ერთ ოთახში  მონასტრის ბიბლიოთეკა იყო  განთავსებული, მეორე ოთახში კი მომლოცველები რჩებოდნენ ხოლმე. ( ქოზიფას მონასტრის შესახებ "კარიბჭის" მკითხველს ადრე ვესაუბრეთ. შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე ნახოთ ეს მასალა).

ამას წინათ "კარიბჭელებმა" მოვილოცეთ ქოზიფას მონასტერი. წინამძღვარმა - არქიმანდრიტმა ისაიამ (გოგიბერიძე) გულთბილად გვიმასპინძლა. სულიერად და ფიზიკურად დაგვაპურა, თავად გაგვიწია მეგზურობა და გაგვაცნო მონასტრის წარსული, დღევანდელი ცხოვრება და სამომავლო ჩანაფიქრი:

KARIBCHE- ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის გარდა აქ არის წმინდა შიო მღვიმელის, მართალი ლაზარესი, ყოველთა ქართველთა წმინდათა და წმინდა გიორგის ეკლესიები. მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძრის ქვეშ, მიწის სიღრმეში მამათა  საძვალეა. ყოველ შაბათს იქ მიცვალებულთა ხსენების მსახურება სრულდება.

ღვთის მადლით მივალთ იქამდე, რომ მონასტრული ცხოვრება მეტად აღორძინდეს და გვქონდეს მშვიდი და წყნარი გარემო. ამით შეგვეძლება,  უფრო სულიერად ვიცხოვროთ და ვადიდოთ ყოვლადწმინდა სამება, ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს, სრულიად საქართველოს. ტაძარში ივერიის ღვთისმშობლის ახლად დაწერილი  მოვერცხლილი ხატია დაბრძანებული.  მონასტრის ძირითადი სიწინდეა მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძრის  სიღრმეში განთავსებული თავის ქალები, ასევე წმინდა შიო მღვიმელის და  წმინდა იოანე რუსის წმინდა ნაწილები.

მონასტრის ტერიტორიაზე ახლად ავაგეთ ორსართულიანი შენობა. პირველ სართულზე სატრაპეზო გვაქვს, მეორზე სტუმრების მისაღებია, მესამეზე  ბერებისთვის განკუთვნილი სენაკები.. მონასტერში ადგილობრივი გათბობა გვაქვს, ერთიანი სისტემა გავაკეთეთ. შეშით და ქვანახშირით ვთბებით. მონასტერს თავისი მეურნეობა აქვს. ფუტკარსაც ვუვლით. პურს თონეში  ვაცხობთ. ზამთარში - ღუმელში. თითქმის ყოველ შაბათ-კვირას მოდიან მომლოცველები. ლობიო გვაქვს დათესილი, ჩვენი სამყოფი კარტოფილია. ბევრ კიტრს ვთესავთ. თაფლია.საქონელი გვყავს...

- მსახურება ყოველ დილით გაქვთ?
- დიახ. სამი მღვდელი ვართ დ ერთმანეთს ვენაცვლებით, ხან ერთად ვწირავთ ხოლმე. ლოცვას სამ საათზე ვიწყებთ შუაღამიანით, მერე მოდის ცისკარი, ჟამნები და წირვა. დასვენების შემდეგ, 10 საათზე ტრაპეზი გვაქვს. შემდეგ მორჩილება მოდის.  5 საათზე მწუხრია, ტრაპეზი, მერე ისევ სერობა და პირადი საქმეები.  ასე მიდის მონასტრული ცხოვრება.

- მამაო, აქ მოსულ სტუმარს, რა სულიერ დარიგებას აძლევთ?
- რასაც შეგვეკითხებიან, იქიდან გამომდინარე ვესაუბრებით ხოლმე.  წინასწარ დაგეგმილი არ გვაქვს რა თემაზე უნდა ვესაუბროთ. უშუალო, ბუნებრივი საუბრით ვეხმრებით აქ მოსულებს.

KARIBCHE KARIBCHE

- მამაო, ცოტა რამ თქვენზეც გვიამბეთ?
- ექვსი წელია ქოზიფას წინამძღვარი ვარ. 1997 წლიდან დავიწყე ბერული ცხოვრება. 17 წელია, რაც ბერი ვარ. 27 წლის ვიყავი ეს გზა რომ ავირჩიე. ეკლესიაში მანამდეც დავდიოდი. წარმოშობით გურული ვარ. ბათუმში დავიბადე და გავიზარდე.
ბერი თუ ძლიერია, სახელმწიფოც ძლიერია. თუ ბერი ცხოვრობს სულიერად და არ ფიქრობს ყოფიერობაზე ესე იგი სულიერებაზე ფიქრობს. როცა სულიერად ცხოვრობს, ეს აისახება ჩვენს ყოფიერებაზე. შეიძლება არაფერი თქვას ბერმა, მაგრამ ისე სულიერად ცხოვრობდეს, რომ ის მაინც იმოქმედებს ადამიანებზე. 

KARIBCHE KARIBCHE

ღმერთი ყველაფერს განაგებს. ბერები ქვეყნის სამსახურში ვართ.  გვიყვარს სამშობლო და ვლოცულობთ  მისი კეთილდღეობისთვის. მარტო ლოცვაც არ არის, აქ რომ ერის ადამიანები, ახალგაზრდები ამოდიან, სულიერ საკითხებთან ერთად სამშობლოზე ვსაუბრობთ. აქედან წასულ ახალგაზრდებს კი არ ვეუბნებით მაინცდამაინც ბერული ცხოვრება დაიწყონ. მათ ვეუბნებით, რომ ღირსეული ქრისტიანები იყვნენ. ერში  თავიანთ ნათესავებს, მეგობრებს მაგალითს აძლევდნენ. აქედან წასულ ახალგაზრდებს  მონასტერში თავიანთი მეგობრები მოყავთ.

KARIBCHE KARIBCHE

- დაგვლოცეთ მამაო.
- თქვენ ისეთ კარგ საქმეს აკეთებთ - სამშობლოს და დედა ეკლესიას უნდა ემსახუროთ.  ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ქოზიფას მამათა მონასტრის განვითარებისთვის შეიქმნა ფონდი.
ვისაც გსურთ შეეწიოთ ქოზიფას მამათა მონასტერს, შეგიძლიათ დარეკოთ  ნომერზე:
მაგთიდან, ჯეოსელიდან, ბილაინიდან 0901500540
ასევე შეგიძლიათ გადარიცხოთ თიბისი ბანკში.
ანგარიშის ნომერია GE88TB1117236080100001


ბეჭდვა
1კ1