პირველი ქართული ეკლესია ერუშეთში.
პირველი ქართული ეკლესია ერუშეთში.
ერუშეთი ქრისტიანული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილია, სადაც ქრისტეს სამსჭვალი ინახებოდა და ერთ-ერთი უძველესი საეკლესიო ცენტრი და საეპისკოპოსო კათედრა იყო. ერუშეთში საეპისკოპოსო კათედრის არსებობის შესახებ ძველი მატიანეები გვამცნობენ (ლეონტი მროველი, ჯუანშერი, მოგვინებით – ვახუშტი ბატონიშვილი). ირკვევა ასევე, რომ ერუშნელი ეპისკოპოსი იყო მოძღვარი მტკვრის მარცხენა სანაპიროსი, მთელი ერუშეთისა და არტაანისა კოლას საზღვრამდე. გაერთიანებული საქართველოს ეპოქაში ერუშნელ ეპისკოპოსს მე-15 ადგილი ეკავა წყაროსთაველი ეპისკოპოსის შემდეგ. ერუშეთში ქრისტიანობის კერის გაჩენა, მცხეთასა და მანგლისთან ერთად, პირველი ქრისტიანი მეფის, მირიანის სახელს უკავშირდება (IV ს-ის I ნახევარი). მეფის დესპანები – ეპისკოპოსი იოანე და "წარჩინებული ერთი" – როდესაც ბერძენ ხუროებთან ერთად ბრუნდებოდნენ რომის იმპერატორ კონსტანტინესაგან, თან მოჰქონდათ დიდძალი განძი და წმინდა რელიკვიები, რომლებიც მირიან მეფეს კონსტანტინემ უბოძა ახლად მოქცეულ ქვეყანაში ქრისტიანული ეკლესიების ასაშენებლად და სარწმუნოების განსამტკიცებლად. სწორედ მათ მოიტანეს ქრისტეს "სამსჭვალნი ხელთანი"... მირიან მეფე შეწუხებულა, ესოდენ დიდი განძი რომ მცხეთას არ ჩაიტანეს, თუმცა მაშინ წმინდა ნინოს მეფე დაუმშვიდებია: "ნუ სწუხ, მეფეო, რამეთუ ესრეთ ჯერ არს: სადაცა მოვიდოდიან, დასთესვიდენ სახელსა ღმრთისასა. ხოლო არს ქალაქსა ამას შინა სამოსელი იგი დიდებული უფლისა". ქრისტეს სამსჭვალები მოგვიანებით ბიზანტიის კეისარმა ერაკლემ (610-641წწ) ადარნასეს ქართლის ერისმთავრობის დროს უკან წააბრძანა: "მაშინ ერაკლე მეფემან წარიხუნა მანგლისით და ერუშეთით ფერხთა ფიცარნი და სამსჭუალნი უფლისა ჩუენისა იესოს ქრისტესნი, რომელნი მოცემულ იყვნეს კონსტანტინესგან მირიანისდა".
ლეონტი მროველი მოგვითხრობს ერუშეთის ეკლესიის შემდგომ შემკობას მირდატ მეფის მიერ, რომელიც იყო ქართლის მეფე IV ს-ის 60-70 წწ-ში: "მირდატ... მატა შემკობა და შენება ერუშეთისა და წუნდისა ეკლესიათა". ერუშეთში ეპისკოპოსის დასმის შესახებ გვამცნობს ჯუანშერი: "მეფემან ვახტანგ (გორგასალმა) დასვა ერთი ეპისკოპოსად კლარჯეთს, ეკლესიასა ახიზისასა; ერთი არტაანს ერუშეთს, ერთი ჯავახეთს, წუნდას; ერთი მანგლისს, ერთი ბოლნისს". გიორგი მერჩულეც მოიხსენიებს ერუშნელ ეპისკოპოსს, რომელიც მონაწილეობდა IX ს-ის შუა ხანებში გამართულ ჯავახეთის საეკლესიო კრების მუშაობაში.
ვახუშტის ცნობით, ერუშეთში გუმბათიანი ეკლესია მდგარა, მაგრამ XVIII საუკუნეში ის უკვე მიტოვებული ყოფილა. "აწცა არს ეკლესია დაურღვეველი, არამედ ცალიერი". ექ. თაყაიშვილმა, რომელმაც 1902 წლის ექსპედიციის დროს მოინახულა ერუშეთი, ტაძრის გეგმა და აღწერილობა 1909 წელს გამოაქვეყნა. სამწუხაროდ უკვე 1902 წელს შენობა ისეთი დანგრეული იყო, რომ არქიტექტორმა ვერ მოახერხა მისი დაზუსტებული აზომვა.
დღეს მიწის ზემოთ მხოლოდ ძლიერ შემოძარცვული დიდი საკურთხევლის აფსიდი დგას. დანარჩენი ნაწილები სავარაუდოდ მიწაში უნდა იყოს დარჩენილი, გეგმის დონეზე მაინც. მართალია თაყაიშვილი ერუშეთის ეკლესიას გუმბათიანად თვლიდა და მას აწყურსაც ადარებდა, მაგრამ სხვა მკვლევარების ვარაუდიდ გეგმის შედარება სხვა ქართულ გუმბათიან ტაძრებთან აშკარა სხვაობას იძლევა. სხვაობაა ამ ტაძრის გეგმასა და სხვა ქართულ ბაზილიკური ტაძრის გეგმებს შორის, ხოლო სვეტებს შორის დიდი ინტერვალები, შვერილი აფსიდი პასტოფორიების გარეშე და ზოგადად ტაძრის ზომები, გვაფიქრებინებს, რომ ეს გეგმა სავსებით შესაძლებელია კონსტანტინე დიდის მიერ წარმოგზავნილი არქიტექტორების მიერ აგებული საქართველოს პირველი ეკლესიის გეგმასაც წარმოადგენდეს. ამ მოსაზრებას ამყარებს ვიზუალური მასალა, როდესაც ერუშეთის გეგმას სხვა კონსტანტინისეულ და ადრებაზილიკურ ტაძრებს შევადარებთ. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს იყო სამნავიანი ბაზილიკა ხის გადახურვით. ამ მოსაზრების დადასტურება მხოლოდ არქეოლოგიური გათხრების შემდეგ გახდება შესაძლებელი, რამაც შესაძლებელია საქართველოს პირველ ტაძრამდე და ბიზანტიური არქიტექტურის ერთ-ერთ უადრეს ნიმუშამდეც კი მიგვიყვანოს.
ტაძარი ბაზილიკური სტრუქტურის ყოფილა. მას სამი მოგრძო ნავი ჰქონია, მინაშენით დასავლეთით. სამივე ნავი შვერილი აფსიდებით ბოლოვდებოდა. კედლები კარგად თლილი ქვის კვადრებით იყო ნაგები. ექ. თაყაიშვილის ცნობით, ეკლესია მოხატული იქნებოდა, რადგან მხატვრობის კვალი მან დასავლეთი კედლის სარკმლის წირთხლში დააფიქსირა. შესასვლელები ტაძარს სამხრეთითა და დასავლეთით ჰქონდა, დიდი თაღოვანი სარკმლები კი – აღმოსავლეთით, საკურთხეველსა და დასავლეთ კედელში. აღმოსავლეთ სარკმელს შერჩენილი ჰქონდა გადანაკეცებიანი თავსართი, ზედა სართულის გასანათებლად მის თავზე მრგვალი სარკმელიც იყო.
ერუშეთის ეკლესია თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
წყარო: ჰტტპ://წწწ.დზეგლები.გე/
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat