ერთი სული მაქვს, როდის მოვა შაბათ-კვირა, რომ წირვა-ლოცვას დავესწრო
ერთი სული მაქვს, როდის მოვა შაბათ-კვირა, რომ წირვა-ლოცვას დავესწრო
პატრიარქს ისე მოსწონებია ეს ბაზილიკური ტიპის ტაძარი, უთქვამს: ვინ იფიქრებს, რომ ძველი არ არის, და რა მშვენივრად ნაგებიაო

მცხეთაში, ამ უდიდესი სიწმინდის მქონე ქალაქში, სულიერების კიდევ ერთი კერა დაფუძნდა. სვეტიცხოვლისა და სამთავროს მონასტრების მახლობლად რამდენიმე წლის წინ წმინდა იოანე-თორნიკე მთაწმინდელის სახელობის ტაძარი აშენდა. ახლახან კი იქ დედათა მონასტერი დაფუძნდა. ამ წმინდანის სახელზე აგებული ტაძარი საქართველოში ერთადერთია. სამწუხაროდ, ამ მადლის თანაზიარნი ცნობილი ფეხბურთელის ილია რუხაძის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ გაგვხადა: ერთადერთი შვილის თორნიკეს გარდაცვალების შემდეგ მშობლებმა მისი სულის საოხად ტაძრის აგება გადაწყვიტეს.

22 წლის თორნიკე აფხაზეთის უშიშროების გენერალი, ფეხბურთელი, შესანიშნავი მეუღლე და ღვთისმოშიში ახალგაზრდა იყო. შიომღვიმის მამათა მონასტრის წინამძღვრის მამა მიქაელის სულიერი შვილი გახლდათ და ხშირად რჩებოდა მოძღვართან. შიომღვიმის მონასტრის გადახურვაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა.

- ბავშვობიდან დამყავდა ტაძარში, - იხსენებს დეიდა, ირინე სირბილაძე, - მწუხრის ლოცვაზე სხვა ბავშვებთან ერთად პატრიარქის ფეხთით იჯდა. წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის საფლავთან ქვეყნის და სარწმუნოების სიყვარულს შთავაგონებდი. პირველი ხატიც, რომელიც ამ ტაძარს შევწირე, სწორედ წმინდა ექვთიმე ღვთისკაცისა გახლდათ.

მის უწმინდესობას სვეტიცხოველში ქადაგებაზე უთქვამს, კარგი იქნება, თუ ახალ მცხეთაში ტაძარი აიგება, რადგან ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან უჭირს სვეტიცხოველსა და სამთავროში ჩამოსვლაო. თორნიკეს მამა, სვეტიცხოვლის მრევლი, ამ მსახურებას ესწრებოდა და პატრიარქის სიტყვები გულში ჩაბეჭდვია...

მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, ტაძარი 2003 წლის 25 ივნისს ეკურთხა, ხოლო წელს, 20 თებერვალს, დედათა მონასტრის კურთხევის მომსწრე გახლდით. ორი კვირით ადრე ეს ადგილი თავად მისმა უწმინდესობამ მოინახულა. როგორც აქაურებმა თქვეს, პატრიარქს ისე მოსწონებია ეს ბაზილიკური ტიპის ტაძარი, უთქვამს: ვინ იფიქრებს, რომ ძველი არ არის, და რა მშვენივრად ნაგებიაო.

ტაძარი დასახლებულ ადგილას დგას. მისი ზარების რეკა და დედების მიერ აღვლენილი ლოცვა აქაურებს რწმენაში აძლიერებს და ღვთის სიყვარულს უნერგავს. ტაძარი გალავნით არის შემოზღუდული. ორ ადგილას რკინის დიდი ჯვარია აღმართული წმინდა ნინოს ჯვრის სახედ.

***
მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, მონასტრის წინამძღვრად არქიმანდრიტი ბართლომე (ფირცხალაშვილი) იქნა დადგენილი, მწირველი მღვდელი კი მამა ბართლომეს სულიერი შვილი, მღვდელმონაზონი სამოელია (ზედგინიძე).

მონასტრის კურთხევის შემდეგ მამა ბართლომესა და მამა სამოელს გავესაუბრე.

- წინათ აქ მღვდელმსახურებას მისი უწმინდესობის ძმისწული, მამა თეიმურაზ შიოლაშვილი აღავლენდა, - მიამბობს მამა ბართლომე, - ერთი წლის წინ, უწმინდესის გადაწყვეტილებით, ტაძრის წინამძღვრობა მე დამეკისრა. მას შემდეგ ერთხანს აქ ჩემი სულიერი შვილი იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი) მსახურობდა, შემდეგ მღვდელმონაზონი სამოელი განაწესეს. დაიბადა იდეა, ამ ტაძრის ახლოს დედათა მონასტერი დაფუძნებულიყო. მართლაც, მამა სამოელის ღვაწლით და ბატონი ილია რუხაძის ოჯახის დახმარებით მოხდა მონასტრის კურთხევა. დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო.

ამჟამად მონასტერში ხუთი ადამიანი ცხოვრობს. მონასტრის კეთილმოწესეა მონაზონი ეფემია, მორჩილები - ანა, ნანა, ეკატერინე და თამარი. ტიპიკონი ისეთივეა, როგორიც ყველგან. მონასტერს მცირე ტერიტორია უკავია, ასე რომ, დედებს მძიმე ჯაფა არ მოუწევთ. ნაცვლად ამისა, სურვილი გვაქვს, აქ ხელსაქმე განვავითაროთ, მთარგმნელობითი საქმიანობა დავაფუძნოთ. დედა ეფემიას იურიდიული განათლება აქვს, ფლობს ინგლისურს, რუსულს და ვფიქრობთ, ამ საქმეში დიდ დახმარებას გაგვიწევს. ღვთის შეწევნით, მონასტერი შეძლებს, თავისი წვლილი შეიტანოს ერისა და ეკლესიის სულიერი ცხოვრების წარმატებაში.

ჩემი სულიერი შვილები რამდენიმე მონასტერში მსახურობენ. ესენი გახლავთ თბილისის თაბორის მთის ფერისცვალების მამათა მონასტერი, მარტყოფის ყოველთა წმიდათა სახელობის მამათა მონასტერი, წალკის წმინდა მეფის კონსტანტინესა და დედოფალ ელენეს სახელობის მამათა მონასტერი, წალკისავე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი, მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერი, რომელიც უწმინდესის ყოფილ საცხოვრებელში დაფუძნდა, გარდაბნის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტერი. მალე მონასტრის მშენებლობა კოჯრის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართანაც დაიწყება.

დღეს, როცა საქართველოს ასე უჭირს, ეს სავანეები ხალხში შეიტანს რწმენას, სიყვარულს, ღმერთთან მიახლებაში დაეხმარება.

მონასტერში მოსული ადამიანი კარგად უნდა აცნობიერებდეს, რომ ცხონება არ მიიღწევა ამპარტავნებით, სიამაყით. ის მორჩილებით უნდა დაემოწაფოს წინამძღვარს, რამეთუ მორჩილებაა დასაწყისი და დასასრული სამონაზვნო ცხოვრებისა.

ქრისტემ დაგლოცოთ და გაგახაროთ.

***
წმინდა იოანე-თორნიკე მთაწმინდელის მონასტრის კეთილმოწესე დედა ეფემია მცხეთაში გადმოსვლამდე წალკის დედათა მონასტრის კეთილმოწესე გახლდათ. მამა ბართლომეს კურთხევით, ამიერიდან ის ორივე მონასტრის კეთილმოწესე იქნება.

- ღვთის შეწევნით, კურთხევის პირველივე დღიდან ოთხი სამორჩილე ცხოვრობს მონასტერში, - მეუბნება დედა ეფემია, - ყველაზე უმცროსი 18 წლისაა, უფროსი კი საკმაოდ ასაკოვანია. იმედია, ღმერთი შემაძლებინებს, მივცე მათ სულიერ ცხოვრებას სწორი მიმართულება, ვასწავლო, რა არის მონაზვნობა, მონასტრული ცხოვრების წესი. წინამძღვარი პირველ რიგში დედა უნდა იყოს და დედობრივი სითბოთი ეპყრობოდეს მონასტრის წევრებს. თავდაპირველად მიჭირდა, მაგრამ ღმერთმა შემაძლებინა. მივხვდი, რომ მთავარი სიყვარულია.

წალკაში ასაკოვანი მორჩილი გვყავს, რომელსაც საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა გავლილი. ერთხელ რთული პერიოდი დაუდგა და შუბლზე ვეამბორე, ვანუგეშე დედაშვილურად... მეორე დღეს დაიჩოქა და ტერფებზე მემთხვია. მითხრა, ჩემს სიცოცხლეში ასე არავინ მომფერებიაო. მაშინ მივხვდი, რომ მონაზვნისთვის მთავარი სიყვარულია. იმედი მაქვს, ღვთის შეწევნით და დიდი სიყვარულით შევძლებ, ჩემს გვერდით მყოფებს ცხოვრება შევუმსუბუქო. ალბათ, დედა ღვთისმშობელი შემაძლებინებს.

***
მონასტერი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზეა. შენობაც, სადაც დედები იცხოვრებენ, წინათ საბავშვო ბაღს ეკუთვნოდა. დედები ძალზე ემადლიერებიან ბაღის გამგეს, ქალბატონ ნონა ბენგლიანს, რომელმაც მონასტრის დაფუძნებაში მართლაც დიდი წვლილი შეიტანა.

კურთხევის დღეს შეკრებილი მრევლი ერთმანეთს სიხარულს უზიარებდა. ქალბატონი ნანა გვარამაძის თქმით, დედათა მონასტრის დაარსებამ აქაურობას სხვაგვარი მადლი მოჰფინა. ქალბატონმა მარიამ ხარანაულმა გულწრფელად გვითხრა: უფლის რწმენამ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება, ერთი სული მაქვს, როდის მოვა შაბათ-კვირა, რომ წირვა-ლოცვას დავესწროო. "ბავშვივით მიხარია მონასტრის დაარსება. ჩვენც, აქაური მრევლი, ყველაფერს ვაკეთებთ, მცირედით მაინც რომ დავეხმაროთ მონასტერს".

მაია ზეიკიძე თექვსმეტი წელია მეუფე ზოსიმეს მრევლია. "ერთხანს წილკნის ეპარქიაში, ღვთისმშობლის შობის ტაძარში დავდიოდი, შემდეგ - მჭადიჯვრის მონასტერში. მერე თიანეთში ვიყავი. მეუფის კურთხევით, უკვე სამი წელია იოანე-თორნიკე მთაწმინდელის ტაძარში დავდივარ. უფალს შევთხოვდი, ეკლესია მაინც გვქონოდა, მონასტრის დაარსებას ვინ იფიქრებდა! აქვე წმინდა გიორგის სახელობის მონასტერია. ბედნიერი ვარ ამით, ვლოცულობ და მინდა, ლოცვით მაინც შევეწიო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს. მადლობა უფალს, მადლობა პატრიარქს, მადლობა ჩვენს წინამძღვრებს".

***
მღვდელმონაზონი სამოელი ამჟამად ორ მონასტერში აღავლენს ღვთისმსახურებას: წმინდა იოანე-თორნიკეს სახელობის მონასტერსა და მცხეთის წმინდა გიორგის მონასტერში. იქ მას შემდეგ მსახურობს, რაც იღუმენი ლუკა ბარსელონაში, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში გადაიყვანეს.

- სასურველია, ყოველმა მორწმუნემ გარკვეული დრო დაყოს მონასტერში, - გვითხრა მამა სამოელმა, - დროებით მოსწყდეს ამაოებას და თვალი გადაავლოს საკუთარ ცხოვრებას, კარგად გაიაზროს თავისი დამოკიდებულება უფლისადმი.

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. ღვთის წყალობას ვუსურვებ თითოეულ თქვენგანს. ღვთის და ადამიანების სიყვარულში გვეცხოვროს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat