ერედვის წმინდა გიორგის სალოცავის მადლმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა!
ერედვის წმინდა გიორგის სალოცავის მადლმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა!
სოფელი ერედვი მდებარეობს შიდა ქართლში, ცხინვალის რაიონში, ცხინვალიდან აღმოსავლეთით, 7 კილომეტრის მანძილზე.

ერედვის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია - X ს.-ის ბაზილიკა - პირველი თარიღიანი ძეგლია, რომლის ხუროთმოძღვარიც იყო თეოდორე თაფლაისძე.

ერედვის სამნავიანი ბაზილიკა მიეკუთვნება ნაგებობათა იმ ტიპს, რომელიც შეიქმნა ადრეფეოდალურ ხანაში და დამახასიათებელია მხოლოდ ქართული ხუროთმოძღვრებისათვის. ამ ტიპის ბაზილიკები ჩვენი ქვეყნის გარეთ არ გვხვდება. ტაძარმა ჩვენამდე თავდაპირველი სახით მოაღწია. მართალია, ტაძარს ეტყობა ადრინდელი რესტავრაციის კვალი, მაგრამ ამას ეკლესიისათვის გარეგნული იერსახე არ შეუცვლია .


KARIBCHEეკლესიის სამხრეთის ფასადის მრგვალ სვეტზე მოთავსებულია თარიღიანი სამშენებლო წარწერა, რომლის მიხედვით, 906 წელს, ქართლში ივანე ტბელის უფლობის დროს ("ქართლსა შინა უფლობასა ტბელისა ივანესა"), ნიქოზელი ეპისკოპოსის სტეფანეს "განზრახვით, და მოყვასთა შეწევნით", ხუროთმოძღვარ თეოდორე თაფლაისძეს საფუძველი ჩაუყრია ("დავდე სარძირკველი") ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის. იქვე იხსენიება აფხაზეთის მეფე კონსტანტინე III (893–922 წწ.). მსგავსი ეკლესიების შენებას 10-15 წელი სჭირდებოდა და სავარაუდოდ, ხუროთმოძღვარი თეოდორე თაფლაისძე ამ ტაძრის აგებას დაახლოებით, 915 წელს დაასრულებდა.

ერედვის წმინდა გიორგის ეკლესიის მთავარი ნაწილი უგუმბათო ნავია, რომელსაც შესასვლელი კარები სამხრეთიდან აქვს. ჩუქურთმები კი თავმოყრილია ტაძრის კართან და სარკმლებთან. სამკაულებიც ეკლესიას ბევრი არა აქვს. ჩუქურთმების სახეებიც მარტივია.


2008 წლის ომის დროს ერედვის წმინდა გიორგის ტაძრის გალავანი მნიშვნელოვნად დაზიანდა. 

ერედვის წმინდა გიორგის სალოცავის მადლმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა!

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1