ზვერინევსკის მღვიმეები
ზვერინევსკის მღვიმეები პეჩორის ლავრიდან არცთუ ისე შორს მდებარეობს. ეს მონასტერი იმითაც არის მნიშვნელოვანი რომ აქ წმინდა მღვდელმოწამე იოსებ ჟევახოვი - ჯავახიშვილი მოღვაწეობდა. (წმინდა იოასაფ ჯავახიშვილის შესახებ ახლო მომავალში გიამბობთ). ამ მონასტერში ქართველი სასულიერო პირი რომ მოღვაწეობდა იქიდანაც ჩანს, რომ ტაძრის ფასადზე ქართული ორნამენტებია გამოსახული. მონასტერში ქართველებს დიდი სიყვარულით ხვდებიან და წმინდა სავანის წარსულის შესახებ გულდასმით უამბობენ.
ერთ-ერთ ბერს აქვს მორჩილება მომლოცველებს მოალოცვინოს მონასტრის თითოეული კუთხე-კუნჭული. განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა მღვიმეში დავანებული წმინდა მამების თავის ქალების მოლოცვა. ზვერინევსკის მღვიმეები კიევში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირის, მამა კახაბერ გოგოლაძის ლოცვა-კურთხევით მის სულიერ შვილებთან - სალომესათან, გიორგისთან და დავითთან ერთად მოვილოცეთ.
უკან დაბრუნებისას იქაური ბერი ლეონტი შეგვხვდა და სუფთა ქართულით გამოგველაპარაკა. საქართველოსა და ქართველების მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება გვაგრძნობინდა. დაგვლოცა და მომავალ შეხვედრამდე დიდი სიყვარულით დაგვემშვიდობა.
"უძველესი დროის ზვერინევსკის მღვიმეებში წმინდა მამათა ძვლები, თავისქალებია განთავსებული. განსაკუთრებულად მოღვაწე მამები კი სპეციალურად ძვალთსალაგშია მოთავსებული. მონასტერში დიდ სიწმინდედ ითვლება ღვთისმშობლის უძველესი სასწაულთმოქმედი ხატი. მღვიმეში არის მცირე ზომის საკურთხეველი, სადაც 3-4 კაცი თუ დაეტევა. იქ ყოველდღე, დილის 7 საათზე აღევლინება საღვთო ლიტურგია. უდიდესი მადლი იგრძნობა წირვის დროს. თავი ძველ დროში გეგონებათ.
ზვერინევსკის მღვიმეების ისტორია ამგვარია: მონასტერში ოდესღაც მისულა დაუნდობელ თათართა ლაშქარი, რომელთაც კიევი გაანადგურეს, დაწვეს ტაძრები, მაგრამ ვერ შეძლეს სასწაულთმოქმედი ღვთისმშობლის ფრესკის განადგურება სოფიის ტაძარში. რამდენჯერმე გაძარცვეს ტაძრის უძველესი სიმდიდრე.
მონასტერი დაშლის პირას იყო მისული, უბნის მცხოვრებნი ხსნას მღვიმეებში ეძებდნენ, მაგრამ ჰაერის და საკვების უკმარისობით მრავალი მიიცვალა. მღვიმეში დაღუპულთა რიცხვმა 3000-მდე მიაღწია. ისინი გარდაიცვალნენ მშვიდად, ნამდვილი მოწამეობრივი აღსასრულით. მღვიმეში ისინი ლოცულობდნენ და ხელსაქმით იყვნენ დაკავებულნი. ქსოვდნენ სკვნილებს, საბლანდელებს (საბერო ნაქსოვი ჯვარი, რომელიც აღნიშნავს ბერის თავისუფალი ნების აღკვეთას), ასევე კერავდნენ ტანსაცმელებს, ფეხსაცმელებს და ქამრებს.
ეკლესიის დევნიდან 900 წლის შემდეგ გამოჩნდა რუსეთის პირველი განმანათლებელი, თავადი ვლადიმერი. იმ დროს ქვა ქვაზე არ იყო დარჩენილი. ვლადიმერის მოსვლის შემდეგ კიევი ძალიან შეიცვალა, მან გააბრწყინა და გაანათლა ხალხი სარწმუნოებაში. გავიდა დრო და ვლადიმერი მიიცვალა. მძიმე იყო წმინდანის მიცვალება მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. ამ დროს გამოჩნდა სხვა ხალხი, რომლებიც წარმოშობდნენ ღვთისთვის არასათნო ახალ სწავლებებს. ხალხმა გადაწყვიტა გაქცეოდნენ ამ ბოროტ განსაცდელს ღრმად გამოთხრილ მღვიმეებში. დააარსეს მიწისქვეშა მონასტერი, სადაც ცხოვრობდნენ სარწმუნოებისგან დევნილი გმირები და მადლმოსილნი. ასე შეიქმნა ზვერინევსკის მღვიმეები.
არსებული მღვიმეების შესახებ მიმდებარე დასახლებამ იცოდა იმაზე ადრე, ვიდრე გახსნიდნენ მღვიმეებს. ხალხმა გადმოგვცა ამბავი ერთ მოხუცზე, რომელიც ცხოვრობდა წმინდა სამების ახლომდებარე მონასტერში, იმ მთებზე, რომლის ძირშიც იყო მღვიმეები. მღვიმეებთან ახლოს ცხოვრობდა იმ წლების მოწმე ფეოდოსია მეტვეენკო, რომელიც მისი ახალგაზრდობის მანძილზე ხედავდა მნიშვნელოვან ეკლესიურ მოვლენებს. აქ ქალს ეცხადებოდა უცნობი ქალი, რომელსაც ხელში ეპყრა ბავშვი და თხოვდა მას კვებას. გამოსახულება შემდეგ ქრებოდა. ერთხელ ფეოდოსიამ დაინახა რაღაც მოძრაობდა ჰაერში ხმაურით, რომელიც უცებ გაჩერდა და ერთ ბოლოში გაუჩინარდა. ამ ადგილიდან იყრებოდა ადამიანთა ძვლები, ადამიანთა სამოსის ნაწილები. მღვიმეში მცხოვრები მორწმუნეების სამოსი დიდი ხნით მიწაზე წოლისგან დაფლეთილი იყო.
წმინდა ნაწილები ასეთ სანაწილეებშია ჩაბრძანებული1910-1911 წლებში გაიხსნა მღვიმეები. მიუხედავად ამისა, ყველაფერი მიწით იყო დაფარული. მღვიმეებით დაინტერესდა იღუმენი ვალენტინე, რომელიც ცხოვრობდა წმინდა სამების მონასტერში. მან შეაფასა ეს ღრმად მნიშვნელოვანი ადგილი. ის გადავიდა მონასტრიდან აქ და მის გუნდთან ერთად და ფიცრებისგან ყუთების გაკეთება დაიწყეს, რათა წმინდანთა ძვლები შეენახათ ხელშეუხებლად. მონასტერში დაბრძანებული წმინდა მამების წმინდა ნაწილები დაკრძალა და უტარებდა პანაშვიდებს. მოდიოდა უამრავი მომლოცველი. ამ საქმეზე შეჩერდა იღუმენი, რადგან არ ჰქონდა საშუალება და საკმარისი ცოდნა, რომ წარემართა გათხრები.
ამ დროს მივიდა დასახმარებლად ვ. დ. ჯავახიშვილი (ის ამ დროს იყო კიევის მართლმადიდებლური გუბერნიის უფროსი მრჩეველი), 1911 წლის ნოემბრის დასაწყისში, წმინდა სამების მონასტერში შეხვდა იღუმენს, რის შემდეგაც წარადგინა თხოვნა, რომ დაეწყო გათხრები სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე. ბევრი ხელისშემშლელი გარემოებების, სიძნელეების გადალახვის შემდეგ შესაძლებელი გახდა კვლევის ჩატარება და მღვიმეების გახსნა, გასუფთავება. გათხრებზე მიიყვანეს არქეოლოგები, თავადმა სამუშაოს დაწყებამდე აიღო კურთხევა მაღალყოვლადუსამღვდელოეს კიევის მიტროპოლიტ ფლავიანასგან და გაწმინდა შიგნიდან მღვიმის შესასვლელი. რაც წინ მიდიოდა საქმე, მით უკეთ ჩანდა ეკლესიის ფასეულობა. გათხრები განმეორებით მოინახულა მიტროპოლიტმა.
მალე მღვიმეების თავზე მომლოცველთა შემოწირულობებით აშენდა სკიტი, სახლი ორი სამრევლოთი, ეკლესიები - ღვთისმშობლის შობის სახელობისა და ბელგოროდის სასწაულთმოქმედის - წმინდა იოსების სახელობის. დაწყებული იყო ასევე მესამე ტაძრის მშენებლობა-წმინდა სერაფიმე საროველის სახელობის, რომელიც შემოწირულობებით შენდებოდა. გენერალ-ადიუტანტის ფ. ფ. ტრეპოგას ანგარიშით მან პატივთან ერთად იმპერატორისგან მიიღო უმაღლესი საჩუქარი: საკურთხევლის ტრაპეზი, ჯვარი და უძველესი მაცხოვრის ხატი.
ზვერინევსკის მღვიმეები თითქმის 900 წელს ითვლის. ძველი ტაძარი მონასტერში არ შემორჩენილა, მაგრამ დღეს მონასტერში შენდება ბიზანტიურ სტილში ორი დიდი ზომის ტაძარი ქართული ორნამენტებით, სავარაუდოა, რომ ქართული ქვით აშენებენ.