ერთაწმინდა - აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის შვილი პაატა, რომელიც შაჰ-აბასმა მოკლა სპარსეთში
ერთაწმინდა - აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის შვილი პაატა, რომელიც შაჰ-აბასმა მოკლა სპარსეთში
ერთაწმინდა კასპის რაიონის სოფელია - მდებარეობს სოფელ ახალქალაქის ზემოთ. ამ სოფელში დგას წმინდა ესტატეს სახელობის ტაძარი (XI-XIIსს). სოფლის სახელიც აქედან მოდის. ეკლესია გიორგი სააკაძის შთამომავალთა საძვალეა. საფლავები დღემდეა შემონახული. ეკლესიის კედელთან დევს საფლავის ქვა მხედრული წარწერით: "აქ ასაფლავია გიორგი სააკაძის შვილი პაატა, რომელიც შაჰ-აბასმა მოკლა სპარსეთში".

ერთაწმინდა ძლიერ სალოცავად ითვლებოდა. შემოუდიოდა დიდძალი შესაწირავი. მის საგანძურში ინახებოდა შაჰ-აბასის ხმალი, რომელიც ოქროთი და ძვირფასი ქვებით ყოფილა მოოჭვილი. ასეთი გადმოცემა არსებობს: ერთხელ შაჰ-აბასი გიორგი სააკაძის თანხლებით გორისაკენ მიდიოდა. შაჰს შორიდან მოუკრავს თვალი ერთაწმინდის ტაძრისთვის და როცა შეუტყვია მისი სასწაულმოქმედი ძალის ამბავი, უბრძანებია, დაანგრიეთო. სპარსელები შესევიან ტაძარს და მისი გუმბათის მოშლა დაუწყიათ. ამ დროს შაჰს თვალთ დაბნელებია და დასძინებია. ძილში უნახავს გოლიათი, რომელსაც მისთვის გულში შუბი დაუმიზნებია. გამოფხიზლებულ შაჰს ეს სიზმარი თანმხლებთათვის მოუყოლია.

KARIBCHE

გიორგი სააკაძის ამალიდან გამოსულა ერთი ერთაწმინდელი მოხუცი და შეშინებული შაჰისთვის მოუხსენებია: თუ გნებავთ, თვალის სინათლე დაიბრუნოთ, უბრძანეთ, შეწყვიტონ ტაძრის ნგრევაო. თან განუმარტავს, ის გოლიათი, რომელიც ძილში იხილეთ, სასწაულმოქმედი წმინდა ესტატეაო. ტაძრის ნგრევა შეუწყვეტიათ. შაჰისთვის წმინდა ესტატეს ხატი უჩვენებიათ. უცვნია სიზმრად ნანახი გოლიათი, წამოუძახია: დიდ არს თქვენი წინასწარმეტყველიო და თავისი ხმალი ტაძრისთვის შეუწირავს.



ეკლესიის დასავლეთით მიშენებულ თაღიან სათავსს მთავარანგელოზისას უწოდებენ. მის კედელში გამოჭრილია ოთხკუთხა ხვრელი, რომელშიც გაყრილი ყოფილა ჯაჭვი "დადიანური". ერთაწმინდობას აქ მოჰყავდათ სულით ავადმყოფები. ჯაჭვით შეკრავდნენ, სკამზე დასვამდნენ და ჯაჭვის ორივე ბოლოს კედელში გაუყრიდნენ. მეორე დღეს ავადმყოფს აუშვებდნენ და ისიც განკურნებული მიდიოდაო.

ბეჭდვა
1კ1