ფოკა - ადგილი, საიდანაც წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა
ფოკა - ადგილი, საიდანაც წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა
ფოკაში მონასტრის დაარსებას ადგილობრივი მოსახლეობა სიფრთხილით შეხვდა, მაგრამ ღვთის შეწევნითა და წმინდა ნინოს ლოცვით, მონასტრები გაძლიერდნენ, დამკვიდრდნენ და აქაურობის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.

იმ წმინდა ადგილს, სადაც წმინდა ნინომ პირველად ფეხი დაადგა საქართველოში და ჩვენება ჰქონდა, ფოკა ეწოდა. იგი ზემო ჯავახეთში, საქართველოს ყველაზე დიდი ტბის - ფარავნის პირას მდებარეობს. მისი ჰავა მეტად მკაცრი და სუსხიანია. ზამთარში ყინვა -37 გრადუსამდეა, საშუალო ტემპერატურა კი -20 გრადუსია. კლიმატური პირობების გამო მონასტერი ექვსი თვის განმავლობაში - ნოემბრიდან მაისამდე სრულიად მოწყვეტილია გარე სამყაროს.
საქართველოში წმინდა ნინოს მოღვაწეობის და მიცვალების ადგილებში ოდითგანვე არსებობდა მონასტრები, ხოლო მისი შემოსვლის ადგილი ულოცველად იყო მიტოვებული.

KARIBCHE

ამიტომ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 1989 წელს დაარსდა ფოკის წმინდა ნინოს მამათა, ხოლო 1992 წელს, ფოკის წმინდა ნინოს დედათა მონასტრები. მონასტრების დამკვიდრება დიდი გაჭირვებით მიმდინარეობდა. გარდა მძიმე კლიმატური პირობებისა, აქ სხვა სირთულეებიც იყო. ამიტომაც გვინდა მოკლე ისტორიული მიმოხილვა გავკეთოთ.

KARIBCHE

XVII საუკუნემდე ჯავახეთი, ისევე როგორც სრულიად საქართველო ქრისტიანული იყო, მაგრამ 1625  წელს იგი ოსმალეთმა დაიპყრო და 200 წელი იბატონა. ამ ხნის განმავლობაში ამ რეგიონის ქართველებმა დაკარგეს თავიანთი სარწმუნოება და გამაჰმადიანდნენ. 1828 წელს ჯავახეთი საქართველომ რუსეთის დახმარებით კვლავ დაიბრუნა, მაგრამ გამაჰმადიანებული ქართველები ოსმალეთში გადაიხვეწნენ და ეს მხარე დაცარიელდა. რუსებმა აქ სომხები ჩამოასახლეს, რომლებიც დამკვიდრდნენ, მომრავლდნენ და ამჟამად აქ სახლობენ.

KARIBCHE KARIBCHE

ტრადიციულად ისინი გრიგორიანული მრწამსის მიმდევრები არიან. აი, ამ მძიმე ისტორიული მემკვიდრეობის ფონზე ხდებოდა ამ ორი მართლმადიდებლური მონასტრის დაარსება. მათ დაარსებამდე ფოკაში სხვა მონასტერი არ არსებობდა, მხოლოდ XI საუკუნის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი იყო შემორჩენილი, ისიც ნანგრევების სახით. დაარსებისთანავე მონასტერში აღდგა ღვთისმსახურება, რომელიც ამ მხარეში სამ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი იყო.

KARIBCHE

ფოკაში მონასტრის დაარსებას ადგილობრივი მოსახლეობა სიფრთხილით შეხვდა, მაგრამ ღვთის შეწევნითა და წმინდა ნინოს ლოცვით, მონასტრები გაძლიერდნენ, დამკვიდრდნენ და აქაურობის განუყოფელ ნაწილად იქცნენ.

KARIBCHE

წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერი ფარავნის პირას, ხოლო დედათა მონასტერი თვით სოფელში მდებარეობს, XI საუკუნის წმინდა ნინოს ტაძრის გვერდით. ამ უძველესი ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები 1997-2000 წლებში მიმდინარეობდა. დღეს ფოკის დედათა მონასტერში 6 მონაზონი მოღვაწეობს.

KARIBCHE

აქვე დაარსდა სოფელ ფოკის საკვირაო სკოლა, სამინანქრო სახელოსნო და ყველის მცირე ქარხანა, სადაც ძველი ჯავახური ტრადიციით, თექვსმეტი სახეობის ყველი მზადდება. წმინდა ნინოს მადლი შეგვეწიოს სრულიად საქართველოს.


ბეჭდვა
1კ1