IX საუკუნის მეორე ნახევრიდან ბანა ქართველთა სამეფოს სატახტო ქალაქად იქცა
IX საუკუნის მეორე ნახევრიდან ბანა ქართველთა სამეფოს სატახტო ქალაქად იქცა

ტაო-კლარჯეთი - ჩვენი ტკივილი



დედაქალაქიდან საკმაოდ დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ ვალეს საზღვარს მივუახოვდით. აქ დაგვხვდა უზარმაზარი წარწერა-თურქეთი. გული სევდით აგვევსო, რადგან თურქეთის ქვეყნისა იქ ვერაფერი შევამჩნიეთ, იგივე ბუნება, იგვე ჰაერი და იგივე ცა. განსხვავება მხოლოდ ფორმალურ მხარეშია. თურქი მესაზღვრეები უკვე შეჩვეულები არიან ქართველების-გურჯების ხშირ სტუმრობას. ერთი ნაბიჯის იქით უკვე სხვა სამყაროში ხარ, სადაც თურქეთის სახელმწიფოს კანონები მოქმედებს და გინდა თუ არა მას უნდა დაემორჩილო. მცირე მანძილის გავლის შემდეგ, ჩვენი ორი მიკროავტობუსი იქაურმა ჟანდარმერიამ ანუ ჩვენებურად პოლიციამ გააჩერა და  თავიდან შეამოწმა თითოეული მგზავრის პასპორტები.

 

KARIBCHE

ვისაც ერთხელ მაინც მოულოცავს ეს მადლიანი ადგილები, დამეთანხმება რომ ტაო-კლარჯეთი სრულიად განსხვავებული საქართველოა. ის საქართველო, სადაც ჩვენი წინაპრები, წმინდა მამები დააბიჯებდნენ.  მათ ნატერფალზე სიარული კიდევ უდიდესი მადლით გვავსებდა. გზადაგზა წარსულის ფურცლები მახსენებდნენ თავს. ძველი ქართული სოფლების აღმნიშვნელი ტრაფარეტები თურქულმა სახელებმა ჩაანაცვლეს.

 

KARIBCHE

 

 


გვახარებს ის, რომ აქაურმა ქართველობამ დღემდე შემოინახეს ქართული ენა, სამშობლოს სიყვარული. თაობიდან თაობას გადასცემენ საქართველოს სიყვარულს. ახლა კი ბანას ტაძარის შესახებ მინდა გითხრათ.


ბანა

ეს დიდებული ტაძარი ჭოროხის ხეობაში, მდინარე ბანის მარჯვენა ნაპირას მდებარეობს. ამჟამად თურქეთის საზღვრებშია "ფანაკის" სახელწოდებით. ფანაკის ჭეშმარიტ ქართულ სახელად უფრო ბანა ჩანს. "ქართლის ცხოვრებაში" ყველგან ბანა გვაქვს"...მოერთვის ჭოროხს მდინარე ბანა-ფანასკერტისა, გამომდინარე ყალნუ მთისა და მომდინარე აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. ...ამ წყალზედ, მთაში არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს". VII საუკუნის შუა წლებში აქ ააშენეს დიდი ტაძარი. ადარნასე II-ის დროს (881-923) დაარსდა ბანის საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადაკეთდა.

KARIBCHE


IX საუკუნის მეორე ნახევრიდან ბანა, ქართველთა სამეფოს სატახტო ქალაქად იქცა. სუმბატ დავითის ძე (XI საუკუნის I ნახევრის მემატიანე) იხსენიებს ბანას IX –X სს. ამბების მოთხრობისას: ადარნასემ, ქართველთა მეფის - დავით ბაგრატიონის ძემ, ”აღაშენა ბანა ხელითა კვირიკე ბანელისათა, რომელი - იგი იქმნა პირველ ეპისკოპოს ბანელ”. ”მატიანე ქართლისაის” მიხედვით, ბანაში დაიწერეს ჯვარი 1030 წლის ახლო ხანებში ბაგრატ IV-მ და ბიზანტიელმა ელენემ. ბანას ეკლესიაში იმარხებოდნენ ერთ დროს ბაგრატიონები; უკანასკნელად იქ დაასვენეს ვახტანგ IV (1442-1445) და მისი მეუღლე სითი-ხათუნ, ფანასკერტელის ასული. ვახუშტი ბატონიშვილი ასე აღწერს ბანას: ”ამ წყალზედ (ბანა-ფანასკერტის წყალზე), მთაში, არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს. აქ არს ეკლესია გუნბათიანი, დიდი, შვენიერად ნაგები, კეთილ-შვენიერ ადგილს, აღაშენა მეფე ადარნესემ, და დაფლულ არიან მეფენი, იჯდა ეპისკოპოზი მწყემსი ფანასკერტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისისა და ნარუმაკისა (ნარიმანისა) და აწ არს ცალიერი”.

 

KARIBCHE

 

1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ეკლესიის გარშემო რუსის ”ოტრიადი” იდგა. ასევე თავისი ბანაკი ჰქონდათ იქ ოსმალებსაც. ყირიმის ომის დროს ბანა ციხედაც კი გადუქცევიათ. 1881 წელს, როდესაც დ. ბაქრაძემ ნახა ბანას ტაძარი, მას მხოლოდ გუმბათი ჰქონდა ჩამოქცეული.


XIX საუკუნის პირველ ნახევარში ბანა მოინახულა ცნობილმა გერმანელმა მოგზაურმა, სპეციალობით ბოტანიკოსმა კარლ კოხმა, რომელმაც ბანა 1843 წელს ჯერ კიდევ დაუნგრეველი იხილა. "ეს უეჭველად ყველაზე მშვენიერი და დიდებული რამაა, რაც კი მსგავსი რამ მინახავს ოდესმე მთელს აღმოსავლეთში, თუ რა თქმა უნდა კონსტანტინეპოლს არ ჩავთვლით..." ბანა ოლთისიდან 33, ხოლო არტაანიდან 79 ვერსის მანძილზეა. 1889 წელს ფანაკში ნაჩვენებია 43 კომლი, ხოლო "დავთრის" დროის ფანაკში 36 კომლია (აქედან ორი კომლი მუსლიმია). ამ პერიოდში ფანაკს შეწერილი ქონია გადასახადი 30 000 ახჩის ოდენობით.  ბანას ხუროთმოძღვრების კვლევა, რეალურად, ექვთიმე თაყაიშვილმა დაიწყო.


”1907 წელს, როდესაც მეორეჯელ ვინახულე ბანა, - წერს ექვთიმე თაყაიშვილი, - სურათი კიდევ უფრო სამწუხარო იყო”. 1917 წელს ბანა ნახა ექ. თაყაიშვილის ექსპედიციის წევრმა ი. ზდანევიჩმა, რომლის სიტყვები ბანას შესახებ, ვფიქრობთ, ზუსტად განსაზღვრავს იმ განწყობას, რომელიც აქ მისვლისას გეუფლება: «არანაკლებ მნიშვნელოვანია პეიზაჟი, რომელიც პენეკს აკრავს. ყველა ფერის - დაწყებული ნაცრისფერითა და ცისფერით, ვიდრე ლაჟვარდოვნამდე და ლურჯამდე, და ვარდისფერით ვიდრე ალისფერამდე და მეწამულამდე - სრულიად შიშველი პლასტები მთებისა და ბორცვებისა ქაოსად ისეა არეული, რომ მათ შუა აღმართული ტაძარი ყოფს ლურჯ ფერებს წითელი ფერებისაგან, გადაიტანს რა პირველს მარცხნივ, მეორეს კი დასავლეთით. და დავიტირეთ რა ნანგრევები, ოლთისამდე ჩვენ იმ მიწაზე მივდიოდით, რომელიც სისხლით იყო გაპოხილი». მართლაც, მშვენიერია ტაოს ბუნება ჭრელ-ჭრელი და მკვეთრი ფერადოვანი მთებით, ხოლო მათ შუა «ამოზრდილია» ბანა, როგორც გვირგვინი ამ დიდებული ბუნებისა.

 

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler