დმანისის სიონის ღვთისმშობლის ხატს განუკურნავს უფლისწული გიორგი
დმანისის სიონის ღვთისმშობლის ხატს განუკურნავს უფლისწული გიორგი

დმანისის სიონის ღვთისმშობლის ხატი


დმანისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მდებარეობს ქალაქის (ნაქალაქარის) ცენტრში. ტაძრის მთავარი სიწმინდე ღვთისმშობლის ხატი ყოფილა.

დმანისის სიონის ღვთისმშობლის ხატს განუკურნავს უფლისწული გიორგი:

"ქართლის ცხოვრების" მიხედვით, -"ხოლო მეფე (დავით ულუ) არა წარსულ იყო სიბასა, შეედვა სალმობა მუცლისა ძესა მისსა პირმშოსა გიორგი, რომელი სიკეთე - აღმატებულობითა სავსე იყო. გაგრძელდა სალმობა ესეზომ, რომელ კნინღა მკვდარ საგონებელ იყო, და იდვა უხმარად, უძრავად, სულითა აღმომფშვინველი და მითცა ძლით. ამად მწუხარებასა და უღონოებასა რა მოეცვა მეფე და ყოველნი მკვიდრნი საქართველოსანი, მოეხსენა მეფესა, დმანისისა ღმრთისმშობელი და წარვიდა წინაშე მისსა წარმოაჩინა ვითარ ყოველი უხმარითა ფერხითა მოჰყვებოდეს და მოეგებოდეს, მხურვალითა ცრემლითა წყალობად მათდა აღძრვიდეს.

KARIBCHE

მაშინ მოისმინა ვედრება მათი წმიდათა უწმიდესისა ღმრთისმშობელმან, და მყის შეხებასავე თანა, და პირსა ზედა შეხებასა, თვალი აახუნა სწრაფლ და ვითარცა უვნებელი წარმოჯდა. იხილეს ესე მეფეთა და ყოველტა მკვიდრთა საქართველოსათა, განკვირდეს ანაზდათასა ამას საკვირველებასა ზედა ყოვლადწმიდისსა და ადიდებდეს ყოველნი ღმერთსა". სიგელზე გამოსახულ დმანისის ღვთისმშობელის ხატს აქვს წარწერილი სავედრებელი:

KARIBCHE

"ეჰა შენ, დედოფალსა დედასა მიუაჩრდილებელისა მის ყოველთა მეუფისასა! რად უსიტყველ ხარ ჩვენდა მომართ მსწავლელსა სინანულისსა ძალთათა მათ ზეცისასა თვითებასა საზღვარსა მიუწდომელსა სასუფევლისასა სამოთხისა, დედუფალსა უძლეველსა ცათა და ქუეყანისასა". შეწირულობათა სიგელი გვამცნობს: "ამას ყოველსავე დმანელ მთავარეპისკოპოსზე აღიარებდეს ვინგინცა ვინ იყოს და ანუ ვინგინცა ვინ იქნებოდეს და წმიდასა და ცათა მობაძავსა ტაძარსა თქუენსა მოახმარებდეს. გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ_ვეზირნი და მოსაქმენი და დმანისისა ხევის და საბარათიანოს. თქუენცა ასე დაუმტკიცეთ".

შეგვეწიოს დმანისის ღვთისმშბლის მადლი!

აქვე წაიკითხეთ: დმანისის სიონი

ბეჭდვა
1კ1