ღვთის შეწევნით და ღირსი იოსებ ალავერდელის მეოხებით ყველა სიძნელე იძლეოდა
ღვთის შეწევნით და ღირსი იოსებ ალავერდელის მეოხებით ყველა სიძნელე იძლეოდა
ღირსი იოსებ ალავერდის სახელობის მამათა მონასტერი

გვესაუბრება ღირსი იოსებ ალავერდელის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმონაზონი იოსები (ღვინიანიძე):

- ღირსი მამა  იოსებ ალავერდელი ცამეტ ასურელ მამათაგანია, რომელნიც  ღვთისმშობლის  კურთხევით  მოვიდნენ  საქართველოში იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით. მოვიდნენ, რათა ბერმონაზვნური ცხოვრება აეღორძინებინათ. იმ დროს საქართველოში მონაზვნური წესით მცხოვრები ადამიანები უკვე იყვნენ. მათი აქ ჩამოსვლით კი მოხდა მონაზვნური წესით  მცხოვრებთა გამრავლება.  "უდაბნოების ქალაქებად ქცევა". ისინი მოძღვრის კურთხევით  ქართლ-კახეთში გაიფანტნენ.      

კავკასიის მთების ძირში ალაზნის გაშლილი ველის უკიდურეს დასავლეთით მოვიდა და დაემკვიდრა  ღირსი მამა იოსები. ალაზნის ჭალაში გაუვალ უღრან ტყეში დაიწყო მან ცხოვრება. სახელი ალავერდი - ამ სახელთან დაკავშირებით მრავალი აზრია გამოთქმული. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, ეს ადგილმდებარეობასთან არის დაკავშირებული. ზოგი მას ბალახის სახელთან აკავშირებს, რომლიც აქ გავრცელებული იყო.

ერთხელ  ღირს მამა იოსებს ტყეში გადაეყარა ადგილობრივი მთავარი,  რომელიც ნადირობდა. მაშინ გაცხადდა მისი აქ ყოფნა და დაიწყეს მასთან  ერთად ცხოვრების მსურველთა  სვლა. ასე დაარსდა მონასტერი. აშენდა  მცირე ტაძარი წმინდა გიორგის სახელობის.  ღირსი მამის დროსვე დაარსდა კათედრა და პირველი მღვდელმთავარი ღირსი მამა იოსებ ალავერდელი იყო. ის იყო მონასტრის პირველი წინამძღვარიც. მას შემდეგ  იწოდებიან ალავერდელი მღვდელმთავრები ამბა ალავერდელად, როგორც მონასტრის წინამძღვარნი.
მეთერთმეტე საუკუნეში კახეთის მეფე  კვირიკე დიდის  დროს აშენდა ეს დიდებული ტაძარი, რომელიც ანცვიფრებს მნახველს თვისი სიდიადით, სილამაზით, სიმსუბუქით, გრანდიოზულობით. კახეთის შემოერთების შემდეგ, დავით აღმაშენებელმა  გუმბათი დაადგა  და დაასრულა ტაძარი. ამის  გამო ალავერდი ერთიანი საქართველოს სიმბოლოდ იქცა.   

ალავერდიდან დაიწყო კახეთის აჯანყება სპარსელების წინააღმდეგ  ბიძინა, შალვა და ელიზბარის მეთაურობით. და განიდევნენ სპარსელები კახეთიდან. ამიტომ არის  ასე ძვირფასი ქართველისთვის ალავერდი. ბევრი სიწმინდე ინახება ალავერდში. ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა მაცხოვრის  ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, რომელიც ღირს მამასთან ერთად არის დასვენებული. ბოლო არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა დაადგინა ღირსი მამის საფლავის ადგილი. გამოკვლევები არ არის ბოლომდე დასრულებული. აქ ალავერდში არის დაკრძალული დიდ მოწამე დედოფალი ქეთევანის წმინდა  ნაწილები, რომელიც ტრაპეზის ქვეშ ასვენია. მონასტერმა გამოიარა ლეკიანობა, რუსეთის იმპერიის ბატონობის ხანა, საბჭოთა პერიოდი, რომელიც ყველაზე მძიმე პერიოდი იყო მონასტრისთვის - დევნა, შევიწროება აქ მოღვაწე მონაზვნებისა. დარბევა მონასტრის, გაძარცვა. საეკლესიო ნივთები, ხატები, ჯვრები და სხვა ძვირფასეულობა მაშინდელი მთავრობის მიერ ყაჩაღურად იქნა გატანილი.  ამ მოვლენებს მსხვერპლად შეეწირა მაშინელი ეპისკოპოსი პიროსი, ცემაში მოკლეს იმის გამო, რომ არ დათანხმდა ნებაყოფილობით ჩაბარების აქტზე ხელი მოეწერა. " ნატანჯი მონასტერიო," - თქვა მეუფესთან საუბარში  ერთმა სტუმარმა მეუფემ, რომელიც აქ მოღვაწეობდა ადრე. მართლაც ბევრი ტანჯვა, ვარამი  გამოუვლია თოთხმეტი საუკუნის განმავლობაში.

KARIBCHE

ასეთი  მონასტერი დახვდა მეუფე დავითს, ამბა ალავერდელ მიტროპოლიტს. იყო 1993 წელი. ახლა ძნელი წარმოსადგენია თუ რა მდგომარეობა იყო მაშინ შევიწროებული, დამცირებული, გაპარტახებული და შეურაცხყოფილი. მონასტრული ცხოვრება აქ აღარ არსებობდა. ყველაფერი თავის დინებაზე იყო მიშვებული. დრო იყო ისეთი ვერც ვერაფერს  გააკეთებდი.
აღწერა იმისა თუ რა ხდებოდა ძალიან ძნელია.

ღირსი მამის დღესასწაული აღინიშნებოდა მონასტრისთვის შეუფერებელი წესით. მონასტრის ეზოში იშლებოდა სუფრები, იკვლებოდა საქონელი. დღესასწაულის ლოცვით აღნიშვნას  ნაკლებად ვინ ფიქრობდა. ეს სუფრები ღრეობად იყო ქცეული და არანაირი კავშირი არ ჰქონდა დღესასწაულთან. ბევრჯერ ჩხუბით და დავიდარაბით მთავრდებოდა.

ხალხს დაკარგული ჰქონდა შეგნება იმისა თუ როგორ უნდა მოპყრობოდნენ სიწმინდეს და უმეცრებით თავს იდებდენ დიდ ცოდვას. ამის მოთმენა და უმოქმედოდ ყოფნა მეუფისთვის მიუღებელი იყო.

***
ეპარქიაში მოსვლის დღიდან მისი ყოველდღიური საფიქრალ - საზრუნავი ეს იყო, როგორმე დაძრულიყო ყველაფერი მკვდარი წერტილიდან და რამე შეცვლილიყო. შეცვლილიყო პირველ რიგში გარშემო მყოფთა ცნობიერებაში.  როცა დაიწყო სასიკეთო ცვლილებები, დიდ წინააღმდეგობას ვაწყდებოდით. ვერ ხვდებოდნენ არ ესმოდათ თუ რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო. როცა მეუფე იწოდება ამბა ალავერდელად  და წინამძღვარია  მონასტრის, მეუფისთვის მონასტერში მონასტრული ცხოვრების არ  ყოფნა დაუშვებელი იყო. მეუფის თვრამეტწლიანი ეპარქიაში მსახურების განმავლობაში ზრუნვა  ამაზე  არ შეწყვეტილა.  ყოველდღიური რუდუნებით, ღვთისადმი ვედრებით და იმედით  გადიოდა ყოველი დღე. 2005 წელს   თბილისის ნათლისმცემლის მონასტრიდან მეუფემ ალავერდში ორი მონაზონი გადმოიყვანა. დადგინდა ტიპიკონი და იწყო ცხოვრება მონასტერმა თავისი წეს-განგებით.

მას შემდეგ   მონასტერს არ  შეუწყვეტია მოქმედება, ყველაფრის თავიდან დაწყება  რთული და ძნელი იყო. მეუფისაგან დიდ შრომას და ენერგიას მოითხოვდა - სულიერს თუ ფიზიკურს. ყველაფერი საბრძოლველი და საშრომი იყო,  მაგრამ მეუფის ლოცვით მოზიდული მადლი, ღვთის შეწევნით და ღირსი მამის მეოხებით ყველა სიძნელე იძლეოდა. ექვსი წლის გამავლობაში ბევრი რამ შეიცვალა სასიკეთოდ.  

მოწესრიგდა გარემო, დალაგდა, დაწყნარდა. ყველაფერმა თავისი ადგილი დაიკავა. მონასტრის ცხოვრების წესიც გაიმართა, თავის რითმში ჩაჯდა. მონასტერი ცოცხალი ორგანიზმია, ერთობაა მრავალი  სულის ერთ სხეულში. მონასტერში, სადაც თავი მონასტრის სულიერი მამა  წინამძღვარია, მისი სხეულის ნაწილები კი მონასტრის წევრები. ერთ სხეულში მრავალი სული ერთი აზრით, მიზნით არის გაერთიანებულები. აქ მოვიტან, მეუფის, ჩვენი წინამძღვრის მინაწერს ერთ ერთი მორჩილის რვეულზე,  რაც სრულად გამოხატავს ჩვენი ერთობის არსს, მიზანს და მოწოდებას. " ღვთის შეწევნითა და კურთხევით ჩვენ ისეთ ცხოვრებას ვიწყებთ რაზეც  მამები ამბობენ - ანგელოზთა სადარი და  მტრისა განმაცოფებელი  გზა ეკლიანი და ვიწრო. უსისხლო მოწამეობის-მორჩილების. " მე გამოგირჩიეთ და არა თქვენ ,"- ამბობს უფალი. " რომელიც შემომიდგეს ბნელსა არა ვიდოდეს"... განსაცდელი მრავალია, ბრძოლა ძნელი. მხედართმთავარი - უძლეველი გვყავს ქრისტე. მას უერთგულე. ჯილდო ერთია, ბრწყინვალე,   მათთვის ვინც დაითმენს...". ერთგულება მოძღვრის გზაა ჩვენი სულის ცხონების, რომელიც გადის  მის უცილობელ მორჩილებაზე და რათა გვერდში ვედგეთ და ვუმსუბუქებდეთ მას ჯვარს  წინამძღვრობისას.

***
ტკივილი და გულისტკენა ბევრი აქვს მეუფეს  ჩვენგან ურჩობით. სხვათაგან როცა არ ესმით მისი და ეწინააღმდეგებიან მას ბევრ მის  წამოწყებაში. მონასტერი ოჯახია, სადაც სიხარულიც ბევრია და მწუხარებაც. " ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ეს ყოველივე შეგეძინოს თქვენ ". ასე ვცდილობთ ვიცხოვროთ.

უფალი ყოველივეს კეთილად და სიბრძნით განაგებს. ყველაფერში მისი ხელი ჩანს - ჩვენი მონასტრის ცხოვრებაში. ყველაფერს დროულად  გვაძლევს მწუხარებას მოგვივლენს თუ გვანუგეშებს, სიყმილში  გვამყოფებს თუ დაგვაპურებს.  უფალი გვანუგეშებს, ანუგეშებს მეუფეს იმით, რომ მისი დაფარული სულიერი შრომა და ღვაწლი ხორცს ისხავს და ხილული ხდება. მრავლდება მონატრის საძმო. სულ ცოტა ხნის წინ ორი მორჩილი აღკვეცა მეუფემ. მამა ზოსიმე და მამა გერასიმე. დაგვიბრუნდა ძმა წასული მონასტრიდან  "დაკარგული კრავი ".

იზრდება მონასტერში ყოფნის მსურველთა რაოდენობა. მეუფე არავის არ უკარგავს მსურველთაგანს მონასტერს შეეწიონ რაიმეთი, თვისი შრომით, ცოდნით, შეძლებით. მიდგომა მისი ესეთია, საქმე უნდა აკეთოს საქმის მცოდნე ადამიანებმა, პროფესიონალებმა. ამიტომაც  მის ყოველ წამოწყებულ საქმეს მონასტერში რესტავრაცია იქნება ეს თუ მეღვინეობა, მეფუტკრეობა თუ მემინდვრეობა, ყველაფერს  მცოდნის ხელი ატყვია.

***
მონასტერში რესტავრაცია ჩაუტარდა საეპისკოპოსო სასახლის უნიკალურ შენობას. სარესტავრაციო  სააგენტოს მიერ მოხდა ამის დაფინანსება. აღდგა მეთერთმეტე საუკუნის ისტორიული მარანი. აღდგა სრულად ფუნქციურად, სადაც უკვე მეოთხე წელია  ქვევრებში ყენდება ღვინო ძველი ტრადიციული წესით, რამაც დიდი ბიძგი მიცა   მხარეში ამ საქმის აღორძინებას. ჩვენმა წარმატებამ  ბევრ სპეციალისტს თუ ამ საქმის მოყვარულს იმედი გაუჩინა, რომ ამ საშვილიშვილო საქმეს  ეშველება და გაქრობა, გადაშენება არ ემუქრება. ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯები გადაიდგა.

ეკლესია, როგორც ყოველთვის, ეროვნული ღირსების, თვითმყოფადობის დამცველი, დღესაც ამისთვის იღწვის ყველა მიმართულებით. ის რომ ეს ყველაფერი აქ დაიწყო და მეუფე უდგას ამ  ყველაფერს სათავეში, კანონზომიერად მიმაჩნია. სხვანაირად არც შეიძლებოდა თუ არა ალავერდში.  აბა სად უნდა დაწყებულიყო ამ საქმის აღორძინება, მეღვინეობის ტრადიციულ კუთხეში და მონასტერში.  არქეოლოგიურმა გათხრებმა აღმოაჩინა VIII-XI საუკუნეების ორი მარანი. " უფალი მდაბალს მისცემს მადლს" - ეს მეუფეზე სრულდება - მდაბლად და მოთმინებით მსახურებისათვის და იმ სიყვარულისათვის, რითიც  სავსეა და უხვად გასცემს - იგი ყოველ საქმეს სიყვარულით აღასრულებს.

***  
მარნის აღდგენაში დაგვეხმარა კომპანია "ბადაგონი", მათი ხელმძღვანელობა. ღმერთმა  დალოცოს ეს ადამიანები. თუ არა მათი დახმარება, სხვანაირად მარნის აღდგენა ვერ მოხერხდებოდა. მასში ხომ დიდი  შრომა  ჩაიდო. ასევე გვეხმარებიან ისტორიული, ნანგრევებად გცეული, პალატად მოხსენებული შენობის აღდგენაში, სადაც განთავსდება სიძველეთსაცავი. აქ დაცული იქნება ის საეკლესიო სამსახურო ნივთები, ხატები, რომელიც თავის დროზე წინა საუკუნის დასაწყისში გაიტანეს ჩვენი მონასტრიდან, სხვა ეკლესიებიდან და ახლა სხვადასხვა მუზეუმებშია გაფანტული. აქ მათი შენახვის, დაცვის, ტემპერატული რეჟიმის, კლიმატის დაცვის პირობა  შეიქმნება. მოეწყობა სასტუმრო  მეცნიერთათვის, რომელთაც საშუალება ექნებათ აქ მუშაობის. იქნება ლაბორატორიები და სახელოსნოები ექსპონატებთან  სამუშაოდ. ქალბატონი მეცნიერებისთვის იგეგმება მონასტრის გარეთ სასტუმრო სახლის აშენდება. მესამე წელია რაც მშენებლობა მიმდინარეობს. თითქმის დასრულებულია, მაგრამ ამ საერთო შეჭირვებამ შეგვაფერხა. ღვთის წყალობით, იმედი გვაქვს, ეს საქმეც  კეთილად  დასრულდება.

***
საქართველო აგრარული  ქვეყანაა, ქართველი კაცი ყოველთვის მიწათმოქმედი იყო.  მონასტერი ამ საქმიანობის აღორძინებით მაგალითის მიმცემია, რათა ხალხში გაჩნდეს  სურვილი  მიუბრუნდეს თავის ძირძველ, მამაპაპისეულ საქმიანობას. მაგალითის მიცემა იყო მეღვინეობის აღორძინება, მონასტერში  
მარნის აღდგენა. ასევე ის, რაც საფუტკრე მეურნეობის შექმნით გაკეთდა.  სავაჭრო პალატამ  თავის ყოველწლიურ შემაჯამებელ კონკურსში ერთ-ერთ  გამარჯვებულად დაგვასახელა  და  2010 წელს გადმოგვცეს სპეციალური დიპლომი მაღალ ესთეტური მეურნეობის შექმნისთვის.  
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტმა ილია II-ემ, მეუფე  დავითი საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის ცენტრის თავჯდომარედ დანიშნა. ალბათ ამ  მიმართულებით მისი ესეთი ენერგიული მუშაობის გამო.
რაც შეეხება მეფუტკრეობას, მართლაც სამაგალითოა. ვცდილობთ დავნერგოთ მეფუტკრეობაში თანამედროვე მეთოდები. ინტერნეტით  ვგებულობთ თუ რა სიახლეებია მეფუტკრეობაში და ვცდილობთ დავნერგოთ ჩვენთვის მისაღები და საჭირო. საფუტკრე მეურნეობას ქვია " თაფლიკაცი " აქ დასაქმებულები არიან  ერის ადამიანები,  მრევლი. გვაქვს თანამედროვე მოწყობილობა, დანადგარები. თაფლის დაწურვის, ცვილის გამოსარჩევი, ფიჭის საბეჭდი. საფუტკრეში ვგეგმავთ შეხვედრებს  მეფუტკრეებთან, სკოლის მოსწავლეებთან  შემეცნებით ტურებს. მუშავდება მეფუტკრეობის ელექტრონული პროგრამა, რომელიც   შეუმსუბუქებს შრომას მეფუტკრეს და  უფრო ნაყოფიერს გახდის მას.
მოგვყავს მარცვლეული კულტურები. ვცდილობთ ქართული ჯიშების დანერგვას და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის დამზადებას. ვფიქრობთ მებაღეობის, მეხილეობის განვითარებას. აქაც აქცენტი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე იქნება. ვგეგმავთ მესაქონლეობას. მეუფისთვის მთავარია,  კარგი მაგალითი მივცეთ სხვებს. ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო. ჩვენი მიბაძვით თუ ბევრი მიმდევარი გაგვიჩნდა ეს იქნება ჩვენი საერთო გამარჯვება.

მონაზვნისთვის კი მთავარი  საქმე სულიერი, დაფარული ღვაწლია, საკუთარ ცოდვებზე ტირილი. ღმერთმა ეს შეგვაძლებინოს მეუფის ლოცვით.












-











ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
24.02.2023
წმინდა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში
წმინდა მიწა - იერუსალიმი და მისი შემოგარენი - თავისკენ გვიზიდავს ისე, როგორც არც ერთი სხვა ადგილი მთელ პლანეტაზე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler