ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში მრავალი სიწმინდეა დაბრძანებული
ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში მრავალი სიწმინდეა დაბრძანებული
ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში მრავალი სიწმინდეა დაბრძანებული. მათ შორის არის წმინდა ქეთევან წამებულის  ხატი (ხატმწერი ქეთევან ხაჟომია) წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილით. აგრეთვე დაბრძანებულია ივერის ღვთისმშობლის ხატი, რომლის წინაშეც ლოცულობდა წმინდა ქეთევანი.

წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარი უძველესი წარსულის მქონეა. გადმოცემის მიხედვით, ტაძარი წმინდა ილია ჭავჭავაძეს საკუთარი ხარჯებით დაუსრულებია.  ავჭალის გავლით საგურამოში მიმავალი წმინდა მამა, მშენებარე ტაძრის მდგომარეობით დაინტერესებულა და მის დამთავრებაში  საკუთარი წვლილიც შეუტანია. ტაძარში ღვთისმსახურება კომუნისტური რეჟიმის დამყარებამდე მიმდინარეობდა. ტაძრის ერთ-ერთი წინამძღვარი  დეკანოზი ნიკიფორე კანდელაკი ყოფილა, რომელსაც ტაძრის ტერიტორიაზე საკვირაო სკოლაც ჰქონდა გახსნილი. მას ღვთისმსახურებაში  დიაკვანი გიორგი ეხმარებოდა. საბჭოთა ხელისუფლების დროს ტაძარი ჯერ საწყობად, შემდეგ კინოთეატრად, ასევე  ბიბლიოთეკად გადაუკეთებიათ.

KARIBCHE

ყოვლადწმინდა ღვთისმშპბლის ხატი, რომელთანაც წმინდა ქეთევან დედოფალი ლოცულობდა



ტაძრის აღდგენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ამავე ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ გიორგი რაზმაძეს, მის სულიერ შვილებს. ხეების გაკაფვის დროს შვიდი მათგანის მერქანში აღმოჩნდა ჯვრის გამოსახულება. ჯვრის გამოსახულებები ტაძარშია დაბრძანებული.

უწმინდესის ლოცვა-კურთხევით,1998 წელს,  ტაძარი ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა აკურთხა. ტაძარში მრავალი სიწმინდეა დაბრძანებული. მათ შორის არის წმინდა ქეთევან წამებულის  ხატი (ხატმწერი ქეთევან ხაჟომია) წმინდა ქეთევანის წმინდა ნაწილით. აგრეთვე დაბრძანებულია ივერის ღვთისმშობლის ხატი, რომლის წინაშეც ლოცულობდა წმინდა ქეთევანი.

წმინდა ქეთევანის მადლი შეგვეწიოს ჩვენ და სრულიად საქართველოს.



ბეჭდვა
1კ1