ლეთეთის ღვთისმშობლის შობის ტაძარი
ლეთეთის ღვთისმშობლის შობის ტაძარი
ღვთისმშობლის შობის ტაძრის მიმართ მოსახლეობას განსაკუთრებული მოკრძალება აქვს.


ჩვენი წინაპრები ღრმად მორწმუნენი და ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების დამცველები რომ იყვნენ, ამაზე დღემდე შემორჩენილი უძველესი ეკლესია-მონასტრებიც მეტყველებს. ბევრმა მათგანმა დროს ვერ გაუძლო და ნანგრევების სახით კვლავაც შემოგვღაღადებენ - თანამედროვეებისგან, ჩემგან და შენგან  ითხოვენ  დახმარებას, რათა მომავალი თაობებიც აზიარონ ჭეშმარიტებას, ღვთისა და მოყვასის სიყვარული მეტად გაგვიღრმავონ.

KARIBCHE

ტაძრის გუმბათი ჩამონგრევის პირასაა

ქარელის რაიონში მრავალი მოქმედი და აღსადგენი ეკლესიაა. მათ შორის არის  სოფელ ლეთეთში მდებარე ღვთისმშობლის შობის სახელობის უძველესი ტაძარი. ღვთის შეწევნით და მეუფე იობის ლოცვა-კურთევით, წელს ამავე ტაძართან მამათა მონასტერი დაფუძნდა. მონასტრს იღუმენი ექვთიმე (ბერაძე) წინამძღვრობს.  მამა ექვთიმეს ძალისხმევით აქ  საცხოვრებელი სენაკებიც აშენდა. მისივე ძალისხმევით აშენდა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი. იგი მოქმედია და სოფლის მოსახლეობა ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარება.

KARIBCHE

მამა ექვთიმე (ბერაძე)

ამ სოფელთან არის დაკავშირებული მაკარი ლეთეთელი, IX საუკუნის ქართველი მწიგნობარი, გიორგი გრძელის ძე.  სავარაუდებელია, რომ იგი იყო მაწყვერელი ეპისკოპოსის ეფრემის ნათესავი და გრიგოლ ხანძთელის მოწაფე. მოღვაწეობდა იერუსალიმში, საბას ლავრაში. მაკარი ლეთეთელი პირველი ქართული თარიღიანი ხელნაწერის "სინური მრავალთავის" (864) შექმნის ინიციატორი და ალბათ მისი ერთ-ერთი გადამწერი იყო. ტექსტის ის ნაწილი, რომლის გადამწერადაც ივარაუდება მაკარი ლეთეთელი, მარტივად და უსამკაულოდ არის შესრულებული. ტექსტი განაწილებულია ორ სვეტად, ნაწერი ფართოა და მკაფიო, დაწერილია თანაბარი მრგლოვანი ასოებით.

KARIBCHE

როგორც მამა ექვთიმემ საუბრისას აღნიშნა, განსაკუთრებული მოკრძალება და მორიდება აქვს მოსახლეობას ღვთისმშობლის შობის ტაძრის მიმართ. როგორც სოფლის უხუცესები ამბობენ, ტაძართან ახლოს ნაგუბარი წყალი ყოფილა. ამ წყალს თურმე სამკურნალო თვისება ჰქონდა. ადგილობრივ მცხოვრებთ თვალების პრობლემა  რომ  ჰქონდათ,  თვალებში წყალს ისმევდნენ  და შედეგიც არ აყოვნებდა. ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი ძველ საძირკველზე, შირიმის ქვით შენდება.  მშენებარე ტაძარში ღვთისმშობლის სახელზე პარაკლისებიც ტარდება. 

მოკლე ხანში ტაძარი თუ არ გადაიხურა (გადახურვას დაახლოებით 5000 ლარი სჭირდება), შეიძლება სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს.  
გთხოვთ შეეწიოთ ლეთეთის ღვთისმშობლის შობის სახელობის მშენებარე ტაძარს.

საბანკო ანგარიში GE02TB7822836010300010
მიმღები გიორგი ბერაძე, ტელ.: 5 91 95 94 80
დედა ღვთსმშობელმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!





ბეჭდვა
1კ1