ლეკნარის წმინდა გიორგის მადლი შეგვეწიოს და სიყვარულით აგვივსოს გულები
ლეკნარის წმინდა გიორგის  მადლი შეგვეწიოს და სიყვარულით აგვივსოს გულები
რაჭის კიდევ ერთი უძველესი და მადლიანი ნამონასტრალი მინდა გაგაცნოთ.
ლეკნარის წმინდა გიორგისადმი შეწირულების უკანასკნელი სიგელი გაცემულია 1795 წელს, სოლომონ II-ის მეუღლის, დედოფალ მარიამის მიერ. მთის წმინდა გიორგის ეკლესიის მფლობელობაში შედიოდა მდიდარი საეკლესიო ინვენტარი უძვირფასესი ჯვარ-ხატებით, რომელთა დიდი ნაწილი გასულ საუკუნეში უკვალოდ დაიკარგა.

ნაქერალას მთის დაბლობზე, ოკრიბის გადასახედის მაღალი კლდის თავზე, დღეს ლეკნარის წმინდა გიორგის ეკლესიის მხოლოდ სანახევროდ დანგრეული კედლებიღაა შემორჩენილი. აქედან ხელისგულივით მოსჩანს დიდებული ხვამლის მთა და ოკრიბის თვალწარმტაცი სანახები. ეკლესიამდე მისასვლელი რამდენიმე გზა-ბილიკია. აქ შეიძლება მოხვდეთ სოფელ ძმუისიდან, ზედა შავრიდან, შაორიდან. ყველაზე მოხერხებული გზა სოფელ ნიკორწმინდიდანაა, საიდანაც 8-10 კილომეტრია სავალი.
ბერმონაზვნები აქ IX-X საუკუნეებში უნდა დამკვიდრებულიყვნენ. ასწლეულთა განმავლობაში, თითქმის XX საუკუნემდე  წმინდა გიორგის მონასტერში ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა.  ლეკნარი დღეს უკვე ნატაძრალ-ნამონასტრალია. რაჭის ეპისკოპოსის მეუფე ელისეს ლოცვა-კურთხევით  ამ მადლიან მონასტერში ღვთისმსახურებას პერიოდულად აღესრულება. 

KARIBCHE

ძველად ტაძარი მოიხსენიებოდა როგორც "მთის წმინდა გიორგი" და ითვლებოდა ძლიერ, ყოვლისშემძლე სალოცავად. აქ მოდიოდნენ მლოცველები დასავლეთ საქართველოს ყველა კუთხიდან. ქართველი დიდებულები უხვად სწირავდნენ ყმა-მამულებს და საეკლესიო ქონებას, რის შესახებაც არა ერთი და ორი წერილობითი საბუთი არსებობს. მეტად მნიშვნელოვანია ამ მხრივ მეფე ბაგრატ V -ის (1360-1393წ.წ) მიერ გაცემული სიგელი: "თქუენ წმიდაო გიორგი მთისა, რაგუარიც დავით აღმაშენებლისა და ძისა მისისა დიმიტრისაგან შემოწირული ყოფილიყო, ჩუენ მეფეთ მეფემან ბაგრატ... ხელვყავით ახლად აღშენებად და შემკობად ტაძარს შენსა და გარდავჭედეთ ზეით ტყუივითა და სპილენძითა და მოვჭედეთ ხატნი... შემოვსწირენ მამულნი და გლეხნი სახადს აგარა.., შავორი, ვითა ძველთაგან შავორის მთავარ მოწამე იქი სვენებულიყო, დიდი სოფელი ყოფილიყო შავორი და აოხრებულიყო.. ახლად ხელვყავით აღშენებად... სოფელი შევქმენი და აწ ახლად შემოგწირეთ... თხმორი... ძმუისი ცხრათავითა... კაციეთს მსხდომნი ბულუშაძენი და ზაქარაძენი... წყნორს მითათაშვილეი და ჭლიკაძენი... აგარა... ჭაშლათს ჭუნჭულაძე, ქოთბოძეიძე... ბობოთს ერაძენი... ფონას ნოზბეგანიძე.. სურამი"...

KARIBCHE

ლეკნარის წმინდა გიორგისადმი შეწირულების უკანასკნელი სიგელი გაცემულია 1795 წელს, სოლომონ II-ის მეუღლის, დედოფალ მარიამის მიერ. მთის წმინდა გიორგის ეკლესიის მფლობელობაში შედიოდა მდიდარი საეკლესიო ინვენტარი უძვირფასესი ჯვარ-ხატებით, რომელთა დიდი ნაწილი გასულ საუკუნეში უკვალოდ დაიკარგა.

გადმოცემით, ლეკნარის მონასტერს ჭელიშის სავანე მფარველობდა. ზაფხულობით ბერები მთაში ამოდიოდნენ და მეურნეობას უვლიდნენ, ჰქონდათ სათიბები, ჰყავდათ საქონელი, თავიანთი მონაგარით ქვრივ-ობლებს, სკოლებსა და გიმნაზიებსაც უმართავდნენ ხელს, ზამთრობით კი ბარში, ჭელიშის მონასტერში ბრუნდებოდნენ და იქ განაგრძობდნენ ღვთის სამსახურს. მონასტრიდან დაახლოებით 30 მეტრზე წყაროა, წმინდა გიორგის წყალს ეძახიან. წყაროს ბერების ლოცვით დაუწყია დენა. მონასტრის ეზოში მამათა საფლავებიც ყოფილა, თუმცა ჟამთასვლამ მათი კვალი წაშალა.
ლეკნარის წმინდა გიორგის  მადლი შეგვეწიოს და სიყვარულით აგვივსოს გულები.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat