ჭელიშის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი
ჭელიშის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი
ჭელიშის მონასტერში ინახებოდა უამრავი ძველი ქართული ხელნაწერი. 1902 წელს არქიმანდრიტმა, წმინდა ამბროსიმ (ხელაიამ) ეკლესიის ეზოში აღმოაჩინა აკლდამა, სადაც ინახებოდა "მოქცევაი ქართლისაის" მანამდე უცნობი ხელნაწერის ვარიანტი, შატბერდულზე უფრო ვრცელი.

ჭელიშის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი ქვემო რაჭაში, მდინარე შარეულას ხეობაშია ჩაფლული. როგორც ისტორიიდან ვგებულობთ, ჭელიშის უდაბნო არსებობის ხანგრძლივობით რაჭის ყველა სავანეს აჭარბებს. აქ,  სულ მცირე, ათი საუკუნის განმავლობაში უწყვეტად  გრძელდებოდა ბერმონაზონთა მოღვაწეობა.

სავანიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით, მაღლობზე, კლდეში ნაკვეთი ქვაბებია ბერთა და დაყუდებულთათვის, რაც ერთიანი სამონასტრო ანსამბლის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. გადმოცემით, მიწისქვეშა გვირაბიც კი ყოფილა გამოქვაბულამდე.

KARIBCHE

გიორგი ბოჭორიძე წერს: "ერთი უძველესი ხანის ცენტრთაგანი უნდა ყოფილიყო ჭელიში. იმ ხანის ძეგლი იქ არ შემონახულა. ეკლესია ძლიერ დიდი ხნის აშენებული არ უნდა იყოს. იგი შიგნით და გარეთ გალესილია კირით და არავითარი წარწერა არ ჩანს, ვფიქრობ XIV-XVI საუკუნისაა. უძველესი ხანის არის მხოლოდ მონასტრის გამოქვაბულები ბერთათვის და სადაყუდებულო განდეგილთათვის მაღალ კლდეში. მაგრამ ჭელიში რომ დიდი კულტურის ცენტრი უნდა ყოფილიყო უძველეს ხანაში, ამას ადასტურებს ის ხელნაწერი წიგნები, რომლებმაც მოაღწიეს ჩვენამდე. ერთი ასეთი წიგნთაგანია ეტრატზე ნაწერი ოთხთავი XI საუკუნისა, გადატანილი შემდეგ ხონჭორში. ამ ოთხთავის მინაწერი და მასში დაცული ანდერძი გვეუბნება, რომ ოთხთავი ჭელიშის კუთვნილებაა. იგივე ანდერძი იხსენებს მრავალ ძვირფას ჭედურ მინანქრიან ნივთებს, როელნიც გაუკეთებია ჭელიშისათვის დანიელ ხანბაშურის გაზრდილ ნიკოლოზს. თუ XI საუკუნეში აქ იწერება, იბეჭდება, იმკობა ასეთი შესანიშნავი ძეგლები."

KARIBCHE

ჭელიშის უდაბნოში ბერმონაზონთა დამკვიდრება IX-X საუკუნეებს უნდა მივაწეროთ. ხოლო რაც შეეხება ტაძარს, იმავე ხანაში უნდა აშენებულიყო, რომელშიც პირვანდელი სახე დაკარგა და საფუძვლიანად შეკეთდა - XVI საუკუნის მეორე ნახევარში, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსის მელქისედეკის (საყვარელიძე) ძალისხმევით.

ჭელიშის მონასტერში ინახებოდა უამრავი ძველი ქართული ხელნაწერი. 1902 წელს არქიმანდრიტმა, წმინდა ამბროსიმ (ხელაიამ) ეკლესიის ეზოში აღმოაჩინა აკლდამა, სადაც ინახებოდა "მოქცევაი ქართლისაის" მანამდე უცნობი ხელნაწერის ვარიანტი, შატბერდულზე უფრო ვრცელი. 1637 წელს ჭელიშის მონასტერი იმერეთის მეფე გიორგი მესამემ გელათს გადასცა.

საინტერესო ცნობას შეიცავს 1796 წლით დათარიღებული ბეჟან წერეთლის შეწირულობის წიგნი: "ქ. ნებითა და შეწევნითა ღვთისათა მე ბეჟან წერეთელმა ვიგულე და ვიგულისმოდგინე, ჭელიშის უდაბნოშიდ მივედი და ჩემი აღსარება ღირსსა და პატიოსან მამებს მოვახსენე და წმინდა ღვთისმშობელს შევავედრე სული ჩემი, რომ დამიცვას აერის მცველისაგან...
.... შენმა წინამდეგებმა ბერებმა აღთქმა დამიდვეს, სანამდისი ეს უდაბნო იქნება, მანამდისის წელიწადში თითო წირვა ხარებას არ მოგეშალოსთ...

მოწამე და გამრიგე ამისი ჯერ ღმერთია და კაცთაგან არის ამისი მოწამე წინამძღვარი გრიგოლ, დავით ბერი ჭოხონელიძე, ნიკოლოზი სურღულაზე, ბერი ნეთსაძე, ბესარიონ, მარკოზ, ბერი დავით ნასრაძე, ბერი დიაკვნები, იოსელიანი ნიკოლოზა და სხვები თხუთმეტ თექვსმეტამდისი".

KARIBCHE

ჭელიშის მონასტრისთვის მეფე ერეკლე მეორეს ზარები შეუწირავს. 1819 წლის საბუთით ჭელიშის მონასტერს რაჭის მთელ რიგ სოფლებში 16 კომლი ყმა-გლეხი ეკუთვნოდა. ამის გარდა, რაჭის ქედზე 3000 დესეტინა ტყეც მის მფლობელობაში იყო. ჭელიშის მონასტრის უკანასკენელ ბერს ლევანტი მეტრეველს 1937 წლამდე უცხოვრია უდაბნოში. რაჭის ეპისკოპოსის, მეუფე ელისეს (ჯოხაძე) ლოცვა-კურთევით, რამდენიმე წლის წინ რესტავრაცია ჩაუტარდა  სამრეკლოს, სადაც გარკვეულ დღეებში, ვიდრე ტაძარი აღდგება, წირვა-ლოცვა აღევლინება. ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე რაჭის სამღვდელოება სადღესასწაულო მსახურებას აღავლენს.

მრავალ ღვთისმოშობლის შობის დღესასწულს დაგვასწროს ღმერთმა!


ბეჭდვაელფოსტა
20.09. 2014
zura
am zafxuls gaxldit chelishs martlac saocaria.
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler