მოდით, ერთად ვიმოგზაუროთ ანანურში
მოდით, ერთად ვიმოგზაუროთ ანანურში
ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, სახელი ანანური ანას სინანულთან არის დაკავშირებული

ანანურში ბევრი ჩვენთაგანია ნამყოფი, მაგრამ უმეტესობამ არც კი იცის ამ დიდებული ტაძრისა და თავად სოფლის წარსული. მოდით, ერთად ვიმოგზაუროთ ანანურში.

მამა ნეოფიტე დავითაშვილის ლოცვა-კურთხევით კიდევ ერთხელ ვესტუმრე ანანურს. მამა ნეოფიტე  ანანურის ღვთისმშობლის მიძინების, ასევე მუხრანის ღვთისმშობლისა და ციხისძირის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრების წინამძღვარია.

- ანანურის ციხე-ქალაქის მშენებლობა არაგვის ერისთავების მიერ XIV საუკუნეში დაიწყო. XIV საუკუნიდან  XVI საუკუნის ბოლომდე შენდებოდა თავდაცვითი მნიშვნელობის ნაგებობებიც - გალავანი, კოშკი. ყველაფერი ის, რაც ამ კომპლექსშია განლაგებული. XVII საუკუნის  დასაწყისში კი იწყება სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა. გალავნის შიგნით სამი ტაძარია აგებული.

KARIBCHE

წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია ყველაზე  ძველია -  XV-XVI საუკუნეებშია აგებული. XVII საუკუნეში კი სამრეკლო დააშენეს. შემდეგ აიგო ღვთაების სახელობის ეკლესია.

ყველაზე დიდი ტაძარი - ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა - ბარძიმ მდივანბეგის თაოსნობით 1689  წელს აშენდა ტაძრის ხუროთმოძღვარი საერისთავო საქმეების გამგებელი  ბოქაულთუხუცესი ქაიხოსრო  ბაღსარაშვილი გახლავთ. ტაძრის შესასვლელში ცხრამეტ სტრიქონიანი წარწერაა ამოტვიფრული, რომელიც გვამცნობს ეკლესიის მშენებლობის ამბავს: მე ბოქაულთუხუცესი ქაიხოსრო ბაღსარაშვილი ამ დღიდან რაც შეძლება გვქონდა დღე და ღამე შეუსვენებლად ვმუშაობდით ტაძრის მშენებლობის დროსო. ძილიც არ ეცა ჩვენსა თვალებსაო, ღამეებს ვათენებდით და ღვთისმშობელს ევედრება: "ღვთისმშობელო შენ მექმენ მცველ და მფარველ სოფელსა ამასა შინა კეთილად და სინანულით განვასრულო ცხოვრება ჩემი საუკუნოდ". აგრეთვე წერია "მოვედით კურთხეულნო ღვთისშვილნო და დაემკვიდრეთ თქვენთვის განმზაებულსა სასუფეველსა მართალთა თანა". შენდობას ითხოვს -"ვინცა ამას წაიკითხავდეს, შენდობასა ბრძანებდე ჩემდა მომართ. ღმერთმა თქვენც შეგინდოთ. 1689 წელი". ამ დროს დასრულდა ტაძრის მშენებლობა.

KARIBCHE

- თავად სოფლის სახელის ანანურის შესახებ მრავალი თქმულება არსებობს, - მიამბობს სტიქაროსანი კობა აფციაური. კობამ სასულიერო სემინარია დაამთავრა. სტიქაროსნად  უკვე ოც წელზე მეტია მსახუობს. ერთ-ერთი თქმულების მიხედვით, სახელი ანანური ანას სინანულთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთმა თავადის ქალმა ანამ ლეკებს კარი გაუღო. ამის მიზეზი ის იყო, რომ თავადის ქალს ლეკის ბიჭი მოეწონა, სიყვარულმა სძლია. მოტყუებით გააღებინეს კარი და მტერი შევიდა. როცა ნახა თავისიანების აოხრება, სინანული დაეუფლაო.

KARIBCHE

მეორე ლეგენდა გვამცნობს: მდინარე არყალას პირას (აქვე მოედინება, თათრული სახელი ერქვა, ახლა უკვე გადაარქვეს)  მტრის ჯარი დაბანაკებულა. სისხამ დილით წყალი მოვარდა და  იქ დაბანაკებული ხალხი წყალს წაუღიაო. ამ დროს მთიელი მეომრებიც თავს დაესხნენო. ერთ-ერთ მთავარს უთქვამს, ამ საცოდავებს სანანურად დარჩათ აქ მოსვლაო. მხოლოდ ლეგენდების სახით არის შემორჩენილი ანანურის სახელთან დაკავშირებული გადმოცემები.

KARIBCHE

კოშკები, რომლებიც აქ არის განლაგებული XVI საუკუნეს მიეკუთვნება. ეკლესიის გვერდით  უძველესი პირამიდული სათვალთვალო კოშკი მდებარეობს. როდესაც მტერი შემოდიოდა გუშაგები ოთხივე მხარეს  აკონტროლებდნენ   და მეციხოვნეებს მითითებებს აძლევდნენ.
იქვე მდებარე შვიდსართულიან კოშკს შეუპოვარს ეძახიან.

KARIBCHE

თავად მიძინების ტაძარი ორნამენტებითაც გამოირჩევა..   
მამა ნეოფიტეს თქმით, ანანურის ტაძარშია დაკრძალული წმინდა დოსითეოს ქუთათელი.
- ანანურის კომპლექსში შემავალი წმინდა პანტელეიმონის უძველესი ტაძრის ძველი ტრაპეზი იყო მიშენებული და აღვადგინეთ. ძველი ტრაპეზიდან ჩემი ხელით ამოვაბრძანე უამრავი წმინდა ნაწილი და ახალ ტრაპეზში ჩავაბრძანე. 

KARIBCHE

ანანურის ტაძარი მეუფე ზოსიმემ 1989 წელს გახსნა. მას შემდეგ აქ ღვთისმსახურება არ შეწყვეტილა. ანანურის კომპლექსში სამი ტაძარი შედის: მოქმედია ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, პანტელეიმონის ტაძარშიც ვატარებთ ღვთისმსახურებას. წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეს მეუფე მობრძანდება ხოლმე. როცა ხორციელი და სულიერი უძლურება გვაქვს, იქ ვწირავთ ხოლმე. უფლის წყალობით, მეუფის ლოცვა-კურთხევით და მრევლის ხელშეწყობით ცოტა ხანში ღვთაების ტაძარიც აღდგება. ნესტი ანგრევს ტაძარს. ჟინვალის წყალსადენმა დაგვაავადა. თუმცა ამას ავიტანთ, უფრო საშიში სხვა დაავადებაა - სულიერი. ხორციელს კი ეშველება.

სიტყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. უფალი ეუბნება თითოეულ ადამიანს: "სიტყვითა შენითა გამართლდები და სიტყვითა შენითა დაისჯები". მოძღვრის სიტყვას კიდევ უფრო  დიდი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში უნდა ვიყოთ უფლის ერთგულები. სიტყვით კი ვართ ქრისტიანები, მაგრამ საქმეებით არ ვართ ხოლმე ხშირ  შემთხვევაში. ხე კიდევ ნაყოფით იცნობა. ღმერთმა ადამიანი სიხარულისთვის და მადლიერებისთვის გააჩინა.  პირველ რიგში მინდა გისურვოთ ღვთის ერთგულება, სიხარული და სიყვარული.




ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat