2011 წელს დაიწყო ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წევრებისთვის კელიების მშენებლობა, რომელიც უსახსრობის გამო დღემდე მიმდინარეობს.
მონასტრის უკიდურესი გაჭირვებისა და შემომწირველების თითქმის არარსებობის გამო ვერ ხერხდება აღნიშნული კელიების დაწყებული მშენებლობის დასრულება.
ქარელის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ვედრებაში უძველესი IX-X საუკუნის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარია. ღვთის მადლით და მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით 2007 წელს დედათა მონასტერია დაფუძნებული. წინამძღვარია იღუმენია ქრისტინე (კოპაძე). 2012 წლის სექტემბერში მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით აშენდა ტაძის სამრეკლო. მონასტერში ამჟამად მოღვაწეობს იღუმენი, ორი მონაზონი - დედა ეფემია, დედა იოანა (დედა იოანას მიერ არის მოხატული ტაძრის კანკელი, ასევე დაწერილია რამდენიმე ხატი, რომელიც ტაძარს ამშვენებს), ერთი მორჩილი მართა და სამორჩილე ლალი. წირვა-ლოცვა ტარდება შაბათ-კვირას. მწირველი მღვდელია სქემიღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე).
იღუმენია ქრისტინემ საუბრისას აღნიშნა:
მონასტრის ტიპიკონი ასეთია: ლოცვა შუაღამიანი, ცისკარი სამ საათზე გავქვს. მერე დასვენება მოდის. ათის ნახევარზე პარაკლისია. ათზე ტრაპეზი მოდის, რის შემედგაც სხვადასხვა მორჩილებებს ვასრულებთ. მორჩილებაში შედის ხელსაქმე, სანთლის გაკეთება. ტაძრის მორჩილება და სხვა საქმეები. ხუთის ნახევარე ტრაპეზია. ექვსის ნახევარზე ისევ ლოცვა, მწუხრი სერობაა.
ამჟამად მონასტერს არ გააჩნია კელიები, რის გამოც მონაზვნები დროებით ადგილობრივი მკვიდრის - არსენ მწარიაშვილის საცხოვრებელ სახლში ცხოვრობენ. 2011 წელს დაიწყო მონასტრის წევრებისთვის კელიების მშენებლობა, რომელიც უსახსრობის გამო დღემდე მიმდინარეობს. მონასტრის უკიდურესი გაჭირვებისა და შემომწირველების თითქმის არარსებობის გამო ვერ ხერხდება აღნიშნული კელიების დაწყებული მშენებლობის დასრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე ვითხოვთ შენდობას და უმორჩილესად გთხოვთ მცირედით (თუნდაც ერთი ლარით) შეეწიოთ ღვთიმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერს.
იღუმენი დედა ქრისტინე - ტელ: 551-13-05-07; 555-91-07-44.
ანგარიშის ნომერი ლიბერთი ბანკი GE56LB0711143533485000 (ნატალია კოპაძე).