დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის რეზიდენცია ყოფილა
დირბის მონასტერი  იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის რეზიდენცია ყოფილა
დირბის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი შიდა ქართლში, ქარელის რაიონში,  მდინარე ფრონის ხეობაში, სოფლის განაპირა დამრეც ფერდობზე მდებარეობს. მის შესახებ წერილობითი წყაროები მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს, რომელთაგანაც ვიგებთ, რომ დღეს მთავარ გზებს მოცილებული თითქმის უცნობი სამონასტრო კომპლექსი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქე მონასტერი  და მრავალი ისტორიული მოვლენის მოწმე იყო. იგი სოფელთან ერთად სვიმონ I-ს (1556-1600) შეუწირავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრისთვის.


დირბის მონასტერი ასევე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის რეზიდენცია ყოფილა შიდა ქართლში. ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: "არს დირბს მონასტერი, სადა ზის არქიმანდრიტი იერუსალიმის ჯვრის მონასტრისა, არამედ მეფენი ქართლისანი დასვენ ქართველთა და ყოველსა საქართველოსა შინა არს მამული მისი და ჰფლობს ესე და მოსავალს გზავნის ვერცხლად იერუსალიმში".


ეკლესიის აშენების თარიღად მიჩნეულია X საუკუნე. ტაძრის აშენების შესახებ იუწყება ქვის ფილა, რომელიც ეკლესიის კუთხეშია ჩატანებული. ფილაზე ასომთავრული წარწერაა, რომელიც ასე იკითხება: "ამისა წმიდისა ადგილისა მადლითა მე გლახაკმან ოთანის ძემან ესე ეკლესია დავიწყე ლეონის მეფობისა, იოანეს ერისთავობისა, აბრაამის დეკანოზობასა ჩემდა ებრძანა, შენ დაიწყე. მე ხელი მომცა და ავაგე ამის ადგილისა სალოცავი"... აქ მოხსენებული მეფე ლეონი, ლეონ III აფხაზთა მეფე უნდა იყოს.


XX საუკუნის 30-იან წლებამდე აქ ბერძენი ბერები მოღვაწეობდნენ. ხოლო მათი განდევნის შემდეგ საბოლოოდ შეწყდა ღვთისმსახურება, დაინგრა მათი სასახლე, ნალესით დაიფარა ფრესკები, დაიკარგა ყველა ხატი და უნიკალური ნივთები.


თავად ტაძარი დანგრევის პირას მივიდა. წლების წინ ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც გამოჩნდა ძველი ფრესკები, მათ შორის  ერთ-ერთი უნიკალური ფრესკა "იოსების ყვედრება", სადაც გამოსახულია "მიდგომილი" ღვთისმშობელი.

KARIBCHE

2003 წელს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, მონასტერში აღდგა ღვთისმსახურება. მონასტრის წინამძღვარია მონაზონი ნატალია. დედების მიერ აღვენილი წმინდა ლოცვები ეწევა მთელს საქართველოს.


ბეჭდვაელფოსტა
14.09. 2014
კარიბჭე
თქვენი ფოტოები წავშალეთ. მონასტრის ისტორია ყველას კუთვნილებაა და დავტოვებთ. ცოტა არ იყოს გაკვირვებულები ვართ. ვნახეთ თქვენი ფეისბუქ-გვერდი და გვეგონა ჩვენ ერთ საქმეს ვემსახურებოდით. ასეთი დამოკიდებულება ჯერ სხვა მონასტრებისგან არ გვიგრძვნია, დარწმუნებულები ვართ ეს მონასტრიდან არც მოდის, თქვენი პირადი აზრი არ შეიძლება მონასტერს მიაწეროთ. თქვენს გვერდს 7 ათასი მკითხველი ჰყავს, ჩვენსას კი ათობით ათასი და რაც მეტი ხალხი გაიგებს მონასტრის შესახებ, ეს მონასტრისთვისვე და ყველასთვის სასიკეთო საქმეა. სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ამ პუბლიკაციებს. აუცილებლად შევატყობინებთ ამ ყველაფერს დედებს.
14.09. 2014
დირბის დედათა მონასტერი
დიდი მადლობა სტატიისათვის, მაგრამ მსგავს შემთხვევაში უპრიანია ტექსტი და ფოტო -მასალა წინასწარ შეთანხმდეს მონასტერთან. ტექსტში დაშვებულია ქრონოლოგიური შეცდომა ნაცვლად 2003 -ისა უნდა იყოს 2000 წელი. ასევე ავტორთან შეუთანხმებლად გამოყებენულია ფოტომასალა.
სხვა სიახლეები
07.04.2024
ნაზარეთის ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია აშენებულია იმ წმინდა წყაროსთან, სადაც მოხდა მთავარანგელოზ გაბრიელისაგან ღვთისმშობლის ხარება:
09.01.2024
თბილისის ვარკეთილის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია კეთილი ადამიანების დახმარებით რამდენიმე წლის წინ აიგო
23.11.2023

გიორგობას სარკის წმიდა გიორგის ტაძარში უამრავი მომლოცველი მიდის. ხშირად უშვილოები სთხოვენ შეწევნას და შვილიერება მიემადლებათ.

24.10.2023
შუაქალაქი (შვაქალაქი) არის დასახლებული ადგილი მდინარე ნოღელის მარჯვენა სანაპიროზე.
14.10.2023
სვეტიცხოვლობის დღესასწაულს 1897 წლის  "ცნობის ფურცელი" ამგვარად გადმოგცემს:
06.09.2023
თბილისის სამხრეთ დასავლეთით, მდინარე ვერეს ხეობაში ტყით მოსილ მთათა წიაღს შეჰფარებია ამა სოფლის ხმაურსა და ამაოებას განრიდებული
25.08.2023
ბატონი პაატა ქურდოვანიძე მოგვითხრობს თეკლათის დედათა მონასტრის დედათა განსაცდელებზე:
25.08.2023
წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) გარდაცვალების შემდეგ, 1907 წლის დეკემბერში, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვრობა მისმა ძმისშვილმა,
25.08.2023
შემოვიდნენ ბოლშევიკები საქართველოში და დაიწყო ღვთისმსახურთა სასტიკი დევნა, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა,
12.07.2023
XI საუკუნის მესამე ფუძემდებელი ძეგლი, რომელშიაც ეპოქის სტილმა აგრეთვე მკაფიო გამოხატულება ჰპოვა - მცხეთის საკათალიკოსო ტაძარი სვეტიცხოველია
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat