ოშკის, ხახულისა და იშხნის შემდეგ ოთხთა ამ მხარეში მეოთხე დიდი ტაძარი იყო და ასეთი სახელი იმიტომ დაურქმევიათ
ოშკის, ხახულისა და იშხნის შემდეგ ოთხთა ამ მხარეში მეოთხე დიდი ტაძარი იყო და ასეთი სახელი იმიტომ დაურქმევიათ
ტაო-კლარჯეთი - ოთხთა
ოთხთასთან მისული ტაძრის მშვენიერებით იხიბლები, მაგრამ თან გული ტკივილით გევსება - ბაზილიკა მეტად მძიმე მდგომარეობაშია. იგი მცენარეებს დაუფარავს.
ოთხთა ასევე ჭოროხის აუზში, ოთხთას წყლის ხეობაში მდებარე მეათე საუკუნის ტაძარია.
ოშკის, ხახულისა და იშხნის შემდეგ ოთხთა ამ მხარეში მეოთხე დიდი ტაძარი იყო და ასეთი სახელი იმიტომ დაურქმევიათ.

ოთხთაზე ასეთი ლეგენდაც არსებობს: ეკლესია უცნობი მეფის ასულს, ვინმე თამარს აუშენებია. მამამისს ყველა შვილი ისლამზე მოუქცევია თამარის გარდა. ქალს ტაძრის შენებისას ფული შემოლევია, ამიტომ თმა შეუკვეცავს, გაუყიდია და ასე დაუმთავრებია მშენებლობა.
თამარს ისეთი თეთრი რაში ჰყოლია, ოთხივე ეკლესიის შემოვლა ერთ დღეში შეეძლო. გადმოცემის თანახმად, ტაძარში თამარის ხელის ანაბეჭდიცაა შემორჩენილი.

KARIBCHE

ტაძარი მეათე საუკუნის მეორე ნახევარში, დავით კურაპალატის დროს მოუპირკეთებიათ.
"ოთხთა, ისევე როგორც ოშკი, იშხანი, ხახული, ტბეთი ქართული მონუმენტური მხატვრული ფერწერის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მხატვრობა გამოირჩევა საზეიმო ხასიათით, გამოკვეთილი ოსტატობით, ხაზისა და ფერის მეტყველებით", - ამბობდნენ ხელოვნებათმცოდნეები, თუმცა დღეს ოთხთას ფრესკები ძალიან დაზიანებულია და ბევრი რამ აღარც ჩანს.
ტაძართან შემორჩენილია მცირე სამლოცველო, რომლის ქვეშაც სამარხები ყოფილა, აქვეა სემინარია-საოსტინგე.

KARIBCHE




ბეჭდვა
1კ1